Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა – BBC

ვებგვერდ Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა დიდი ბრიტანეთის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მან წაყენებული ბრალი აღიარა და ამის სანაცვლოდ მას აღარ მოუწევს ამერიკის ციხეში სასჯელის მოხდა. ასანჟმა დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში უკვე გაემგზავრა. Wikileaks-ის დამფუძნებელს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

საქართველოში პირველი სუბლიმირებული ხემსის საწარმო Izy გაიხსნა – როგორია დაინტერესება და სამომავლო გეგმები

დაახლოებით ორი თვის წინ ბაზარზე ჯანსაღი კვების სუბლიმირებული ხემსის ახალი კომპანია IZY გამოჩნდა, ის მომხმარებელს ჯანსაღ, ნოყიერ გემრიელ გამომშრალ – გაყინულ კერძებს სთავაზობს, თუ როგორ შეიქმნა კომპანია, რა ასორტიმენტით არის ამ ეტაპზე ბაზარზე წარმოდგენილი და რა სამომავლო გეგმები აქვს თემაზე „კომერსანტთან“კომპანია IZY-ის დამფუძნებელმა უილლიამ გრასმა ისაუბრა. გრასის თქმით IZY ამ ეტაპზე მომხმარებელს ოთხ ძირითად კერძს […]

ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა საარჩევნო გარემოს შესახებ იმსჯელეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ხაზი […]

დაღესტანში დაითხოვეს ოლქის გამგებელი, რომლის შვილები ტერაქტებში მონაწილეობდნენ

დაღესტნის ლიდერმა, სერგეი მელიკოვმა თანამდებობიდან დაითხოვა სერგოკალინის ოლქის გამგებელი მაგომედ ომაროვი. გამოძიების ინფორმაციით ომაროვის 2 შვილი და ერთი ახლო ნათესავი 23 ივნისს, დაღესტანში მომხდარი ტერაქტების მონაწილეები იყვნენ. ომაროვი თავდასხმიდან მცირე დროში დააკავეს. როგორც გამოცემა Baza წერს, გამგებელმა იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრები კავშირში იყვნენ ვაჰაბიტებთან. ომაროვის თქმით, ბოლო წლებში მას შვილებთან ურთიერთობა არ ჰქონდა. 23 […]

Wikileaks-ის დამაარსებელი, ჯულიან ასანჟი საპროცესო გარიგებით გათავისუფლდა

გავრცელებული ინფორმაციით, Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფო მას შემდეგ დატოვა, რაც აშშ-ს ხელისუფლებასთან საპროცესო გარიგება დადო, რომლის ფარგლებშიც მან დანაშაული აღიარა და შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდება. აშშ-ში ასანჟს ეროვნულ თავდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებასა და გასაჯაროებაში შეთქმულება ედებოდა ბრალად. ბრალდების მხარის მტკიცებით, Wikileaks-ის მიერ გასაჯაროებულმა დოკუმენტებმა, რომლებითაც ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ გასაიდუმლოებული ინფორმაცია გასაჯაროვდა – […]

გერმანიაში ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა, დაიღუპა პოლიციელი

გერმანიაში, უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის ევროპის ჩემპიონატის მატჩიდან აეროპორტისკენ ესკორტირების დროს პოლიციის ერთი ოფიცერი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ავარია ორშაბათს შტუტგარტში მოხდა, როდესაც 69 წლის მამაკაცი დაეჯახა მოტოციკლეტზე მჯდომ პოლიციის ოფიცერს მაშინ, როდესაც ესკორტი ორბანს აეროპორტისკენ აცილებდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლს არ ჰქონდა ინფორმაცია გზაჯვარედინის გადაკეტვის შესახებ და მოხვევის დროს პოლიციელის მოტოციკლეტს დაეჯახა. შეჯახების შედეგად […]

ჭაში სამუშაოების შესრულებისას წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომელი დაიღუპა

ვალეში, წყლის ჭაში სამუშაოების შესრულებისას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომელი დაიღუპა, მეორე თანამშრომელი კი დაშავდა – ინფორმაციას ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. უბედური შემთხვევა გუშინ, 24 ივნისს მოხდა. ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს 59 წლის კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა. როგორც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ გამოცემას უთხრეს, მეორე მამაკაცი გარდაცვლილი თანამშრომლის ამოყვანის დროს დაშავდა. იგი […]

გუბერნატორის თქმით, ბელგოროდის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, 25 ივნისის დილით გახდა ცნობილი, რომ ქალაქზე უკრაინული თავდასხმის შედეგად ასაკოვანი ქალი დაიღუპა. გლადკოვის თანახმად, ქალაქის დათვალიერების შემდეგ ნახეს ჭურვის მოხვედრის შედეგად დანგრეული სახლი, რომელშიც ქალის ცხედარი აღმოჩნდა. გლადკოვმა სამშაბათს ღამით განაცხადა, რომ ბელგოროდზე დრონებით “მასირებული შეტევა” განხორციელდა. დილით გუბერნატორმა ბელგოროდის ჩრდილოეთით ექვსი დრონის თავდასხმის შესახებ დაწერა. რუსეთის თავდაცვის […]

შემოდის თუ არა საქართველოში ე.წ. “სოციალური” ჩინური ბანკი? – საელჩოს პასუხი

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინურმა კორპორაციამ, China Communications Construction Company-მ გაიმარჯვა, ქვეყანაში გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში შემოსვლას ახალი ჩინური ბანკი გეგმავდა, რომელიც ე.წ. “სოციალურ მოდელს” აირჩევდა და მომხმარებლებს სესხებს საბაზრო ფასთან შედარებით დაბალ პროცენტში, დეპოზიტებს კი პირიქით – მაღალ პროცენტში შესთავაზებდა. ამ თემაზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველს, […]

იმერეთში პირი ფეხსაცმელს საამქროში ამზადებდა და Adidas-ის ნიშნით ყიდდა – საგამოძიებო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების […]