მიქანაძის თხოვნა, დღის წესრიგიდან ამოეღოთ დებატები საქართველოზე, PACE-მა არ დააკმაყოფილა

24 ივნისს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) ქართული ოცნების დეპუტატმა გივი მიქანაძემ თხოვნით მიმართა, გაეუქმებინა დებატები საქართველოსთან დაკავშირებით და საკითხი დღის წესრიგიდან ამოეღო. ასამბლეამ მიქანაძის თხოვნა არ დააკმაყოფილა. დებატების გამართვას PACE-მა, 92 წევრი 17-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა. “საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ გადაუდებელი დებატების ჩატარებასთან დაკავშირებით, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ 4 თვეში, ოქტომბრის ბოლოს საქართველოში […]
ოქრიაშვილი TV იმედს: 2016 წელს 2 მილიონი ოცნებას გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?

“აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი “ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. · 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა, რა გამოდის, 2 მილიონი პარტიას გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს? · დღეს იხილება საქართველოს საკითხი ევროკავშირში. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ჩემი დეპუტატობის საკითხი და ჭორი […]
„წინა წელთან შედარებით, დინამიკა გაუმჯობესდა, დაინტერესება 15%-ით არის გაზრდილი“ – „ლიც რეზორტი“

წინა წელთან შედარებით დინამიკა გაუმჯობესდა, დაინტერესება 15%-ით არის გაზრდილი, – ამის შესახებ კვარიათში მდებარე სასტუმრო „ლიც რეზორტის“ გენერალურმა დირექტორმა ლადო მიქელაძემ “ბიზნესპარტნიორს” განუცხადა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი სასტუმროს მარკეტინგის და გაყიდვების აქტიური მუშაობაა. “სეზონი გრანდიოზულად გავხსენით და ეს უკვე აისახა ტურისტების რაოდენობაზეც. ამ ეტაპზე 50%-ზე მეტი არის დატვირთულობა და ველოდებით, რომ ეს მონაცემები ივლისში და […]
„ეფექტური კომუნიკაციით ნებისმიერი ბარიერის დაძლევაა შესაძლებელი“ – თათუკა ბუაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

მომხმარებლებისთვის საუკეთესო ტექნოლოგიური გადაწყვეტების შეთავაზება, ინოვაციური პროდუქტების შექმნა და ყოველდღიურობის გამარტივებაზე ორიენტირებული სერვისების შემუშავება საქართველოს ბანკისთვის მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად ფინანსური ინსტიტუტი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. განხორციელებული ინიციატივების წარმატებას არაერთი საერთაშორისო ჯილდოც ადასტურებს. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელებაც სწორედ ამის დასტურია. საქართველოს ბანკის მობილბანკი სამომხმარებლო გამოცდილების კუთხითაც საუკეთესოდ დასახელდა არა […]
კახა ოქრიაშვილი – 2016 წელს 2 მილიონი „ოცნებას“ გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს?

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „აუხდენელი ოცნების“ პროპაგანდამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მე, კახა ოქრიაშვილი, ვაწარმოებ მოლაპარაკებებს ბატონ ხაბეიშვილთან, რათა 2 მილიონად ვიყიდო ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში. 1. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა „ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმადგინა, რა გამოდის, 2 მილიონი პარტიას გადავუხადე თუ პირადად ბატონ ივანიშვილს? 2. […]
ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს წარდგება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მიმდინარე კვირას პარლამენტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს განიხილავს. „განხილვების პროცესში 11 რეგიონში 5000-მდე მოქალაქეს შევხდით. საკანონმდებლო […]
27 ივნისს სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

ხუთშაბათს, 27 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სესიაზე საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება. საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე, ისევე როგორც მიმდინარე საკითხებზე გადაუდებელი დებატების გამართვას ეწინააღმდეგებოდა „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე. მისი თქმით, ახლა დებატების გამართვა, შესაძლოა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევა იყოს, ვინაიდან არჩევნებამდე 4 თვეა დარჩენილი. ამიტომ მიქანაძემ დებატების გადადება მოითხოვა. მიუხედავად მიქანაძის მოთხოვნისა, PACE-ში საქართველოს […]
რუსებმა პოკროვსკს რაკეტებით დაარტყეს, დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა – 34

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ პოკროვსკის „ისკანდერ-მ“ ტიპის ორი რაკეტით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 ადამიანი. „მინიმუმ 4 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა – ეს არის პოკროვსკზე თავდასხმის წინასწარი შედეგები. დაჭრილებს შორის ორი ბავშვია, 12 და 13 […]
არჩილ თალაკვაძე – ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს, არც ლიდერები ჰყავთ, არც პროგრამა აქვთ და არც რაიმე პრინციპებზე შეთანხმება შეუძლიათ

ჯერჯერობით ოპოზიცია პოლიტიკური კუბიკებით თამაშობს, არც ლიდერები ჰყავთ, არც პროგრამა აქვთ, არც რაიმე პრინციპებზე შეთანხმება შეუძლიათ, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური პარტიების გადაჯგუფებასთან დაკავშირებით. როგორც „ქართული ოცნების” დეპუტატმა აღნიშნა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ოპოზიციაში მყოფი “უკიდურესად ჭრელი და ერთმანეთისგან დაშორებული, დაპირისპირებული ძალების სინთეზი შექმნას”. […]
კუს ტბაზე იპოვეს ცხედარი, რომელიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული

კუს ტბაზე იპოვეს ცხედარი, რომელიც ექსპერტიზაზეა გადასვენებული. უცნობია, ვინ არის გარდაცვლილი. ექსპერტიზაზე დადგინდება, ვინ არის გარდაცვლილი.