ლიბერთიმ და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ” თანამშრომლობა დაიწყეს (რ)

ლიბერთი, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან” ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები, სამოგზაურო დაზღვევით ლიბერთის ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში ისარგებლებენ. სამოგზაურო დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, არამედ ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და […]
ომბუდსმენი – ადმინისტრაციული წესით დაკავებულების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, ეს მოწმობს, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას მათ წინააღმდეგ

ჩემს მიერ მონახულებულ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების უმრავლესობას ფიზიკური დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც მოწმობს იმას, რომ 2024 წელს სამართალდამცველები უფრო მეტად იყენებდნენ ფიზიკურ ძალას დაკავებულების წინააღმდეგ, ვიდრე ეს გასულ წელს ხდებოდა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ომბუდსმენის აპარატის საქმიანობის 2023 წლის ანგარიში წარდგენისას განაცხადა. იოსელიანის თქმით, 2023 წელსაც იყო შეკრების დაშლის […]
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს. მათი ცნობით, იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. ხოლო იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ 3 კანდიდატურაა დარეგისტრირებული. „იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე რამდენიმე […]
მამუკა მდინარაძე – არც ბორელს დავუჯეროთ, არც მდინარაძეს დავუჯეროთ, უბრალოდ წავიკითხოთ – კანადაში, საფრანგეთში რა მიიღეს და ამერიკაში რა კანონი მოქმედებს

თუ კი საფრანგეთში უსაფრთხოების საკითხებიდან, გამჭვირვალობის საკითხებიდან გამომდინარე ლაპარაკობენ მთავარ გამოწვევად იმაზე, რომ გარე გავლენების გამო თავი დავიცვათო, საქართველომ რატომ არ უნდა დაიცვას? იმიტომ, რომ პატარაა?! იმიტომ, რომ მცირერიცხოვანი ერი ვართ?! – რატომ უნდა დავიჩაგროთ? – ვინმემ, ერთმა ადამიანმა ამიხსნას! – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძე […]
„ჯივიპი“ – სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა.
ლევან იოსელიანი – სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა

სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობა,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა აქვთ ოკუპაციის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეული მოსახლეობის ნაწილს. „2023 წელს თამაზ გინტურის მკვლელობა გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე […]
ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ შორის ექსკლუზიური თანამშრომლობა დაიწყო

ლიბერთი, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან“ ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა. დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები, სამოგზაურო დაზღვევით ლიბერთის ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში ისარგებლებენ. სამოგზაურო დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, არამედ ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და […]
ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწო და გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწო და გამოიკვეთა სახელმწიფო ინიციატივები, რომლებიც ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების ნიშნებს შეიცავს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემოს შეფასებისას ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია მასშტაბური სოციალური პროექტების განხორციელებით დაიწყო. „მართალია, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით […]
გიორგი ვაშაძე ერთიანობის დეკლარაციაზე – უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა – ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მთლიანად ოპოზიციამ შექმნა – დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით, პირველ რიგში ქართველ ხალხთან ერთად, 26 ოქტომბრის რეფერენდუმზე დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. მისივე თქმით, მთავარი სამიზნე იქნება „საქართველოს რუსული ივანიშვილისეული რეჟიმისგან განთავისუფლება“. „უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც […]
ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ

ისრაელის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ულტრაორთოდოქსმა მამაკაცებმა სამხედრო სამსახური უნდა გაიარონ. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისრაელის მთავრობას ულტრაორთოდოქსი იეშივა სტუდენტების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ცხრა მოსამართლისგან შემდგარმა ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ისეთი კანონის არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ებრაელ სემინარიის სტუდენტებსა და სხვა წვევამდელებს ერთმანეთისგან განასხვავებს, ისრაელის სავალდებულო სამხედრო […]