ოკუპანტების მიერ პოკროვსკის დაბომბვას 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 34

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვადიმ ფილაშკინის და დონეცკის რეგიონული პროკურატურის ცნობით, 24 ივნისს, ქალაქ პოკროვსკში რუსეთის თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 34 კი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან 12 და 13 წლის მოზარდები, ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაშია. რუსმა ოკუპანტებმა 2 ისკანდერის ტიპის რაკეტა გაუშვეს. იერიშის შედეგად ერთი კერძო სახლი სრულიად განადგურდა და 16 დაზიანდა. ამასთან ერთად, […]

GWP აბონენტებს წყალმომარაგების აღდგენას დღეიდან ეტაპობრივად ჰპირდება

თბილისის წყალმომარაგების კომპანია – GWP დედაქალაქის იმ აბონენტებს, რომლებსაც წყალს გრაფიკით აწვდის, 24-საათიანი სერვისის მიწოდებას დღეიდან, 24 ივნისიდან ეტაპობრივად ჰპირდება. „მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა“, – აცხადებენ კომპანიაში. თბილისში, 50 ათასზე მეტ ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდება […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8031 ლარი გახდა – ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8031 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8001 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0069 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9916 ლარს შეადგენს. თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულებაც 0.0852 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 25 ივნისს შევა ძალაში.

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა

„ატლანტიკურმა საბჭომ“ საქართველო თავისუფლების და კეთილდღეობის გლობალურ რეიტინგებში 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის დაასახელა. თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის 51-ე, ხოლო სახელმწოფოთა შორის 50-ე ადგილზე გავიდა, სტატუსით „ზომიერად თავისუფალი“. თავისუფლების დონით საქართველო უსწრებს ყველა მეზობელ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. თავისუფლების ინდექსის რეიტინგი მსოფლიოს 164 ქვეყანას და ტერიტორიას ყოფს ოთხ კატეგორიად: მაღალი […]

მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტი 22%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2024 წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 18,3 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 22%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (15 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის მაისში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ერაყიდან – 13,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 74,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი – 2,2 ათასი […]

“თინა” ეკრანს მიღმა: მაკა ძაგანიას ვენახი მარტყოფში, რომელსაც თავად უვლის; ოჯახი და ცხოვრების საინტერესო ამბები – Marao

მაკა ძაგანია ქართველი მსახიობია, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნათამაშებმა „თინას“ როლმა. 2014 წელს დატოვა სერიალი, მაგრამ 1 წელიწადში დაბრუნდა. ჰყავს მეუღლე გიგა ცერცვაძე და ორი შვილი. – თუ გახსოვს, რაზე ოცნებობდა პატარა მაკა და დღევანდელი ცხოვრება რამდენად არის ბავშვობისდროინდელ სურვილებთან თანხვედრაში? – საერთოდ შემეცვლა წარმოდგენები. ფეხი ავიდგი თუ არა, ცეკვა დავიწყე. […]

თამბაქოს ბიზნესს სადა შეფუთვაზე გადასვლის ვალდებულება, შესაძლოა, რამდენიმე თვით გადაუვადდეს – კანონპროექტი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც ბიზნესისთვის თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის ვალდებულების გადავადებას ითვალისწინებს. კანონის მიხედვით, კერძო სექტორისთვის ბაზარზე თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვით განთავსების ვალდებულება რეგულაციის რამდენჯერმე გადავადების შედეგად მიმდინარე წლის 31 ივლისიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა იმის გამო, რომ […]

ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს!

ოპოზიციის წარმომადგენლებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ნუ გააცდენენ საკუთარ სამსახურს! – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც მიმდინარე სასესიო კვირაში ოპოზიციის მიერ საპარლამენტო განხილვებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, ოპოზიციის სამსახურია დაესწრონ სხდომებს. „ოპოზიციიდან არის შემოსული რამდენიმე წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ პლენარულ სხდომაზე დასწრებას. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ […]

დაღესტანში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

რუსეთში, დაღესტნის რესპუბლიკაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ტატიანა ბელიაევა „ტელეგრამ“ არხზე იუწყება. ”სამწუხაროდ, 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამართალდამცავები და მშვიდობიანი მოქალაქეები”, – აღნიშნა მინისტრმა. მისი ინფორმაციით, დაშავებულა 46 ადამიანი, მათ შორის 7 მძიმე მდგომარეობაშია. შეგახსენებთ, გუშინ დაღესტანში, დერბენტსა და მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირები ორ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სინაგოგასა საგზაო […]

რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთისთვის? – საელჩოს განმარტება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაციის, China Communications Construction Company-ის ფინანსური რესურსით აშენდება. საქართველოსთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტში სახელმწიფო საკონტროლო პაკეტს ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს, ხოლო ჩინური კომპანია მინორიტარი აქციონერი იქნება. CCCC სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატია, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე ფოკუსირდება. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული და მის 63.8%-იან […]