„ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა” – უილიამ კორტნი

აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულ ზომებს შეიძლება ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდეს , – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სტატიაში „ქართული გამოვლენა“ წერს. „კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ჩრდილოვანი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა. მისმა ნაბიჯმა, მიეღო რეპრესიული, რუსული სტილის კანონი, საზოგადოების ფართო პროტესტი გამოიწვია. დასავლეთს დახმარება მათზე […]

ნეთანიაჰუ: ღაზაში ოპერაცია სუსტდება, მაგრამ შემდეგი ომი ლიბანთან შეიძლება იყოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 24 ივნისს განაცხადა, რომ ჰამასის (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) წინააღმდეგ საომარი მოქმედების მიმდინარე ფაზა სუსტდება, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ ისრაელი დამატებით ძალებს გააგზავნის თავის ჩრდილოეთ საზღვართან იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ ლიბანის ჰეზბოლას. ამ კომენტარიდან ჩანს, რომ დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რომელსაც ირანი უჭერს მხარს. ნეთანიაჰუმ […]

,,საქართველომ განაცხადა, რომ ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს, შემდეგ კი თქვა, რომ გვინდა, მოედანზე 15 მოთამაშე გვყავდეს”- ჯიმ ო’ბრაიენი

ქართველ ოფიციალურ პირებთან ამ დისკუსიებს გავაგრძელებთ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ კლუბში გაწევრიანება საკუთარი სუვერენული უფლებით გადაწყვიტა და პარტნიორები უბრალოდ ნათლად ხსნიან, რას ნიშნავს ეს და აღნიშნა: “თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა, ეს არის კლუბის წესები”. „სინამდვილეში ყველაფერი ძალიან […]

ევროკავშირის პროკურატურამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, ვერნერ ჰოიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ევროკავშირის პროკურატურამ ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, ვერნერ ჰოიერის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში განმარტავენ, საქმე ეხება სერიოზულ ფინანსურ დანაშაულს. კერძოდ, გამოძიება მიმდინარეობს ორი პირის მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან „კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში, ისევე როგორც ევროკავშირის თანხების უკანონო ხარჯვაში“. ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ვერნერ ჰოიერი რაიმე არაკანონიერის ჩადენას უარყოფს. „ჩემ წინააღმდეგ ბრალდებები სრულიად […]

უილიამ კორტნი – „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა – აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულ ზომებს შეიძლება ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდეს

აშშ-ისა და ევროპის კოორდინირებულ ზომებს შეიძლება ყველაზე დიდი ეფექტი ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი სტატიაში „ქართული გამოვლენა“ წერს. „კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც ჩრდილოვანი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, დემოკრატიული ნიღაბი ჩამოიხსნა. მისმა ნაბიჯმა, მიეღო რეპრესიული, რუსული სტილის კანონი, საზოგადოების ფართო პროტესტი გამოიწვია. დასავლეთს დახმარება მათზე სანქციების […]

7-კაცა | მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის საგზურისთვის ჰამბურგში

საქართველოს 7-კაცა 13-კაციანი შემადგენლობით 26 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც 28-30 ივნისს რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეორე, დასკვნით ეტაპზე ითამაშებს. 13-კაციან შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. მაკარსკას ეტაპის შემდეგ გუნდს იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა და ამირან შვანგირაძე გამოაკლდა. მათ ნაცვლად 7-კაცას უბრუნდებიან ნიკოლოზ რეხვიაშვილი და გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე კი რაზმს 20-წლამდელთა ნაკრებიდან შეუერთდა. ჰამბურგში, ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოს […]

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი მიიღეს, რომელიც მიზნად ისახავს ხარვეზების აღმოფხვრას და რუსეთის გაზის ექსპორტს პირველად იღებს სამიზნეში. ეს განცხადება, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს გააკეთეს. დასავლეთმა მოსკოვს ყოვლისმომცველი სანქციები დაუწა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გაზზე ახალი შეზღუდვები მიზნად ისახავს რუსეთის შემოსავლების შემცირებას თხევადი ბუნებრივი აირის […]

„ოცნების“ ბოლო გადაწყვეტილებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან – ობრაიენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი აცხადებს, რომ საქართველო და ყველა პარტნიორია მიწვეულია ვაშინგტონში, ნატოს სამიტის ფარგლებში პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. ამავდროულად, ობრაიენი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან. „ჩვენ ძალიან გვაწუხებს „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობის გადაწყვეტილებები და რიტორიკა. აშკარაა, რომ ქართველი […]

პაატა მანჯგალაძე – ბორელი გვეუბნება, რომ ხელისუფლებას ისეთი ანტიევროპული კურსი აქვს არჩეული, ჩვენ ევროკავშირში პერსპექტივა არ გვაქვს – დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე მოგვცემენ შანს და სავიზო რეჟიმის გადახევდა არ მოხდება

ბორელის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ დღევანდელი კურსი შენარჩუნდება, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მედიასთან გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, “თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის – „ქალთა ტექჰაბი“ – ფარგლებში გამართულ კონკურსში პირველი ადგილი სტუდენტურმა ჯგუფმა მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტი გვანცა დავითაია და მისი გუნდი საუნივერსიტეტო პროექტის – „გენდერული მრავალფეროვნების გაძლიერება ინჟინერიაში – ქალთა ტექჰაბი“ (Advancing Gender Diversity in Engineering – The Women’s Tech Hub) ფარგლებში გამართული ღონისძიების – „სტუ-ის მეწარმეობის დღე – ინოვაციური იდეების კონკურსის“ გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი […]