“საქართველოსთვის წევრობის კარი ღიაა, მაგრამ თუკი მთავრობა იმავე გზაზე სიარულს გააგრძელებს, ეს კარი დაიხურება” – ბორელი

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აცხადებს, რომ თუკი საქართველოს მთავრობა იმავე გზით სიარულს გააგრძელებს, რომელიც ბოლო პერიოდში აქვს არჩეული, საქართველოსთვის ევროკავშირის კარი დაიხურება. ორშაბათს, 24 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო საქმეთა საბჭოს (FAC) სხდომაზე, ლუქსემბურგში შეიკრიბნენ. დღის განმავლობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ევროკავშირის წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ბლოკის […]
შვედეთის პარლამენტმა აშშ-სთან თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება დაამტკიცა

შვედეთის პარლამენტმა აშშ-სთან თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმება (DCA) დაამტკიცა. შეთანხმებას შვედეთის წარმომადგენლებმა ხელი 2023 წლის დეკემბერში მოაწერეს და საბოლოოდ ძალაში შესვლამდე მხოლოდ შვედეთის პარლამენტის მხარდაჭერა იყო საჭირო. შვედეთის პარლამენტმა ეს შეთანხმება 266 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტიცა, წინააღმდეგი 37 დეპუტატი იყო ხოლო 46 კენჭისყრას არ ესწრებოდა. თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებით, აშშ-ს სამხედრო ძალებს შეეძლებათ შვედეთის 17 სამხედრო ბაზაზე და […]
საუბარი იქნება მაღალჩინოსნებისთვის შენგენის ვიზაზე შეზღუდვების შესახებ – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა ზომებთან ერთად, ქართველი მაღალჩინოსნებისთვის შენგენის ვიზაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავენ. ამის შესახებ ცაჰკნამ 24 ივნისს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირისკენ წინ […]
ADB-მ ვაზიანის აეროპორტის განვითარების გენგეგმის შემუშავებისთვის ტენდერი გამოაცხადა – დეტალები

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. როგორც თავად ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ADB ცდილობს დაიქირაოს სპეციალიზებული საავიაციო საკონსულტაციო კომპანია, რომელიც შეიმუშავებს აეროპორტის გენერალურ გეგმას ახალი საერთაშორისო აეროპორტისთვის. გენერალური გეგმის მიზნობრივი პერიოდი მოიცავს 30 წელს, რამაც უნდა უზრუნველყოს პროგნოზირებული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ვაზიანის აეროპორტის გენერალური […]
“ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს“- მამარდა რჩეულზე

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს. ჩეხეთთან მატჩის დროს საუკეთესო მოთამაშედ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. გიორგი ამჟამად “ვალენსიას” ფეხბურთელია და კლუბთან კონკტრაქტი 2027 წლამდე აქვს გაფორმებული. წარმატებული ქართველის რჩეული ელენე ეპიტაშვილია. მის შესახებ გიორგიმ ნოე სულაბერიძის გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელენე მისი აღმოჩენაა: “ელენე არის ჩემი აღმოჩენა, სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს, ძალიან მაგარია […]
აეროპორტების გაერთიანება – აზიის განვითარების ბანკმა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას ADB-თან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) განახორციელებს. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით ტენდერში […]
სახალხო დამცველმა კლინიკა „ვივამედში“ განთავსებული პატიმრები მოინახულა

24 ივნისს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ვივამედის“ კლინიკაში განთავსებული პატიმრები მოინახულა, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. სახალხო დამცველის განცხადებით, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე და პაციენტის უფლებების გათვალისწინებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს, თუმცა აშკარა იყო, რომ წინა ვიზიტთან შედარებით ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესებული ჩანს. მიხეილ სააკაშვილმა, სხვა საკითხებთან ერთან, მადლობა გადაუხადა სახალხო […]
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი”, კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქარველოს მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის, ხელბარგისა და სხეულის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 25 444.84 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს (საერთო წონა: 115.64 გრამი). აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
გორში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში, გორში მასობრივი ოლიმპიური გარბენი გაიმართა – გარბენი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიურმა ჩემპიონ-პრიზიორებმა, სეოკ-ის, ბაკურიანი-2025- ის და შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა, თანამშრომლებმა და მაცხოვრებლებმა, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა. „მასობრივ ოლიმპიურ გარბენში […]
ჰუმელსს კონტრაქტს სერია A-ს ახალწვეული სთავაზობს

Foot Mercato-ს ინფორმაციით, 35 წლის გერმანელ მცველ მატს ჰუმელსს კონტრაქტს სერია A-ს ახალწვეული “კომო” სთავაზობს. ვეტერან ფეხბურთელს იტალიელები სეზონურად 3 მილიონ ევროს, პლუს ბონუსებს სთავაზობენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “კომოს” გარდა, გამოცდილი უკანახაზელის სამსახურით კალჩოს სხვა გუნდებიც ინტერესდებიან. ინფორმაციისთვის, ჰუმელსი “დორტმუნდიდან” წამოვიდა და ახლა თავისუფალი აგენტია.