NDI-ის მხრიდან, ეს არის შენიღბული დასახელებით წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეწყობა – გივი მიქანაძე

შეიძლება ითქვას, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობას წარმოადგენს, – ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე „იმედის კვირასთან“ ოპოზიციონერი ქალების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებს, რომელთა დამფინანსებელი, არსებული ინფორმაციით, არის NDI.
„მათი [NDI-ის] მხრიდან არის შენიღბული დასახელებით წინასაარჩევნო აგიტაციის ხელშეწყობა. ეს გარკვეულწილად ერთ კონკრეტულ მხარესთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში საუბარია რადიკალური ფრთის ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებზე და შეიძლება ითქვას, რომ მათი წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეწყობას წარმოადგენს. ეს ადამიანები 2018 წელს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი არ მიეღოთ და იყვნენ ბედნიერნი, როდესაც 2022 წელს საქართველოს, სრულიად უსამართლოდ არ მისცეს კანდიდატის სტატუსი. ისინი 2022-2023 წელს ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეღო დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დღეს დადიან დასავლეთის ქვეყნებში და ითხოვენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების დასანქცირებას. ამით ისინი რატომღაც ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებენ, თუმცა ამით ისინი, პირველ რიგში მოქმედებენ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ეს ხელისუფლება აირჩია და რომელსაც დღესაც ენდობა“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება