ირაკლი ქადაგიშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონი ნელ-ნელა ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს

არ შეიძლება, ერთი ხელით გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას აფინანსებდე და მეორე ხელით, შემდგომ არჩევნებზე დამკვირვებელი უნდა იყო – ეს ორმაგი სტანდარტები უკვე იმდენად თვალშისაცემია, ვფიქრობ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ნელ-ნელა ბევრ ასეთ საკითხს მოჰფენს ნათელს,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, 90-იანი წლების […]

ანა წითლიძე – დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – აუცილებელია, ევროპის საბჭოს წევრებმა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ახალგაზრდებს ევრონტეგრაციისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე: ევროპის საბჭოში მონაწილეობითი და სათათბირო პროცესების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა – ეს დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სადაც დემოკრატიის არსი საფრთხის ქვეშ დადგა და სადაც ახალგაზრდები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო […]

დაღესტანში ოფიციალურად დააკავეს ოლქის გამგებელი, რომლის შვილები ტერაქტებში მონაწილეობდნენ

დაღესტანში ოფიციალურად დააკავეს ოლქის გამგებელი მაგომედ ომაროვი, რომლის შვილები ტერაქტებში მონაწილეობდნენ. გამოძიების ინფორმაციით ომაროვის 2 შვილი და ორი ახლო ნათესავი 23 ივნისს, დაღესტანში მომხდარი ტერაქტების მონაწილეები იყვნენ. ომაროვზე ტერორიზმისთვის ხელისშეწყობის მუხლით დაიწყო გამოძიება. გამგებელი თავდასხმიდან მცირე დროში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს. როგორც გამოცემა Baza წერს, გამგებელმა იცოდა, რომ მისი ოჯახის წევრები კავშირში იყვნენ ვაჰაბიტებთან. […]

GWP: წიწამურთან დაზიანების გამო შეზღუდული წყალმომარაგება აბონენტებს სრულად აღუდგათ

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა” – წერია კომპანიის განცხადებაში. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა […]

,, ზუსტად ასეთი საქართველო გვინდა, სადაც ვაჟაი ვაჟობდის და ქალაი ქალობდის” – გიორგი სოსიაშვილი

,,ოცნების” დეპუტატმა, გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა: ,,ქართველმა ადამიანმა თავისი ისტორია სისხლით დაწერა, გოლგოთა და ჯვარცმა გაიარა. ჩვენ ერთგვარი კავკასიური ვიადოლოროსა გვაქვს გავლილი. ამ უბედურების მიუხედავად, მოვახერხეთ, რომ 21-ე საუკუნემდე ჩვენი სამშობლო და ტრადიციები ღირსებით შევინარჩუნეთ და ზნეობისთვის ზურგი არასოდეს შეგვიქცევია. ქვეყანაში, სადაც ქრისტეს 5 მოციქული მოღვაწეობდა – სადაც ქართველი ადამიანი იცავდა და სისხლს ღვრიდა თავისი სამშობლოსთვის, […]

თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზება

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს, შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 30%Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ მაღაზიებში. თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშზე თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი დაუბრუნდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლესა და შეთავაზებას ჰპირდება. შეთავაზებები მოიცავს როგორც შოპინგის, […]

თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზება

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს, შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ მაღაზიებში.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინის ავტონომიის პრემიერ მუსტაფას შეხვდა რამალაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს. ის 25 ივნისს შეხვდა პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრ მუჰამად მუსტაფას და მასთან ერთად განიხილა ავტონომიური ხელისუფლების სამომავლო როლი. მწვანეთა პარტიის პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ომისშემდგომ წესრიგში ღაზის სექტორში. საუბარი რამალაში, პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეზე დასავლეთ ნაპირზე ასევე შეეხო ხელისუფლების რეფორმირების ძალისხმევას. 24 ივნისს, საღამოს, ბაერბოკმა […]

ლოპოტა სპა რეზორტზე Green Aqua გაიხსნა

ლოპოტა სპა რეზორტი ზაფხულის სეზონს სიახლეებით და სტუმრებისთვის თავგადასავლების კიდევ უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობებით შეხვდა. რეზორტზე ახალი აკვაპარკი Green Aqua გაიხსნა. 2000 კვ. მეტრზე მოწყობილ აკვაპარკს ერთდროულად 300-ზე მეტი სტუმრის მიღება შეუძლია. Green Aqua აერთიანებს 9 სხვადასხვა ატრაქციას, როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. მას აქვს საკუთარი ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები – სადაც გაშენებულია ტყე ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეებით. […]

პარლამენტში სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. ასევე, 2023 წლის აქციებზე და აღნიშნულია, რომ „გასულ წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა – კიდევ უფრო გართულებული“. ამასთან, ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად […]