Milliyet: მიქაუტაძის თამაშით მოხიბლულმა მოურინიომ ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა

Milliyet-ის ცნობით, “ფენერბაჰჩეს” ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა. გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას “მეცის” ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია. მიქაუტაძით აგრეთვე “ლიონი”, “მარსელი”, “რენი” და გალათასარაი” არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, “მეცი” კი 20 მილიონად აფასებს. “ფენერბაჰჩემ” […]
NDI-ის მხრიდან, ეს არის შენიღბული დასახელებით წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეწყობა – გივი მიქანაძე

შეიძლება ითქვას, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობას წარმოადგენს, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „იმედის კვირასთან“ ოპოზიციონერი ქალების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებს, რომელთა დამფინანსებელი, არსებული ინფორმაციით, არის NDI. „მათი [NDI-ის] მხრიდან არის შენიღბული დასახელებით წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეწყობა. ეს გარკვეულწილად ერთ კონკრეტულ მხარესთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში საუბარია რადიკალური ფრთის […]
მომხდარი ტერაქტების შემდეგ, დაღესტანში კონტრტერორისტული რეჟიმი ამოქმედდა

23 ივნისს რუსეთში, დაღესტნის ორ ქალაქში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, ტერაქტები მოხდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საპოლიციო პუნქტს დაესხნენ თავს. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ქალაქ დერბენტში სინაგოგისა და ეკლესიის მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გახსნეს. ამასთანავე, რუსული სამთავრობო მედია TASS წერს, რომ ამ დროისთვის დაღესტანში კონტრტერორისტული […]
მამუკელაშვილის გარეშე – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრები, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, ტრენტოს თასზე იტალიასთან 68:79 დამარცხდა. ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ფევაძე, შენგელია, ბითაძე. ჩვენი გუნდი 8:0 დაწინაურდა და მეტოქეს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 23:17 მოიგო. მეორე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაქცევა შეძლო და პირველი ტაიმი 37:30 […]
გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვართან სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სამი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი. ინფორმაციას აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. “წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, ყველა მათგანი ადგილობრივია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ვიღებთ ზომებს მსროლელთა იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით”. – […]
დაღესტანში თავდამსხმელებმა ეკლესიისა და სინაგოგის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

სროლა დაღესტანში – დერბენტსა და მაჰაჩყალაში მძიმე ვითარებაა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, ყელი გამოჭრეს. გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა იქვე მდებარე სინაგოგაზეც, რომელიც თავდამსხმელებმა გადაწვეს. განვითარებული მოვლენების შედეგად, არიან დაჭრილები და მოკლულები. მაჰაჩყალაში ადგილი ჰქონდა შეტაკებას პოლიციასთან. როგორც რუსულ პროპაგანდისტულ TASS-სდაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროდან განუცხადეს, დაახლოებით 18:00 საათზე [მოსკოვის დროით], დერბენტში უცნობმა […]
დაღესტანში თავდამსხმელებმა ეკლესიისა და სინაგოგის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში, დაღესტნის ორ ქალაქში, მაჰაჩყალასა და დერბენტში, შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საპოლიციო პუნქტს დაესხნენ თავს. გამოცემა РИА Новости-ის წინასწარი ცნობებით, თავდასხმის შედეგად დერბენტში რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირი და ექვსი პოლიციელია მოკლული, ხოლო ასევე დაჭრილია 12 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთანავე, დერბენტში მდებარე ეკლესია და […]
პოლიციამ თბილისში ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი,1985 წელს დაბადებული გ.წ., ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუხიანში, ორ მოქალაქეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი მათ მიმართ ფიზიკურად იძალადა და ბასრი საგნის […]
დონალდ ტრამპის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განათლების დეპარტამენტის დახურვას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განათლების დეპარტამენტის დახურვას გეგმავს. ვაშინგტონში, „რწმენის და თავისუფლების კოალიციის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ყველაფერს დაუბრუნებს აშშ-ის შტატებს, სადაც მათ შეეძლებათ, განათლების ინდივიდუალიზაცია და ბავშვების სიყვარულით საქმიანობა. აშშ-ში განათლების დეპარტამენტის დახურვას მხარს უჭერს ბევრი კონსერვატიული ქრისტიანი, რომლებიც ფედერალურ მთავრობას რწმენაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. […]
თბილისში კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ

თბილისში 39 წლის მამაკაცს ეძებენ. ლევან ახალკაციშვილს ოჯახის წევრები 19 ივნისის შემდეგ უშედეგოდ ეძებენ. ლევან ახალკაციშვილი 19 ივნისს, 11:00 საათზე გავიდა სახლიდან და ამ დრომდე ახლობლებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალკაციშვილს ხელში ეჭირა სპორტული ჩანთა. 39 წლის ლევან ახალკაციშვილის ახლობლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, ნებისმიერი სახის ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ნომერზე – 5 […]