“ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს

“ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის პოტენციალის მნიშვნელობაზე საუბრისას, პოლონეთის ლიდერი გულისხმობდა არა აგრესორ რუსეთს, არამედ ამ ისტორიული პროექტის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს, საქართველოს ახლაც, თვალთმაქცურ ორმაგ სტანდარტებს ამოფარებული ამერიკელი აქტორები გაჩუმდებიან და ვითომც არაფერი მომხდარა. მხოლოდ სუვერენული საქართველოს შემთხვევაში ერთვებათ უსამართლო დამუნათების მექანიზმი, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე პოლონეთის ლიდერის ანდჟეი დუდას ჩინეთში ვიზიტზე. აბაშიძის თქმით, […]

პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება, რომელიც ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის ახალ რეალობას შექმნის

პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ახალ რეალობას შექმნის ამ სფეროში და გაუმჯობესდება მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი. „პირველი ივლისიდან ძალაში შედის კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ, რომელიც ახალ რეალობას შექმნის ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. […]

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველო-პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებებს შორის 26 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, უწყების ცნობით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, 27 ივნისის 02:00 საათამდე […]

ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში საქართველოს მოსახლეობას აზიელ ხალხებს მიაკუთვნებენ და პოლიტიკურად რუსეთთან შეერთებულ ქვეყანას უწოდებენ

ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში საქართველოს მოსახლეობას აზიელ ხალხებს მიაკუთვნებენ და პოლიტიკურად რუსეთთან შეერთებულ ქვეყანას უწოდებენ შესავალი აზიის ხალხთა დარბაზში – საქართველოს მაგალითი, – აღნიშნული ინფორმაცია, ამერიკის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, აზიის ხალხთა დარბაზში არსებულ საქართველოს კუთხესთან არის განთავსებული. როგორც მუზეუმის მიერ შედგენილი ქვეყნის მოკლე დახასიათებიდან ხდება ცნობილი, საქართველოში მცხოვრებ ადამიანებში ნაჩვენებია ახლო აღმოსავლეთის, დასავლეთ და ცენტრალური […]

აშშ-სგან და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება

აშშ-სგან და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა, ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება დიდი ძმისა {აშშ} და ევროპისაგან ფასეულობათა აღრევა პოლიტიკურ ნორმად იქცა. ამ ზნეობრივ ქაოსს ვერ გაიზიარებს ქართული სახელმწიფო და მმართველი გუნდი და ქართული ზნეობრივი სტანდარტის დაცვისათვის ყველაფერი გაკეთდება, – ასე ეხმიანება […]

ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა

ოპოზიციის ბოიკოტი, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება, მმართველი გუნდის განმარტებით, საპარლამენტო სივრცეში ოპოზიციის მიერ საკუთარი როლის დაკნინებაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ასეთი ქმედებებით ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობას გამოხატავს. „ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში არის პოლიტიკური აფერა, უპასუხისმგებლობა და საკუთარი ამომრჩევლის შეურაცხყოფა. საზოგადოებამ, და განსაკუთრებით მათმა მხარდამჭერებმა, უნდა იცოდნენ – ესენი ბოიკოტს მხოლოდ იმიტომ აცხადებენ, რომ ეზარებათ, […]

ჯაფარიძე დეკლარაციაზე: იდეა იყო შეთანხმება, რომ უფრო ეფექტურად შევძლოთ რეჟიმის დამარცხება

ამ ერთობლივი დეკლარაციის შემუშავების და ხელმოწერის იდეა არის რამდენიმე ევროპარლამენტარის იდეა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია იმის თაობაზე თუ რა ხდება ქვეყანაში, რა პრობლემებია, როგორ მივდივართ არჩევნებამდე, რაში ვხედავთ გამოსავალს და ა.შ. მათი იდეა იყო, რომ რაღაცნაირად შეთანხმება მომხდარიყო იმ საკითხებზე, რაზეც ოპოზიციურ პარტიებს აქვთ ერთნაირი ხედვები და იქ, სადაც საჭიროა რესურსების კონსოლიდაცია, იმისთვის, რომ […]

ელჩი: ის ფაქტი, რომ საქართველო საკითხებს შორის იყო, EU-ს შეშფოთების დონეს აჩვენებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველო იყო დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი უკრაინაში რუსეთის აგრესიის, ახლო აღმოსავლეთში ვითარებისა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისთვის სხვა შემაშფოთებელ საკითხებთან ერთად. თავად ის ფაქტი, რომ საქართველო თავად იყო ამ საკითხებიდან ერთ-ერთი აჩვენებს ევროკავშირის შეშფოთების დონეს, რომელიც გაერთიანებას საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით აქვს, მათ შორის უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. […]

ორბანის ესკორტის თანმხლები პოლიციის ოფიცერი ავარიაში დაიღუპა

61 წლის პოლიციელი გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა ავტოავარიაში, როდესაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აცილებდნენ აეროპორტში. „როიტერსის“ ცნობით, ინციდენტი მოხდა ორშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც შოტლანდია-უნგრეთის მატჩის შემდეგ ვიქტორ ორბანი აეროპორტში მიემართებოდა და მას შტუტგარტის საგზაო პოლიციის მოტოციკლების რაზმი აცილებდა. პოლიციის ოფიცერს დაეჯარა BMW-ის მარკის ავტომანქანა, რომლის მძღოლმა არ იცოდა, რომ გზაჯვარედინი დაკეტილი იყო. გამოძიებას […]

იმერეთში Adidas-ის სასაქონლო ნიშნის უკანონოდ გამოყენებისთვის საამქროს ხელმძღვანელს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, იმერეთში სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული პირების მეშვეობით აწარმოებდა და რეალიზაციას უწევდა Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებულ სპორტულ ფეხსაცმელს. „საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული Adidas-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული 6 000 ლარის ღირებულების 100 წყვილი სპორტული […]