ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

26 ივნისის გაცვლითი კურსით, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 3.26 თეთრით გაუფასურდა და ერთი დოლარის ოფიციალური კურსი 2.8357 ლარი გახდა. 3.41 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0410 ლარია.

რომელი სფეროებით ინტერესდებიან ჩინელი ინვესტორები საქართველოში? – საელჩო

ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაღრმავდა, როგორც პოლიტიკურად, რაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით დასტურდება, ასევე ეკონომიკურად, რაც საგარეო ვაჭრობის ბრუნვის, ორმხრივი უვიზო რეჟიმით განპირობებული ადამიანების მიმოსვლით და საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდით გამოიხატება. ამრიგად, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უკავშირდება, რომლის მეწილე, საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად, ჩინური კორპორაცია China Communications Construction […]

ევროპა საერთოდ შეიცვალა, მგონია, რომ სულ სხვა სამყაროზე ვსაუბრობ და ეს, ის ევროპა არ არის. ის ევროპა ჯობდა, რომელიც ღირებულებებზე იყო დაფუძნებული

ევროპა საერთოდ შეიცვალა, მგონია, რომ სულ სხვა სამყაროზე ვსაუბრობ და ეს, ის ევროპა არ არის. ის ევროპა ჯობდა, რომელიც ღირებულებებზე იყო დაფუძნებული პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე ევროპის ქვეყნების ლიდერებს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერები შეიცვალნენ და ევროპამ ღირებულებები დაკარგა. ზაალ მიქელაძე განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს, ევროპელი ლიდერები სხვანაირ ოპტიმიზმს ბადებდნენ. დეპუტატი […]

მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის“ კლასტერს

მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის“ კლასტერს თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში! – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის […]

მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს ცოლმა მძევლების ოჯახის წევრებს უთხრა, რომ IDF-ს არ ენდობა

ისრაელური მედიის Haaretz-ის ცნობით, პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ცოლმა, სარა ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ის ისრაელის თავდაცვის ძალებს არ ენდობა და მათ ისრაელის მთავრობის გადაგდება სურთ. “სარა ნეთანუაჰუმ ჰამასის მძევლების ოჯახის წევრებთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე თქვა, რომ ისრაელის არმიის მეთაურობას სამხედრო გადატრიალების მოწყობა სურთ მისი ქმრის წინააღმდეგ” – წერს Haaretz-ი. ნეთანიაჰუს ოფისმა […]

პეტერ ფიშერი – ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ულოცავს. “ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას. მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც“, – წერს საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი. ევროკავშირი დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს. გაწევრიანების მოლაპარაკებები აღნიშნულ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების წესთან დაკავშირებით ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ” კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ტარდება პარლამენტის სასახლეში, ხოლო ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთანავე, ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე […]

კენიაში მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლი გახსნა, დაიღუპა სულ მცირე 10 დემონსტრანტი

კენიაში მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ბარიკადები გაარღვიეს, პოლიციამ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 მომიტინგე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, ნაირობიში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ათასობით კენიელი დეპუტატების მიერ ახალი საგადასახადო კანონპროექტის განხილვას აპროტესტებდა და კანონპროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვდა. საგადასახადო კანონპროექტის მიღების შემდეგ მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ბარიკადები გაარღვიეს. სროლის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეზღუდვა მცხეთისა და თიანეთის რაიონების სოფლებს შეეხება. „ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს 11:00 სათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ახალი ნიჩბისი, სასხორი, ძეგვი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში; […]

„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას უერთდება

„რესპუბლიკური პარტია“ ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს და უერთდება – ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „ერთობლივი დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე, არჩევნების შემდეგ და მტკიცე არჩევანს ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ“, – წერია განცხადებაში.