გონიოში 2 კორპუსს და 38 სახლს „ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენი აშენებს – მშენებლობის სავარაუდო ხარჯი 55 მლნ ლარია

ბათუმში, ახალსოფლის დასახლებაში შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსი 2 15-სართულიან მრავალბინიან კორპუსს და 38 ინდივიდუალურ სახლს აერთიანებს და ის 2,5 ჰექტარ ფართობზე [25 773 კვ/მ] ტერასულად უნდა განლაგდეს. ამის შესახებ „ბათუმელები“ წერს. შპს „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ „ოცნებასთან“ დაახლოებულ ბიზნესმენს, გია ჭყონიას ეკუთვნის. ახალი კომპანია ბიზნესმენმა, რომელიც საერთო ჯამში 20-მდე კომპანიის მფლობელია, […]
ინფორმაცია სლოვაკეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

2024 წლის 21 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ – „ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება „ახალგაზრდული ბანაკი“ შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი). პროგრამის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების განმტკიცება და მოზარდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩართულია აღნიშნული პროექტის […]
თემურ სამხარაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

ლიეტუვამ ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ზემძიმე წონით კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა თემურ სამხარაძემ სამჭიდში 1087,5 კგ დააგროვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და 2025 წლის მსოფლიო თამაშებზე ასპარეზობის ლიცენზიაც მიიღო. ცალკეულ მოძრაობებში, ჩაჯდომსა (430 კგ) და წოლჭიმში (255 კგ), მან ვერცხლის მედლები დაიმსახურა, ამოწევაში (402,5 კგ) კი ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ჩემპიონატზე ევროპისა და მსოფლიოს 20 […]
ჩინური ინვესტიციების ქართული ვექტორი – ექსკლუზიური ინტერვიუ ჩინეთის საელჩოს მრჩეველთან

ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაღრმავდა, როგორც პოლიტიკურად, რაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით დასტურდება, ასევე ეკონომიკურად, რაც საგარეო ვაჭრობის ბრუნვის, ორმხრივი უვიზო რეჟიმით განპირობებული ადამიანების მიმოსვლითა და საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდით გამოიხატება. ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უკავშირდება, რომლის მეწილე, საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად, ჩინური კორპორაცია China Communications Construction Company […]
12 (25) ივნისი – ღირსი ისიდორე სამთავნელი (VI)

ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონ მარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს. წმიდა ისიდორე სამთავნელი მოძღვრის კურთხევით დიდხანს ქადაგებდა ქართლში. შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა მაცხოვრის […]
ოცნების მიმართ აშშ-ს შეშფოთებების მიუხედავად, საქართველოს NATO-ს სამიტზე დაპატიჟებენ

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა თქვა, რომ საქართველო NATO-ს მომავალ სამიტზე დაპატიჟებული იქნება. თუმცა, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა ყველა იმ შეშფოთებას, რომლებზეც ვაშინგტონი ბოლო თვეებია რაც საუბრობს. “დიახ, საქართველო და ყველა პარტნიორი დაპატიჟებული იქნება [NATO-ს] პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. ჩვენ ძალიან გვაწუხებს გადაწყვეტილებები და რიტორიკა, რომელიც ქართული ოცნების ლიდერების ძალიან მცირე […]
გავერთიანდებით არჩევნების წინ და შემდეგ – 6 ოპოზიციური პარტიის ერთიანობის დეკლარაცია

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია გააფორმა. ბრიუსელში შემუშავებულ დოკუმენტს ხელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გირჩი-მეტი თავისუფლება, პარტია ახალი, ლელო, დროა და სტრატეგია აღმაშენებელი აწერს. პარტიები აცხადებენ, რომ არაუგვიანეს 2024 წლის 8 ივლისამდე, მონახავენ ერთიანობის “ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციას”, რომელიც არჩევნებში მაქსიმალურ შედეგს მოუტანთ. ასევე, ისინი ხელს აწერენ, რომ “ეთიკური ფარგლების დაცვით” გააგრძელებენ ქვეყნის წინაშე მდგომი […]
ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა – Bild

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. ამის შესახებ Bild-ი წერს. უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც მისი ესკორტი პოლიციის ორ მოტოციკლეტს შეეჯახა. დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა. უბედური შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა.
“პორტუგალია მაღალი კლასის გუნდია, თუმცა ჩვენც ჩვენი ამბიციები გვაქვს” – რას ამბობს ბუდუ ზივზივაძე ნაკრებსა და ევროპის ჩემპიონატზე?

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბუდუ ზივზივაძე კომენტარს აკეთებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მიერ მიღწეული შედეგით და ასევე პორტუგალიასთან მომავალ მატჩზე. “მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში ჩამოვიდა და გვგულშემატკივრობს, მართლაც საოცარი გარემო იყო ორივე თამაშზე, ამდენი დროშა და ეროვნული ნაკრების ფორმით რომ იყო ამდენი ადამიანი, ძალიან კარგი იყო და დადებითად აისახა ჩემზე, მივულოცავ ასევე პირველ ისტორიულ ქულას, […]
ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა – არის მსხვერპლი

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. გერმანული გამოცემა „ბილდის“ ინფორმაციით, შემთხვევა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში მოხდა. მედიის ცნობით, უნგრეთის პრემიერი აეროპორტისკენ მიემართებოდა, როდესაც ესკორტის მანქანა პოლიციის ორ მოტოციკლს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი სამართალდამცველი, ხოლო მეორის მდგომარეობა მძიმეა. ორბანი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა.