თინა ბოკუჩავა – ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად

ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა, ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ეს ოპოზიციური პარტიების მნიშვნელოვანი განაცხადია 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად. „ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც „ერთიანმა ნაციონალურმა […]

Reuters – დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა

დონალდ ტრამპი გეგმას განიხილავს, რომლის მიხედვითაც, უკრაინა სამხედრო დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ იგი სამშვიდობო მოლაპარაკებებში შევა, – ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დონალდ ტრამპს ორმა მთავარმა მრჩეველმა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმა წარუდგინა – თუ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს – გეგმა უკრაინისთვის უფრო მეტი ამერიკული იარაღის გადაცემას […]

პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ავსტრალიის მოქალაქეს დაუკავშირდნენ და წარსულში დაკარგული საინვესტიციო თანხის დაბრუნებაში თითქოსდა დახმარების სანაცვლოდ, […]

ემანუელ მაკრონი – ულტრამემარჯვენე, ან ულტრამემარცხენე პარტია საფრანგეთში სამოქალაქო ომს გამოიწვევს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ულტრამემარჯვენე პარტია „ნაციონალური გაერთიანება“ და მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“ ქვეყანაში სამოქალაქო ომის საფრთხეს ქმნიან. მაკრონმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ „ნაციონალური გაერთიანების“ მანიფესტი და გადაწყვეტილებები დანაშაულისა და მიგრაციის პრობლემებთან გასამკლავებლად სტიგმატიზაციას და დაყოფას ეფუძნება. „ვფიქრობ, რომ ულტრა მემარჯვენეების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები სრულიად მიუღებელია, რადგან ის ყოფს ადამიანებს მათი რელიგიის ან […]

ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ქსავიე ბეტელის მიწვევით, არაფორმალურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც ქსავიე ბეტელის ინიციატივით შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, არაფორმალურ შეხვედრას ევროკავშირის წევრი, პარტნიორი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შესაძლებლობა ჰქონდა გასაუბრებოდა […]

მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები“ სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, მწვანე ბანაკში „კლიმატის ელჩები 2024″ სწავლა დაიწყო. მწვანე ბანაკი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატური პროგრამის მენეჯერმა თორნიკე ფულარიანმა გახსნეს ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ბანაკი ახალგაზრდებს […]

საგამოძიებო სამსახურმა Adidas-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

Adidas-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც […]

თელავის მერია – თელავის ჩოგბურთის კორტები ოფიციალურად გაიხსნა

თელავში ახლად რეაბილიტირებული ჩოგბურთის კორტები, Telavi Open ტურნირის მასპინძლობის პარალელურად, ოფიციალურად გაიხსნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო 6 ღია და 2 დახურული კორტი, რაც სპორტული ობიექტის წლის ყველა სეზონზე ფუნქციონირების საშუალებას იძლევა. „განთავსდა ახალი ტრიბუნები, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები, სპორტსმენებისათვის მოეწყო საუნა. სრულად შეიცვალა განათების […]

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებს

ევროკავშირი დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს. გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მთავრობათაშორისი კონფერენცია არის მოლაპარაკება კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს შორის, სადაც განიხილება და თანხმდება ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების დებულებები. მთავრობათაშორის კონფერენციაზე ევროპული მხარე წარადგენს მოლაპარაკებების ჩარჩოს, რომელიც შემდგომი მოლაპარაკებების საფუძველი გახდება […]

როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ – კახა კალაძე

„როგორც „გამჭვირვალობის კანონი“ იყო რუსული, ისე ვაყენებ მე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობას და ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ ითამაშოს და ვინ – არა, ეს არის დიდი სისულელე“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, საუბარი იმის შესახებ, თითქოს ის წყვეტს ეროვნულ ნაკრების შემადგენლობას, არის სიბინძურე და მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც 2012 წლამდე ხელისუფლებაში ყოფნის […]