ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ამასთან, მათივე თქმით, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტური კონფიგურაციაზე არაუგვიანეს 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. „შეშფოთებულნი ვართ რა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს და […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთში 9 აპრილის, ლაშარის, ნამორაძის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე; 13:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში აღმაშენებლის, დიდგორის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში […]
პრემიერ-მინისტრი უკრაინელ ბავშვებს შეხვდა, რომლებსაც საქართველოს მთავრობა საზაფხულო ბანაკში მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საზაფხულო ბანაკში ისვენებენ. მთავრობის მეთაური ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბანაკი 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების ორ ნაკადს უმასპინძლებს. […]
ვიქტორ ორბანის გაცილებისას გერმანელი პოლიციელი დაიღუპა

24 ივნისს, ქალაქ შტუდგარტში ავტოსაგზაო შემთხვევას 61 წლის გერმანელი პოლიციელი ემსხვერპლა. გერმანული პოლიციის ორი ეკიპაჟი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს აეროპორტში აცილებდა, ევროპის საფეხბურთო ჩემიონატზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ. ორბანი გერმანიაში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის საქომაგოდ იმყოფებოდა. სააგენტო როიტერსის თანახმად, 69 წლის მძღოლმა რომელიც BMW-ს მარკის ატომობილს მართავდა გვიან შენიშნა, რომ გზა ესკორტისთვის იყო […]
რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 25 ივნისს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 25 ივნისს – ეროვნული ბანკის განახლებული, ოფიციალური მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.8031; 1 ევრო – 3.0069; 1 ფუნტი – 3.5504; 1 ლირა კი 0.0852 ლარი ეღირება.
სახალხო დამცველი პარლამენტში წლიური ანგარიშით დღეს წარდგება

დღეს პარლამენტში წლიური ანგარიშით სახალხო დამცველი წარდგება. ლევან იოსელიანი დეპუტატებს „2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობას, არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს გააცნობს. ომბუდსმენის საქმიანობის წლიური ანგარიში პარლამენტმა გასულ კვირას კომიტეტებზე განიხილა.
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია “თელასის” ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 25 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება თბილისის რამდენიმე უბანს. ესენია: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, მოლითის, ახალდაბის, ბჟოლეთის, იფნევის, კვერნაულის, გოგაშენის, ჟველაურის, დვირის, ზვარეთის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გვაზაურის, ზედაზენის, კოკინაკის, ქართლის, დიდი ჯიხაიშის, ქსოვრელის, რიონჰესის, დაისის, პეტრე გრუზინსკის და ცოტნე დადიანის […]
ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. 24 ივნისს, ჩვენმა გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ოთარ კიტეიშვილიც, რომელმაც ტრავმის გამო ჯგუფური ეტაპის ორი შეხვედრა გამოტოვა. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა ხვალ, 23 საათზე გაიმართება. დღეს კი ჩანიშნულია პრესკონფერენცია, სადაც მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ერთ-ერთ ფეხბურთელთან ერთად […]
“სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა“ – ამინდი მკვეთრად იცვლება

გარემოს სააგენტოს განახლებული პროგნოზი: „25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“.
აბონენტებს, რომლებსაც თბილისში წყალი გრაფიკით მიეწოდებოდათ, წყალმომარაგება დღეიდან სრულად აღუდგებათ – GWP

აბონენტებს, რომელთაც თბილისში წყალი გრაფიკით ჰქონდათ, წყალმომარაგება დღეიდან სრულად აღუდგებათ. სოფელ წიწამურის მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალურ მილსადენზე სამუშაოები დასრულებულია. GWP-ის ინფორმაციით, უკვე მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც, ქსელის ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყლით შევსება დაიწყება.