RFE/RL: EU-ის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ. მათივე ცნობით, ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი დაუჭირა კვალიფიციურმა უმრავლესობამ, ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხის განხილვას.

ირანში სახელმწიფო უწყებები და სკოლები დაიხურა დაბალი ტემპერატურის და საწვავი აირის დეფიციტის გამო

ირანის ჩრდილოეთ რეგიონებში ბოლო დღეებში ტემპერატურის მკვეთრ, მინუს -20°C-მდე დაცემას მოჰყვა შეფერხება საწვავი აირის მიწოდებაში. ხელისუფლება იძულებული გახდა, 16 დეკემბრიდან დაეხურა სახელმწიფო ოფისები და სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადაეყვანა . გასულ კვირაში ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა მოსახლეობას მოუწოდა, ბინებში ტემპერატურა ორი გრადუსით შეამცირონ და დაზოგონ ენერგია. მსგავსი მოწოდებით ინტერნეტში გამოვიდნენ სხვა პოლიტიკოსებიც. ირანი მსოფლიოში გაზის რესურსების […]

ცეცხლწაკიდებული ნივთის პარლამენტში სროლისთვის დაკავებული არასრუწლოვანი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ 17 წლის არასრულწლოვანს, რომელიც მიმდინარე აქციების დროს პარლამენტში ცეცხლწაკიდებული ნივთის სროლისთვის დააკავეს, პატიმრობიდან გაათავისუფლა. გადაწყვეტილება დღეს, 16 დეკემბერს გამოცხადდა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ მიმართა. მოსამართემ შუამდგომლობა გაითვალისწინა და ეს არასრუწლოვანი მეთვალყურეობისთვის მამას გადაეცა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, დანაშაულში მონაწილე არასრუწლოვნებზე შეღავათები ვრცელდება. კოდექსი მათ კანონთან […]

ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის – რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა, როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთი და სლოვაკეთი სანქციებს ბლოკავენ , – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, ევროკომისია განსახილველად წამოაყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერებას ქართველი დიპლომატებისთვის, შესაძლოა ამ კვირაში. „ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის საქართველოს შესახებ დებატები დასრულდა. როგორც […]

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის დევნის შეწყვეტის მიზნით

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარებით იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალადობა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სარგებლობენ მათი ძირითადი უფლებებით , – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლუსი პოტიჩკოვასა და კომიტეტის მომხსენებელ კარინა ოდებრინკის განცხადებაშია აღნიშნული. ლუსი პოტიჩკოვა და კარინა ოდებრინკი საქართველოში მიმდინარე „საპროტესტო აქციებისა და ძალადობის შესახებ […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს 17 დეკემბერს, 10:00-იდან 13:00 საათამდე შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 დეკემბერს 10:00-იდან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მუხათწყარო, ლისი, მსხალდიდი, ნაფეტვრები, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეული რეჟიმით […]

ნიკა გვარამია – ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს, ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები – შესაძლოა, მერეც დარჩეს, მე ვისურვებდი

ორდიპლომიანი ტაქსისტების ქვეყანაში უდიპლომო პრეზიდენტი გვყავს – ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი, ვისაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს არის და რჩება სალომე ზურაბიშვილი , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, არ შეიძლება, არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში. „არ შეიძლება, არალეგიტიმური პარლამენტის არსებობა ქვეყანაში. ყველაფერი, რაც „ქართულმა ოცნებამ“, არალეგიტიმურმა და თვითგამოცხადებულმა […]

მარკინიოსის გადაბირებას საუდის არაბეთის კლუბები შეეცდებია

L’Equipe-ს ინფორმაციით, საუდის არაბეთის კლუბები პსჟ-ის კაპიტანის მარკინიოსის გადაბირებით არიან დაინტერესებულნი და ფეხბურთელის ძმასთან, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიცაა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მოსალოდნელია, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს საუდის არაბეთიდან უახლოეს მომავალში ოფიციალურ შეთავაზებასაც გაუკეთებენ. შეგახსენებთ, რომ მარკინიოსი პსჟ-ში 2013 წელს “რომადან” გადაბარგდა და გუნდის უცვლელ წევრად იქცა.

პარლამენტისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლისთვის დაკავებული არასრულწლოვანი თავისუფალია

არასრულწლოვანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას დააკავეს და პარლამენტის შენობისთვის ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებოდნენ, თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი მეთვალყურეობისთვის მშობელს, კერძოდ კი, მამას გადაეცა.

12 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი დატოვა

12 დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამიამ მარნეულის იზოლატორი დატოვა. ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ფოტო- მთავარი არხი