ოპოზიციის ნაწილმა ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი

„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია“ — ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელსაც ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ხელი ბრიუსელში მოაწერა. დეკლრაციაში საქართველოში არსებული ვითარება შემაშფოთებლად არის შეფასებული და ჩამოთვლილია ის მიზნები, რაც დოკუმენტზე ხელმომწერების თქმით, მათ აერთიანებთ. ნეტგაზეთი დეკლარაციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: „შეშფოთებულნი ვართ რა ქართული ოცნების ბოლოდროინდელი თავდასხმებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ასევე მთავრობის ქმედებებით, რომელიც ემორჩილება ამავე ოლიგარქს […]
BOG-ის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დასახელდა (რ)

საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება Global Private Banking-ის გამომცემლობამ 2024 წლის ინოვაციების ჯილდოს ფარგლებში საუკეთესო კერძო ბანკად დაასახელა საქართველოში. Global Private Banker-ის განცხადებით, საქართველოს ბანკის მიერ წარმოდგენილი მონაცემები და შედეგები აჩვენებს, რომ “საქართველოს ბანკის ყოველი გადაწყვეტილების ცენტრი მომხმარებელია”. შესაბამისად, ის ქმნის მომხმარებლების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებულ პრემიალურ შეთავაზებებს, რომელთა შედეგად, დაგროვილი ქონების მართვის […]
გუბერნატორი – ბელგოროდში დრონებით თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდში დრონებით თავდასხმის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. „დილით ცნობილი გახდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ხანდაზმული ქალი საკუთარ სახლში პირდაპირი დარტყმის შედეგად გარდაიცვალა“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით ბელგოროდზე დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მათივე მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 29 დრონი ჩამოაგდო.
როგორია დღევანდელი ვალუტის კურსი?

საქართველოს ეროვნულმა ბანკის მონაცემებით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.8031 ლარი ღირს. ბოლო ვაჭრობის შედეგად გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0069 ლარია. 1 თურქული ლირას ფასი 0.0852 ლარს შეადგენს; 1 გირვანქა სტერლინგის – 3,5504 ლარი; 100 რუსული რუბლის – 3,1999 ლარს; 1 აზერბაიჯანული მანათის – 1,6476 ლარს; 1000 სომხური დრამის – 7,1874 ლარს.
საქართველოს მეტი სურს! – იქნება თუ არა რონალდო და მიქაუტაძე, რომელმაც შევჩენკოს შედეგი გაიმეორა…

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზერკირხენში, “ფელტინს” არენაზე, ოთხშაბათს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება. პორტუგალიას შეუძლია, გერმანიასა და ეაპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ “სიგნალ იდუნა პარკზე” მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამაარცხდა. გულშემთკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად […]
ცესკოს თავმჯდომარემ და სახალხო დამცველმა მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკითხზე შეხვედრა გამართეს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობისთვის და ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის მშვიდი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე იმსჯელეს. შეხვედრა სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან და მის წარმომადგენლებთან დღეს გამართა. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ ემზადება საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისაუბრა განხორციელებული საქმიანობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე ხაზი […]
„ბიბლუსი ჯგუფი“ ამერიკული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდების Carter’s & Oshkosh B’Gosh ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

„ბიბლუსი ჯგუფის“ პორტფელს საერთაშორისო ბრენდები – Carter’s & Oshkosh B’Gosh შეემატა. Carter’s-ი მსოფლიოში ბავშვთა ტანსაცმლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და წამყვანი ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით არის ცნობილი. ბრენდები ხელმისაწვდომია კომპანიის 1000-ზე მეტ მაღაზიაში შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში. ბრენდი უკვე წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, სადაც უკვე წელიწადზე […]
სერგო ჩიხლაძე ერთიანობის დეკლარაციაზე – ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როცა პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ ხელი – ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას

ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, პარტიების უფრო მეტ ინტეგრაციას, რათა მიღწეული იყოს უფრო დიდი მიზანი, ეს არის ივანიშვილის დამარცხება და მეორე, საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. მისივე თქმით, სწორი ფორმატის წარდგენა […]
სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სასესიო კვირა მიმდინარეობს, რომელშიც ქეთევან თურაზაშვილი მონაწილეობს

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სასესიო კვირა მიმდინარეობს, რომელშიც „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი მონაწილეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე კვირაში, საპარლამენტო ასამბლეაში ჩანიშნულია არაერთი დებატი და რეზოლუციების განხილვა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის – საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების კონტექსტში. აგრეთვე, განსახილველ საკითხებშია, რუსული აგრესიის […]
ნინო ლაცაბიძემ, ლიეტუვას ელჩს და ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს რუსთავში განხორციელებული რეფორმები გააცნო

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ლიეტუვას ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას და ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს რობერტ დუხნევიჩს, რუსთავში მუნიციპალური რეფორმებისა და სერვისების განვითარების ცენტრის მიერ, რუსთავში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვილნიუსის რაიონის მუნიციპალიტეტის მერს და საქართველოში ლიეტუვას ელჩს, ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერიის მუნიციპალური […]