დიმიტრი ხუნდაძე სანქციებზე – ამ პროვოკაციას საქართველო ღირსეულად უპასუხებს, გაითვალისწინებს ისტორიულ ხალხთა შორის მეგობრობას და არ მოიქცევა ისე, როგორც ესტონეთისა და ლიეტუვის ქვეყნების ხელისუფლება იმსახურებს

„გლობალური ომის პარტიის“ მორჩილ ქვეყანათა შორის ყველაზე მორჩილებმა ყველას დაასწრეს, აიღეს ხელში დავალება და გააჟღერეს – გამოიტანეს აბსოლუტურად პროვოკაციული გადაწყვეტილება, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ესტონეთისა და ლიეტუვის ხელისუფლების მიერ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის სანქციების დაწესება. მისი თქმით, „ამ პროვოკაციას საქართველო ღირსეულად უპასუხებს, გაითვალისწინებს ისტორიულ ხალხთა შორის მეგობრობას […]

მოსკოვი „ოცნებას“ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს

მოსკოვი “ოცნების” სადავო ხელისუფლებას “ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის მზადყოფნას” უდასტურებს და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს. “მზად ვართ, საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც თბილისი იქნება მზად” – განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხელ გალუზინმა და ამ კონტექსტში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა კიდევ ერთხელ გააჟღერა: “დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ […]

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროზონისთვის ინფლაციის ყველაზე ცუდი პერიოდი უკანაა

ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა ევროზონაში ინფლაციის ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ „ზამთრის ყველაზე ბნელი დღეები უკან დარჩნენ“. ლაგარდის თქმით, ECB-ის საბაზისო სცენარი ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთების შემდგომ შემცირებას. „თუ შემომავალი სტატისტიკური მონაცემები გააგრძელებს ჩვენი საბაზისო პროგნოზის დადასტურებას, სამომავლო მიმართულება ნათელია და ჩვენ ველოდებით განაკვეთების შემდგომ შემცირებას“, – თქვა მან ვილნიუსში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას.

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი – „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა. დაუთი სოციალურ ქსელ X-ში მაკა ბოჭორიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და […]

ლევან დავითაშვილმა ქვესადგურ „წყალტუბო 500“-ის მშენებლობის დასრულების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა – „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ქვეყნის ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის დასრულების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. „როდესაც […]

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, პატიმრობა გირაოთი კიდევ ერთ პირს – აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანსაც შეეცვალა – ის დარბაზიდან გაათავისუფლეს

არასრულწლოვანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს და პარლამენტის შენობისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებოდნენ, რამაც ხანძარი გამოიწვია, თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. როგორც საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე განმარტავს, ბრალდების მხარემ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები […]

თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი – „წყალტუბო 500“-ის ქვესადგური არა მარტო შეიტანს წვლილს ენერგოსისტემის განვითარებაში, არამედ გააძლიერებს დაკავშირებადობას საქართველოსა და თურქეთს შორის

ჩვენ ვართ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მჭიდრო მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. მზად ვართ, განვახორციელოთ ერთობლივი პროექტები იმისათვის, რომ რეგიონში მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს,“- ამის შესახებ თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ალი ქაან ორბაიმ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ქვესადგურის „წყალტუბო 500-ის“ მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქვესადგურის […]

მზადება მესამე მსოფლიო ომისთვის?! – როგორი იქნება ფრონტის ხაზი, თუ პუტინი ევროპაში შეიჭრება

ამერიკული ჟურნალის – “ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რუკები გვაჩვენებენ, როგორი ფრონტის ხაზი იქნება, თუ რუსეთი ევროპის ქვეყნებში შეიჭრება“ (ავტორები – ბრენდან კოული და ჯონ ფენგი). რუსეთმა უკრაინასთან ომი ფაქტობრივად უკვე გადააქცია ნატოსთან ომად, თუმცა იურიდიულად, რა თქმა უნდა, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი არ ამოქმედებულა და ძალაში არ შესულა. რას აპირებს პუტინი?! „ეჭვი არავის […]

საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა თანამდებობა დატოვა

საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს. გამოცემა საპენსიო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ მელიქიძე კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს. მათივე ცნობით, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-15 პაკეტი მიიღო, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. სანქციების ახალი პაკეტის მიზანია კიდევ უფრო შეზღუდოს რუსეთის შესაძლებლობა, განახორციელოს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციის თანახმად, სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის […]