ესტონეთის ელჩი: EU-ის იმ მოსაზრებას ვემხრობით, რომელიც უფრო მკაცრ ზომებს ითვალისწინებს

ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის იმ მოსაზრებას ემხრობიან, რომელიც უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ელჩმა საქართველოს პოლიტიკის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. “ეს გულისხმობს არა მარტო ფინანსური მხარდაჭერის შემცირებას და პოლიტიკური ურთიერთობების შეზღუდვას, არამედ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვასა და სხვა ღონისძიებებს. ეს მკაცრი განცხადებები ბრიუსელში იმიტომ გაკეთდა, რომ ნათლად გამოჩნდეს, თუ […]

იოსელიანი: 2023 წელს ყოველ კვირას 1 ქალს კლავდნენ ან მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი

წლების განმავლობაში ფემიციდი, გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, რომ 2023 წელს 24 ქალის მკვლელობის და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა როგორც ამ ქალების მკვლელობასთან დაკავშირებით, ისე მიმდინარე წლის მაისის თვეში 4 ქალის მკვლელობასთან დაკავშირებით. ძალადობის ეს შემზარავი ფაქტები გვართმევ არა მხოლოდ შვილებს, დედებსა […]

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, DataFest Tbilisi ვორკშოპს გამართავს

საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების განვითარებასა და ამ დარგში ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი და DataFest Tbilisi თანამშრომლობას აგრძელებენ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს ვორკშოპზე- „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა” იწვევენ. შეხვედრაზე განიხილება ბიზნესში AI მმართველობის პროცესების დანერგვა და ცვლილებები, რომლებიც საჭიროა ამ ტექნოლოგიისგან საუკეთესო შედეგის მისაღებად. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები […]

მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს, 2020-ში ეს გააკეთა ISFED-მა, სირცხვილია როდესაც არჩევნებზე და მის კანონიერებაზე ISFED ლაპარაკობს

მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია აყალბებდეს არჩევნების მონაცემებს, 2020-ში ეს გააკეთა ISFED-მა, სირცხვილია როდესაც არჩევნებზე და მის კანონიერებაზე ISFED ლაპარაკობს ჩავარდნილი პიარ და პროპაგანდისტული პროექტი „არა რუსულ კანონს“, მათი მიზანია, რომ ახლა გადაიქცეს არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების ახალ პროპაგანდად. დაიმახსოვრეთ კარგად: მომდევნო თვეების წინასწარი პროპაგანდა იქნება, რომ არჩევნები საქართველოში ყალბდება, […]

ახმეტელის თეატრში ქართველი და ისრაელელი ბავშვების ნახატების გამოფენა და სპექტაკლი “ანე ფრანკის დღიური” გაიმართება

ხვალ, 26 ივნისს, 18:00 საათზე სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით “ომი და მშვიდობა”, შემდეგ კი 19:00 საათზე, ღონისძიება გაგრძელდება თეატრალური წარმოდგენით “ანე ფრანკის დღიური”. ახმეტელის თეატრს ისრაელიდან ეწვევა ცნობილი ებრაელი მხატვარი – პოლინა ჩიჟევსკაია. თეატრის ფოიეში ქართველი ბავშვების ნახატებთან ერთად პოლინა ჩიჟევსკაის ისრაელიდან ჩამოტანილი – მისი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ ომის თემატიკაზე […]

ამ ზაფხულს ოკუპირებულ აფხაზეთში 1.5 მლნ რუს ტურისტს ელოდებიან

ამ დროისთვის დაახლოებით 100-120 ათასი რუსი ტურისტი ისვენებს ოკუპირებულ აფხაზეთში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია (ATOR) ავრცელებს. ასოციაციის ინფორმაციით, აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ დასასვენებელ ადგილად რჩება. RBC წერს, რომ ATOR-ის ინფორმაციით, იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც რუსები დასასვენებლად ირჩევენ, აფხაზეთმა მეორე ადგილი დაიკავა. ამ ზაფხულს იქ რუსეთიდან მთლიანი ტურისტების 20%-ს – 1,15 მილიონამდე […]

გურამ მაჭარაშვილი მედიის ინფორმაციაზე, რომ აშშ-მა ანრი ოხანაშვილი დაასანქცირა – ყველას ვურჩევ, რომ ამ კოშმარულ სიზმრებს თავი დაანებონ – ინდივიდუალური სანქციების ძიებაზე მეტად, თავიანთი პრობლემები ეძებონ

ყველას ვურჩევ, რომ ამ კოშმარულ სიზმრებს თავი დაანებონ – ინდივიდუალური სანქციების ძიებაზე მეტად, თავიანთი პრობლემები ეძებონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი დაასანქცირა. მისი თქმით, ქართველი საზოგადოებისთვის სანქციებზე საუბარი ცოტა მომაბეზრებელი გახდა. „ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის. ორი […]

ომბუდსმენი – არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო – სისტემის გამოწვევად რჩება

არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო – სისტემის გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა, თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან […]

გურამ მაჭარაშვილი – ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებას იგივე ბედი აქვს, რაც მაგალითად, ხოშტარიას, ვაშაძის და ჯაფარიძის „ტროიკას“ ეწია, როდესაც ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირაში საპნის ბუშტივით გასკდა

ამ ე.წ. ოპოზიციურ გაერთიანებას იგივე ბედი აქვს, რაც მაგალითად, ხოშტარიას, ვაშაძის და ჯაფარიძის ე.წ. “ტროიკას” ეწია, როდესაც ვნახეთ, რომ რამდენიმე კვირაში საპნის ბუშტივით გასკდა, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერა შეაფასა. მისი თქმით, არსებობს “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომელიც იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან. “ამ ე.წ. […]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, DataFest Tbilisi ვორკშოპს გამართავს

„საქართველოს ბანკი“, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია ინოვაციების განვითარებასა და ამ დარგში ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი და DataFest Tbilisi თანამშრომლობას აგრძელებენ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ პირებს ვორკშოპზე- „მომხმარებელზე ორიენტირებული AI მმართველობა” იწვევენ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესში AI მმართველობის პროცესების დანერგვა და ცვლილებები განიხილება, რომლებიც საჭიროა […]