„ევროპული საქართველო“ ოპოზიციის ნაწილის ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს

„ევროპული საქართველოს“ განცხადებით, „ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციას“ ხელს არ მოაწერენ. როგორც პარტიაში აცხადებენ, ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერენ მხარს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას არ განიხილავენ. „ევროპულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ოპოზიციური პარტიების ერთობა ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნის – საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნების ირგვლივ, რაც მათი განცხადებით, ვერ შესრულდება ივანიშვილის ავტორიტარული და ოლიგარქიული […]
როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის
როგორ შეიძლება, რეიტინგების მიხედვით წამყვან ქვეყნებში ვიყოთ, მაგრამ ვიღაცებმა მაინც მოახერხონ პიარი, რომ საქართველო დემოკრატიის თვალსაზრისით უკან მიდის ბოლო პერიოდში ვხედავთ, რომ თუკი რაიმე სფერო შეიძლება არსებობდეს, რომელთა დაკავშირებითაც ობიექტური კვლევა შეიძლება ჩატარდეს, ყველაფერში მოწინავე პოზიციაზე ვართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ყველა რეიტინგი […]
პეტრიაშვილი: შევთანხმდით, რომ ოცნებას არჩევნების შემდეგ კოალიციას არ შევაქმნევინებთ

ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ოპოზიციური პარტიები, ვინც ხელი მოაწერა [ერთიანობის დეკლარაციას], შეთანხმდნენ, რომ არცერთი ეს პოლიტიკური ძალა არ მისცემს შესაძლებლობას ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნის. შესაბამისად, ქართული ოცნება, რომელიც მწვავედ განიცდის მხარდამჭერების კლებას, ვერ მიიღებს ამ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებს ვერცერთ კონფიგურაციაში.
კუპრაძე დეკლარაციაზე: არჩევნების თავისუფლად ჩატარების მიმართ ევროპულ მხარაჭერას გამოხატავს

ლელოს წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ერთიანობის დეკლარაცია არჩევნების თავისუფლად ჩატარების მიმართ ევროპარლამენტარების მხარდაჭერას გამოხატავს. ლელო დოკუმენტის ხელმომწერებს შორის ერთ-ერთია. “დეკლარაცია გამოხატავს სწორედ ევროპულ მხარდაჭერას, ევროპარლამენტარების მხარდაჭერას ცვლილებების და დემოკრატიული განვითარების, არჩევნების თავისუფლად ჩატარების მიმართ, რომელსაც ისინი გაუწევენ მონიტორინგს”, – აცხადებს კუპრაძე. გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, დეკლარაციის შემუშავებისა და ხელმოწერის იდეა რამდენიმე ევროპარლამენტარს ეკუთვნის. […]
ისრაელი ღაზის დაბომბვას განაგრძობს, აშშ აფრთხილებს უფრო ფართო ომის შესაძლებლობაზე

ისრაელმა 25 ივნისს განაგრძო პალესტინელთა ტერიტორიის, ღაზის სექტორის დაბომბვა მას მერე, რაც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ წინა დღეს განაცხადა, რომ ომის „ინტენსიური ფაზა“ სუსტდება, ხოლო აშშ-მა თავის მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში მოუწოდა, თავი აარიდოს შემდგომ ესკალაციას ლიბანის საზღვარზე. ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზაში ძლიერი დარტყმა მიაყენა სკოლებსა და საცხოვრებელ სახლს, სადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ისრაელი აპირებს […]
რუსეთი: უკრაინამ ბელგოროდზე 29 დრონით იერიში მიიტანა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით რეგიონზე იერიში მიიტანა. გლადკოვის მტკიცებით, იერიშის შედეგად დაიღუპა ასაკოვანი ქალი, ასევე დაშავებულია 4 ადამიანი. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, ბელგოროდის თავზე ჩამოგდებულია 29 უკრაინული დრონი. კიდევ ერთი დრონი კი განადგურებულია ვორონეჟის ოლქში.
ქართული საზოგადოების ოცნებები ივანიშვილის მძევალი ხდება – ბასი

პოლიტიკურ საკითხებში აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯონ ბასის განცხადებით, საქართველოს საზოგადოების მისწრაფებები და ოცნებები ბიძინა ივანიშვილის „უკმაყოფილების მძევალია“. ამის შესახებ ჯონ ბასმა 24 ივნისს გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჯონ ბასი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩია. ის ამ თანამდებობაზე სწორედ იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში […]
„ევროპული საქართველო“ – ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას ვუჭერთ მხარს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას არ განვიხილავთ

„ევროპული საქართველო“ ივანიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე პოლიტიკური სიმძიმის ცენტრის ჩამოყალიბებას უჭერს მხარს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთობას არ განიხილავს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული. „ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ მიუხედავად თანხვედრის წერტილებისა, ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას ხელს არ მოაწერს. „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოპოზიციური პარტიების ერთობა ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნის – საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში დაბრუნების ირგვლივ, […]
მამუკა მდინარაძე – სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა

„ნაცმოძრაობის“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა, ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა“. „ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ძალიან წვალობენ. სინამდვილეში, არიან ერთი ქოლგის ქვეშ. ნათელაშვილის ფანჩატური სალომეს ფანჩატურად გადაიქცა. თავად სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ დავალებების მიმღებების საერთო ქვაბში […]
მამუკა მდინარაძე – ISFED-ზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს – უბრალოდ სირცხვილია, როცა არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე საუბრობენ

ISFED-ზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს. ის ძრავს ამ საკითხს, უბრალოდ სირცხვილია, როცა ISFED არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე საუბრობს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. ის აღნიშნულით ISFED-ის ანგარიშს გამოეხმაურა. „ჩავარდნილი პიარ და პროპაგანდისტული პროექტი, – „არა რუსულ კანონს“ – ახლა მათი მიზანია არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების პროპაგანდად გადაიქცეს. მომდევნო […]