მეუფე შიო – ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც

შეგვეწიოს სულიწმინდის მადლი, რომ გავაძლიეროთ ქრისტიანული სათნოებები, ვიყოთ ქრისტიანები არა მხოლოდ სახელწოდებით, არამედ ჩვენი ცხოვრებითაც… მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და შევინარჩუნოთ სულიწმინდის მადლის სინათლე… ყოველი ჩვენგანი იყოს ტაძარი ღვთისა და სული ღვთისა დაემკვიდროს ჩვენში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს არის წმინდა ეკლესიის დაარსების […]

ბაკურიანის წრიულ გზაზე ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა – სამუშაოების ღირებულება ₾135 მილიონია

მილიარდ ლარს ხარჯავს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყანაში ტურისტული ლოკაციების განახლებაში. აღნიშნული ინიციატივა ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ წელს გააჟღერა. პროგრამის ფარგლებში ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, სტეფანწმინდაში, მესტიისა და ყაზბეგში შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ობიექტებს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება, ასევე ახალი რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა, არსებული კი განახლდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე გიორგი ციბაძე […]

მამარდაშვილი: ერთად ყველაფერს შევძლებთ

პირველი ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონატზე. ეს ჩვენი გუნდისა და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და ჩემთვის დიდი პატივია ამ ისტორიულ მომენტში მონაწილეობა, როგორც მატჩის საუკეთესო მოთამაშე. მადლობა გულშემატკივრებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც სტადიონზე და მის გარეთ ხდებოდა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ერთად ყველაფერს შევძლებთ. წერს Facebook-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი. გუშინ, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის […]

ქოჩორაშვილი: ერთად დგომით ყველაფერი შეგვიძლია

პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე და შეგრძნება, თითქოს სახლში ვთამაშობდით. მადლობა გულშემატკივრებს ატმოსფეროსთვის, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ერთად დგომით ყველაფერი შეგვიძლია და ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია. ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ. წერს Facebook-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი. გუშინ, 22 ივნისს, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩი ფრედ, 1:1 დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშს საქართველო 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ […]

გურჯაანში, საქართველო-ჩეხეთის მატჩის საჯარო ტრანსლირების დროს, გულშემატკივარი გარდაიცვალა

გურჯაანში, საქართველო-ჩეხეთის მატჩის საჯარო ტრანსლირების დროს, გულშემატკივარი გარდაიცვალა. საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკში მიმდინარეობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის მამაკაცს გულის შეტევა განუვითარდა და ადგილზე დაიღუპა. ცნობისათვის, ევროპის ჩემპიონატის თამაშების საჯარო ტრანსლირება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ღია სივრცეებში მიმდინარეობს. შემდეგი შეხვედრა 26 ივნისს არის ჩანიშნული, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

ფსბ-მ სანქტ-პეტერბურგში დააკავა “ტროლების ფაბრიკის” ხელმძღვანელი

სანქტ-პეტერბურგში ფსბ-ს ტერორიზმთან ბრძოლის სამსახურმა დააკავა მედიაჰოლდინგ „პატრიოტის“ ყოფილი მაღალი რანგის მენეჯერი ილია გორბუნოვი, რომელსაც მედიაში უწოდებენ ევგენი პრიგოჟიონის მიერ დაარსებული „ტროლების ფაბრიკის“ ხელმძღვანელს. მას გამოძალვაში ედება ბრალი. „ფონტანკის“ ინფორმაციით, გორბუნოვი და კიდევ ერთი დაკავებული, გამოცემა Konkretno.ru-ს მთავარი რედაქტორი კირილ მეტელევი, ეჭვმიტანილი არიან სანქტ-პეტერბურგის ტელეარხის ყოფილი გენერალური დირექტორის, ალექსანდრ მალკევიჩისგან ფულის გამოძალვაში. ამჟამად მას უკავია […]

2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზეა

გაერთიანებული ერების გლობალურმა ინიციატივამ „მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებათა ქსელი“ დუბლინის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მდგრადი განვითარების 2024 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიში მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიის და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს. 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50-ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100-პროცენტიანი სკალით 74.9 პროცენტი დაფიქსირდა. შეფასების მაჩვენებლების მიხედვით, წლევანდელ გლობალურ რეიტინგში […]

რუმინეთი უკრაინის საზღვართან საჰაერო ბაზას აფართოებს

ქვეყნის მედიის ცნობით, რუმინეთმა დაახლოებით 2,7 მილიარდი დოლარის ბიუჯეტი გამოყო სამხედრო ბაზის გაფართოებისა და მოდერნიზაციის პროექტისთვის. ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლა კრეტუმ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ძირითადი განმაპირობებელი იყო„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია 2008 წელს და ყირიმის ანექსია 2014 წელს”. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი ასაფრენი ბილიკი, სადარაჯო კოშკი და დამატებითი ანგარები არსებული და მომავალი სამხედრო ტექნიკის შესანახად. […]

ალექსის სანჩესი შესაძლოა, “უდინეზეში” დაბრუნდეს

ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი შესაძლოა, თავისუფალი აგენტის სტატუსით “უდინეზეს” შეუერთდეს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს. წყაროს ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი მზადაა ხელფასიც შეიმციროს, რათა დაბრუნდეს იმ ადგილას, სადაც მისი ევროპული კარიერა დაიწყო. ალექსისი “უდინეზეს” ღირსებას 2006/2011 წლებში იცავდა, შემდეგ კი 37.5 მილიონის სანაცვლოდ “ბარსელონაში” გადავიდა. სანჩესმა გასულ სეზონში “ინტერის” მაისურით […]

ანჯეი დუდა ჩინეთში ჩავიდა

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის დროს განსახილველ ძირითად საკითხებს შორის იქნება უსაფრთხოება, კერძოდ, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ეკონომიკური საკითხები. „ჩვენ გვაქვს ომი უკრაინაში, ისევე როგორც ბელარუსის ჰიბრიდული თავდასხმები პოლონეთის საზღვარზე, სადაც ბელარუსის ხელისუფლება, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად უბიძგებს მიგრანტებს ჩვენსკენ და აიძულებს მათ, საზღვრის უკანონოდ […]