აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1-ელ ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა. დადგენილების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 1 ოქტომბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან არის დაკეტილი. ბაქო აცხადებს, რომ კოროვირუსული პანდემიის გამო შემოღებულ საკარანტინო […]

რა იცვლება მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონის ამოქმედებით

პირველი ივლისიდან მეზღვაურთა შრომის შესახებ კანონი ამოქმედდება. ამის შესახებ მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ახალ რეალობას შექმნის ამ სფეროში და გაუმჯობესდება მეზღვაურების დასაქმების მაჩვენებელი. „პირველი ივლისიდან ძალაში შედის კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ, რომელიც ახალ რეალობას შექმნის ქართველი მეზღვაურებისა და დამსაქმებელი კომპანიებისთვის. […]

წიწამურთან წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია – GWP

წიწამურთან წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია, – ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს. მათი თქმით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება სრულად აღუდგა „სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული […]

gwp აცხადებს, რომ თბილისის წყალმომარაგება აღდგენილია

სოფელ წიწამურთან თბილისის წყალმომარაგების ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის დაზიანებიდან მე-9 დღეს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აცხადებს, რომ დედაქალაქში წყლის მიწოდება სრულად აღდგენილია. თბილისში, 50 ათასზე მეტ ოჯახს წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მიზეზი სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანება იყო. სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყლის მაგისტრალური მილის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის […]

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა დედამიწაზე პირველად ჩამოიტანა გრუნტი მთვარის ბნელი მხრიდან

ჩინურმა უპილოტო კოსმოსურმა აპარატმა „ჩანიე-6-მა“ პირველად ისტორიაში დედამიწაზე ჩამოიტანა მთვარის გრუნტი, რომელიც აიღო დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ბნელ მხარეს. ამის შესახებ იტყობინება ჩინეთის ეროვნული კოსმოსური უწყება(CNSA). „ჩანიე-6-ს“ ორი კილოგრამი გრუნტის შესაგროვებლად ორი დღე ჰქონდა, სულ მისიას 53 დღეს დასჭირდა. „ჩანიე-6“ უკვე მესამე უპილოტო აპარატია, რომელიც მთვარეზე წელს დაჯდა. მანამდე მთვარეს სტუმრობდნენ იაპონიის და აშშ-ის საფრენი მოწყობილობები. […]

ვენეციის კომისია აკრიტიკებს კვოტირების გაუქმებას და ცესკოს დაკომპლექტების წესს

ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა ორი ახალი მოსაზრება საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომელთაგან ერთი — გენდერული კვოტების გაუქმებას, მეორე კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებას ეხება. გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სტანდარტები აღიარებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2020 წლის გადაწყვეტილებაში დაადასტურა დროებითი გენდერული კვოტების კონსტიტუციურობა. […]

თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზება

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს, შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ მაღაზიებში. თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშზე თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი დაუბრუნდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლესა და შეთავაზებას ჰპირდება. შეთავაზებები მოიცავს როგორც […]

თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზება (რ)

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს, შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ მაღაზიებში. თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშზე თანხის 30%, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარი დაუბრუნდება. მთელი ზაფხულის განმავლობაში, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლესა და შეთავაზებას ჰპირდება. შეთავაზებები მოიცავს როგორც […]

მაჭარაშვილი: წინასაარჩევნო კამპანიისას ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი – ეროვნული

როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს რადიკალური ოპოზიციის დროშა იქნება ფერადი, ჩვენი დროშა იქნება – ეროვნული. ლგბტ პროპაგანდა რომ მსოფლიო გამოწვევაა, ამაზე რომის პაპიც ალაპარაკდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერმაც გამიჯნა ქალი და კაცი, და რაც მთავარია, ევროპული საზოგადოების დიდმა უმრავლესობამ ევროპარლამენტის არჩევნებში უარი უთხრა ლგბტ პროპაგანდას და ხმა მისცა ეროვნულ ღირებულებებს. […] შეკითხვა ოპოზიციას – თუ ეს […]

Politico: აშშ-მ ჰეზბოლა გააფრთხილა, არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ისრაელს შეაჩერებენ

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ს მაღალი თანამდებობის პირებმა ჰეზბოლას წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ ჩრდილოეთის ფრონტზე ომის ესკალაციის შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ აშშ ისრაელს შეაჩერებს. როგორც ცნობილია, აშშ ცდილობს არ დაუშვას ომის ესკალაცია ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს მოქმედი და გადამდგარი მაღალი თანამდებობის პირებისგან ვრცელდება ვარაუდი, რომ უახლოეს კვირებში ისრაელი ჰეზბოლას ძლიერი შეტევით უპასუხებს და თუ […]