ჩიხლაძე დეკლარაციაზე: პარტიების კიდევ უფრო მეტი ერთიანობასა და ინტეგრაციას გულისხმობს

სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, სერგო ჩიხრაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ხელმოწერილი დეკლარაცია პარტიების უფრო მეტ ინტეგრაციასა და ერთიანობას ითვალისწინებს. “ოპოზიციის ერთიანობის პირველი ნაბიჯი ჩვენ ვნახეთ, როდესაც პრეზიდენტის ქარტიას მოვაწერეთ პარტიებმა მოვაწერეთ ხელი. ეს ინტერპარტიული დოკუმენტი გულისხმობს კიდევ უფრო მეტ ერთიანობას, კიდევ უფრო მეტ ინტეგრაციას პარტიების, რათა მიღწეული იქნას ორი ძირითადი მიზანი – ეს არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება […]

ტრამპს, არჩევნების მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მისმა ორმა უახლოესმა მრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინა, ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის წერს. გეგმა ითვალისწინებს კიევის გაფრთხილებას იმაზე, რომ აშშ მისთვის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს მხოლოდ რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში. ამასთან, აშშ მოსკოვსაც აფრთხილებს, რომ მოლაპარაკებებზე ნებისმიერი მიზეზით უარის შემთხვევაში, უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაძლიერდება. […]

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციაზე – დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე

დედას აგინებდნენ ერთმანეთს და დღეს ვხედავთ, იმდენად არიან პოლიტიკური ქორწინების სურვილით აღტყინებულები, რომ საერთოდ დაკარგეს მორალური სახე – მათ რეალურად აქვთ შიში იმისა, რომ 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა შეაფასა. მისივე თქმით, რამდენიმე ოპოზიციური პარტია არ არსებობს, არსებობს […]

ალუდა ღუდუშაური – ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სალომე ზურაბიშვილის ურეიტინგო თავი „ნაციონალურ მოძრაობას“

სალომე ზურაბიშვილს არანაირი რეიტინგი არ აქვს, მას აქვს უბრალოდ, პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია, ამპარტავნობას დავარქმევ – ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს სალომე ზურაბიშვილის ურეიტინგო თავი „ნაციონალურ მოძრაობას“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, „ასევე ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს “ნაციონალური მოძრაობის” სისხლიანი წარსული და ის მომავალი, რომელიც ამ პარტიას აქვს, ნულოვანი რეიტინგის მქონე სალომე ზურაბიშვილს”. […]

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, სასამსახურო ძაღლის გამოყენებით, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე – 1996 წ. დაბადებული ე.მ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე […]

„საქართველოს ბანკის“ რიგით 22-ე იდეათეკა სოფელ ქედაში გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლის 12 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეზე,- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, „საქართველოს ბანკის“ იდეათეკაში ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მრავალფეროვან ბიბლიოთეკაში განთავსებული 2000-ზე მეტი წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით – […]

რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის დეტალებზე – რჩევები და შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა. ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსაკუთრებით მოქმედებს. მაგალითად, აკუმულატორი ტემპერატურის ცვლილების მიმართ სენსიტიურობით გამოირჩევა. ხშირ შემთხვევაში ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება უარყოფით გავლენას ახდენს მასში მიმდინარე ქიმიურ პროცესებსა და სამუშაო რესურსზე. ამისათვის დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ ძრავის გაგრილებასა […]

იმერეთში Adidas-ის ყალბი ფეხსაცმლის დამზადებაში ბრალდებულს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წარუდგინა ერთ პირს, რომელსაც იმერეთში მოწყობილ საამქროში Adidas-ის ყალბი სპორტული ფეხსაცმლის დამზადებას ედავებიან. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს იმერეთის რეგიონში მოწყობილი ჰქონდა საამქრო, სადაც დაქირავებული […]

პიარის და პროპაგანდის ტექნოლოგები ათწლეულების განმავლობაში დაწერენ სტატიებს – როგორ დააჯერეს მოქალაქეების ნაწილი, რომ კანონი, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, საქართველოში შერაცხილიყო რუსულად

პიარის და პროპაგანდის ტექნოლოგები ათწლეულების განმავლობაში დაწერენ სტატიებს – როგორ დააჯერეს მოქალაქეების ნაწილი, რომ კანონი, რომელიც დასავლეთის ბევრ ქვეყანაში მოქმედებდა, საქართველოში შერაცხილიყო რუსულად კანადაში დიდი საპროტესტო აქციები „რუსული კანონის“ წინააღმდეგ არ ტარდება. იცით რატომ არ ტარდება? იმიტომ რომ ის კანონი რუსული არ არის, კანადურია. ამერიკაში ამერიკულია, რუსეთში რუსულია, საქართველოში ქართულია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, […]

„ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას

„ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას „ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიასგან იღებს დავალებებს და „ნაცმოძრაობისა“ და ნიკა გვარამიას თოჯინა გახდა ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. „ნათელაშვილის ფანჩატური გადაიქცა […]