ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა – დაიღუპა ერთი პოლიციელი, მეორე კი – დაშავდა

პოლიციის ესკორტი, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს გერმანიაში ვიზიტის დროს აცილებდა, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ერთი გერმანელი პოლიციელი დაიღუპა, მეორე კი – მძიმედ დაშავდა, – ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ შტუტგარტში მოხდა, სადაც BMW-ს მარკის ავტომობილი პოლიციელის მოტოციკლს შეეჯახა, რომელიც მეორე მოტოციკლს შეეჯახა. 61 წლის პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა. […]

გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის პირველი ტრანში, 1.4 მილიარდი ევრო, უკრაინისთვის ხელმისაწვდომი ივლისში გახდება

ევროკავშირის ქვეყნები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე, ჯოზეფ ბორელმა ბლოკის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ და პირველი ტრანში 1.4 მილიარდ ევროს შეადგენს. ”მინისტრები დღეს შეთანხმდნენ […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლობის მეთაური, იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ გენერალ-ლეიტენანტ იური სოდოლს ბრიგადის გენერალი, ანდრეი გნატოვი შეცვლის. მას საკადრო ცვლილების გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრია. სოდოლის გათავისუფლებას წინ უძღოდა ეროვნული გვარდიის აზოვის ბრიგადის შტაბის უფროსის, ბოგდან კროტევიჩის განცხადება, რომელმაც სოდოლი მნიშვნელოვან სამხედრო წარუმატებლობასა და პერსონალის დიდი დანაკარგის გამოწვევაში […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ენტონი ბლინკენმა იოავ გალანტთან საუბარში ხაზი გაუსვა კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს შეხვდა, – ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „მათ განიხილეს მიმდინარე ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფს ყველა მძევლის გათავისუფლებას და პალესტინელი ხალხის ტანჯვის შემსუბუქებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ღაზაში ჰუმანიტარული მუშაკების დასაცავად და ღაზას […]

El Mundo – ესპანეთმა უკრაინას რაკეტები და ტანკები გადასცა

ესპანეთიდან უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი Patriot-ის საზენიტო რაკეტების მეორე პარტია უკვე ჩავიდა, – ინფორმაციას El Mundo სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, უკრაინამ დახმარების პირველი პარტია აპრილის ბოლოს მიიღო, მეორე კი – ივნისში. Patriot-ის საზენიტო რაკეტების გარდა უკრაინამ მიიღო Leopard-ის საბრძოლო ტანკები, სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის 155 მმ-იანი საარტილერიო იარაღი, დრონებისგან დამცავი სისტემები […]

ჯულიან ასანჟი, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, აშშ-ში პატიმრობას თავიდან აიცილებს – მან ბრიტანეთის ციხე უკვე დატოვა

WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დასთანხმდა, აღიაროს ბრალი, სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მას როლი მიუძღვის შეერთებული შტატების მთავრობის საიდუმლო მასალების მასალების ერთ-ერთ უმსხვილეს გაჟონვაში. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან დადებული ეს საპროცესო შეთანხმება საშუალებას მისცემს ასანჟს, თავი აარიდოს შეერთებულ შტატებში პატიმრობას და დაუყოვნებლივ დაბრუნდეს თავის მშობლიურ ქვეყანაში, ავსტრალიაში. საპროცესო შეთანხმება ფედერალურმა მოსამართლემ უნდა დაამტკიცოს, […]

რონალდო საქართველოსთან მატჩზე: სრული სიმძლავრით ვემზადებით!

პორტუგალიის ნაკრებმა F ჯგუფში პირველი ადგილი ვადამდე გაინაღდა და 26 ივნისს საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩს მათთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. პორტუგალიელთა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კი განაცხადა, რომ გარკვეულ როტაციას მიმართავს. ჯერ უცნობია, რამდენად შეცვლილი შემადგენლობით დაუპირისპირდებიამ ლუზიტანები ჩვენს გუნდს და რამდენად მოტივირებულნი იქნებიან. თუმცა, ცხადია, ვისაც შანსი მიეცემა, თავის წარმოჩენას შეეცდება. პორტუგალიელთა კაპიტანმა რონალდომ […]

აშშ-ის ელჩმა, გამოძახების შემდეგ, რუსეთს განუცხადა, რომ ვაშინგტონი წუხს მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა ნებისმიერ შემთხვევაზე

რუსეთში აშშ-ის ელჩმა – მას შემდეგ რაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს – განაცხადა, რომ შეერთებული შტატები წუხს მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა ნებისმიერ შემთხვევაზე, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა, 24 ივნისს და დასძინა, რომ ვაშინგტონი უკრაინას იარაღს აწვდის იმისთვის, რომ მან შეძლოს თავისი სუვერენული ტერიტორიის – მათ შორის, ყირიმის – დაცვა. კრემლმა 24 […]

ო’ბრაიენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კარი

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და საკუთარ X-ის გვერდზე მოუწოდა საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კარი. “საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. აშშ ძლიერად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ნებას, გახდნენ ევროკავშირის წევრები. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ დახუროს საქართველოს ევროპული მომავლის კაცი” […]

პაატა მანჯგალაძე – ბორელი გვეუბნება, რომ ხელისუფლებას ისეთი ანტიევროპული კურსი აქვს არჩეული, ჩვენ ევროკავშირში პერსპექტივა არ გვაქვს – დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე მოგვცემენ შანსს და სავიზო რეჟიმის გადახედვა არ მოხდება

ბორელის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თუ დღევანდელი კურსი შენარჩუნდება, ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მიერ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე მედიასთან გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, “თუ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს, საქართველოსთვის ევროკავშირის […]