სახალხო დამცველის აპარატი ომბუდსმენისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე, მათ შორის, სიძულვილის ენის ტირაჟირებისგან თავის არიდების საკითხებზე ისაუბრეს და მხარეებს შორის კოორდინაციის […]

5 ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტი მილიონერი დაკარგა – სად მიგრირებენ მდიდრები

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოებას ნათლად დაანახა, რომ შესაძლოა, ფინანსურად ყველაზე დაცული ქვეყანაც კი არასტაბილური აღმოჩნდეს. ამის გამო, მსოფლიოს უამრავი უმდიდრესი ადამიანი მიგრირებას ამჯობინებს და მისი აქტივებიც სხვა ქვეყანაში გადააქვს. საინვესტიციო მიგრაციის საკონსულტაციო ფირმის, Henley & Partners-ის ახალი ანალიზის თანახმად, მომავალ წელს მილიონერებისა და მილიარდერების რეკორდული რაოდენობა გადავა ახალ ქვეყნებში. ტენდენცია უკვე შეინიშნება მიმდინარე წელსაც. […]

საქართველო აშშ-ის ტრეფიკინგის ანგარიშში პირველ საფეხურზე რჩება

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველო ტრეფიკინგის (ადამიანით ვაჭრობის) მაჩვენებლებით, კვლავ პირველ საფეხურზე მყოფ ქვეყნებს შორისაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ამ მიმართულებით თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ატარებს. თუმცა, ანგარიში ასევე მიუთითებს საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლაში არსებულ ხარვეზებზე და მათი გამოსწორების მიზნით, რეკომენდაციების მთელ სიას […]

აშშ საქართველოს ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებაზე მიიწვევს, მთავრობას პოზიციების გადახედვისკენ მოვუწოდებთ – ო’ბრაიენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს (ჯიმ) ო’ბრაიენი აცხადებს, რომ აშშ სხვა პარტნიორებთან ერთად საქართველოსაც მიიწვევს ნატო-ს პარტნიორობის მომდევნო ღონისძიებებზე. “აშშ-მ გადაწყვიტა, საქართველო მიიწვიოს ნატოს პარტნიორობის მომავალ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”, – თქვა მან და დაამატა, რომ “ძალიან აწუხებთ” მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ლიდერების “ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა”. ო’ბრაიენი […]

აქტივისტს, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქციას გეგმავდა, სცემეს

30 ივნისს ჭიათურის მუნიციპალიტეტში „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ აქცია იმართება. ადგილობრივებს წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიასთან პრეტენზიები აქვთ – ფიქრობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ მათ სოფელს ანადგურებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო გაფრინდაშვილია, რომელსაც 22 ივნისს სცემეს. ფეისბუკში სოფელ ზოდის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ამ ძალადობას „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას უკავშირებენ. „რთული გამოსაცნობი არაა ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა, სასწრაფოდ ვითხოვთ […]

მოსკოვის სასამართლომ ხოდორკოვსკის და ლებედევს თითქმის მილიარდ ნახევარი რუბლის გადახდა დააკისრა

მოსკოვის მეშჩანის რაიონულმა სასამართლომ მენატეპას და იუკოსის ყოფილ მფლობელებს, მიხაილ ხოდორკოვსკის და პლატონ ლებედევს დააკისრა მილიარდ 400 მილიონი რუბლის (16 მილიონი დოლარი) გადახდა, რითაც დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა. სასამართლო ამტკიცებს, რომ ეს თანხა გადახდილი უნდა იქნეს „საგადასახადო დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის“, იტყობინება რუსეთის სააგენტო ტასსი. მოთხოვნა ეფუძნება სასამართლოს ადრინდელ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ხოდორკოვსკის და ლებედევს, […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, თეიმურაზ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო, ოჯახს და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, თეიმურაზ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო, გარდაცვლილის ოჯახსა და სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. “გითანაგრძნობთ. ვიზიარებ თქვენს ტკივილს, თეიმურაზ მგალობლიშვილის მოულოდნელი გარდაცვალებს გამო. მან 22 წელი იმუშავა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და დატოვა კარგი ადამიანის, თანამშრომლის სახელი. მადლიერნი ვართ […]

შეთქმულების გამოვლენის შემდეგ, ზელენსკი ეროვნულ გვარდიას “რიგების გაწმენდისკენ” მოუწოდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სახელმწიფო გვარდიის ახალ მეთაურს დაავალა “გაასუფთავოს თავისი რიგები” იმ ადამიანებისგან, ვინც მის დისკრედიტაციას ახდენს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გვარდიის ორ ოფიცერს ბრალი დასდეს მაღალი რანგის პირების მკვლელობის მცდელობის თაობაზე შეთქმულებაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ თვეში თქვა, რომ მან გვარდიის ორი პოლკოვნიკი დააკავა, რომელთაც ბრალი ედებათ რუსეთთან თანამშრომლობაში, პრეზიდენტ ზელენსკისა […]

ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ინვესტორთა ინტერესი ეკონომიკის მდგრად ხასიათს უსვამს ხაზს და მთლიანად აქარწყლებს ქართული ოპოზიციის წარმოდგენებს ეკონომიკური და საინვესტიციო სიტუაციის მკვეთრ გაუარესებაზე

ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ინვესტორთა ინტერესი ეკონომიკის მდგრად ხასიათს უსვამს ხაზს და მთლიანად აქარწყლებს ქართული ოპოზიციის წარმოდგენებს ეკონომიკური და საინვესტიციო სიტუაციის მკვეთრ გაუარესებაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში, აპრილ-მაისში ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, კრედო ბანკისათვის კრედიტის გამოყოფა მიანიშნებს საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალ ნდობას ქვეყნის საფინანსო სისტემისადმი და პოზიტიურ მოლოდინებსაც უსვამს ხაზს, რაც თავის მხრივ წამყვანი კომერციული […]

ჯიმ ო’ბრაიენი – საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული

საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრა მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილის რიტორიკაზე და შეშფოთება გამთქვა. ო’ბრაიენმის თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს პოზიციებს. „საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში […]