ჯიმ ო’ბრაიენი – საქართველომ განაცხადა, რომ ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს, შემდეგ კი თქვა, რომ გვინდა, მოედანზე 15 მოთამაშე გვყავდეს, არა! თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა, ეს არის კლუბის წესები

ქართველ ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს გავაგრძელებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ კლუბში გაწევრიანება საკუთარი სუვერენული უფლებით გადაწყვიტა და პარტნიორები უბრალოდ ნათლად ხსნიან, რას ნიშნავს ეს და აღნიშნა: “თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა, ეს არის კლუბის წესები”.

ევროკავშირმა რამზან კადიროვის დედა დაასანქცირა

ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტში მოხვდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის დედა აიმან კადიროვა. კადიროვა ახმატ-ჰახი კადიროვის სახელობის რეგიონალური საზოგადოებრივი ფონდის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს. ევროკავშირის საბუთების მიხედვით ჩეჩნეთის ლიდერის დედა ჩართული იყო უკრაინიდან გატაცებული ბავშვების ე.წ. ხელახლა აღზრდაში. გარდა ამისა, კადიროვა ამარაგებს ტექნიკითა და სანოვაგით რუსულ სამხედრო შენაერთებს, ასევეეხმარება უკრაინაში მებრძოლი ჩეჩნების ოჯახებს. სანქციებს გამოეხმაურა თავად […]

ჯიმ ო’ბრაიენი – საქართველო ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული

საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრა მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილის რიტორიკაზე და შეშფოთება გამთქვა. ო’ბრაიენმის თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს პოზიციებს. „საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში […]

ჯიმ ო’ბრაიენი – შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობის რიტორიკით – მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს

მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს, ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებზე და „ქართული ოცნების“ ლიდერების ნაწილის რიტორიკაზე და შეშფოთება გამთქვა. “ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან […]

,,საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იქნება მოწვეული” – ჯიმ ო’ბრაიეი

საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ისაუბრა მმართველი პარტიის ლიდერების ნაწილის რიტორიკაზე და შეშფოთება გამთქვა. ო’ბრაიენმის თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადახედოს პოზიციებს. „საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში […]

ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 21 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

“საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი ნულის ტოლია” – რუსი მწვრთნელი

კამერუნის ნაკრების ყოფილი რუსი მწვრთნელი ვალერი ნეპომნიაში მიიჩნევს, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ვერ გავა. „საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია. გუნდი ასეთი დიდი ამოცანების გადასაჭრელად ჯერ კიდევ არ არის მზად. თვით კვარაცხელია დიდ ტურნირზე ზეწოლას ვერ გაუმკლავდა. მისგან მეტს ელოდნენ. თუმცა, ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველო ტურნირის დებიუტანტია. ვფიქრობ, გულშემატკივრები უკვე კმაყოფილები არიან […]

დაღესტანში მსხვერპლის რაოდენობა 19-მდე გაიზარდა

დაღესტანში ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმების მსხვერპლი 19-მდე გაიზარდა. რეგიონის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში, შეიარაღებულმა პირებმა კოორდინირებული თავდასხმები მოაწყვეს. ისინი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და მართლმადიდებლურ ტაძრებსა და სინაგოგებში შეიჭრნენ. თავდასხმა კვირა საღამოს, უძველეს ქალაქ დერბენტში მოხდა. ტაძარში ერთ-ერთ ხატს ცეცხლი წაუკიდეს და 66 წლის მღვდელი, ნიკოლაი კოტელნიკოვი მოკლეს. ქალაქ მახაჩკალაში კი თავდამსხმელებმა საგზაო პოლიციის […]

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში სიცხის ტალღის შემდეგ, ამინდის გაუმჯობესებას ელიან

ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, შესაძლოა, მოსახლეობას ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატების შემდეგ, შვება მიეცეს. სინპოტიკოსები მოელიან, რომ ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. თუმცა, უკიდურესი სიცხე კვლავ ემუქრება ქვეყნის სამხრეთ-აღოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს, ამბობენ სინოპტიკოსები. “სიცხის ტალღა, სავარაუდოდ, პიკს სამხრეთ-დასავლეთში, შუა სამხრეთში და დაბლობებში, ამ კვირის დასაწყისში მიაღწევს, სადაც ტემპერატურის მაჩვენებელი, ზოგიერთ ადგილზე, 110 ფარენჰეიტს, ცელსიუსით […]

ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას და პირად შემადგენლობას სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული გმირების ხსოვნას პატივს მიაგებს. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთი რგოლია, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია და შესაბამისად, კარგად […]