რუსეთი 80-ზე მეტ უცხოურ მედია საშუალებას მაუწყებლობას უზღუდავს

რუსეთი ქვეყნის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების რამდენიმე მედიასაშუალების სამაუწყებლო რესურსებზე წვდომას ზღუდავს, – ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო ზომა 3 რუსული მედია საშუალების („რია ნოვოსტის“, „იზვესტიასა“ და „როსიისკაია გაზეტას“) „ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ 17 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დღეიდან შედის ძალაში. რუსეთის საგარეო საქმეთა […]

ვენეციის კომისია კვოტების გაუქმებასა და ცესკოს დაკომპლექტების ახალ წესს აკრიტიკებს

ვენეციის კომისიამ დღეს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით 2 ახალი მოსაზრება გამოაქვეყნა – ერთი ეხება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს გენდერული კვოტების გაუქმებაზე, მეორე კი – ცვლილებებს ცესკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესზე. ვენეციის კომისია შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე და არ იქნა გათვალისწინებული პრეზიდენტის, სახალხო […]

საერთაშორისო ექსპერტები “რუსული სტილის კანონებზე” მსჯელობენ

რეალური მიზანი, მასშტაბი და აღსრულების პრაქტიკა – საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ ესაა, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ კანონებს “რუსული სტილის კანონებად” აქცევს. მთავრობები კი მას საკუთარი, პროდასავლური სამოქალაქო საზოგადოების გასაჩუმებლად და ანგარიშვალდებულების ასაცილებლად იყენებენ

ისრაელის უსაფრთხოების მრჩეველი აცხადებს, რომ ქვეყანა ჰეზბოლასთან კონფლიქტის დასრულების გზად მოლაპარაკებებს ამჯობინებს

ისრაელი მზადყოფნას და სურვილს გამოთქვამს, ჰეზბოლასთან კონფლიქტი დიპლომატიური გზებით გადაწყდეს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ცაჩი ჰანეგბმა გააკეთა. ჰანეგბის თქმით, ისრაელი ამერიკის შეერთებულ შტატებთან განიხილავს, რომ ღაზაში ისრაელის ინტენსიური სამხედრო ოპერაციის მოსალოდნელმა დასრულებამ შესაძლოა საშუალება მისცეს “შეთანხმების” მიღწევას ჰეზბოლასთან. „ჩვენ და ამერიკელებს გვჯერა [რომ შეთანხმება შესაძლებელია] და მომდევნო კვირებში შევეცდებით შეთანხმების მიღწევას. თუ […]

ლარი დოლართან და ევროსთან 3-3 თეთრით გაუფასურდა – 25 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 3.26 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 3.41 თეთრით. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8357 ლარია, ერთი ევროსი – 3.0410 ლარი. · თურნავა ლარის გაუფასურებას “არაფრიდან წარმოქმნილ აჟიოტაჟს” უწოდებს კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.87 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.09 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.83 ლარია, […]

საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით კვლავ ე.წ. პირველ კალათაშია – სახდეპის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თაობაზე, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 186 ქვეყანას შორის, უკვე მე-9 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. „პირველ კალათაში“. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, წელს შეფასების უმაღლეს შკალაში მხოლოდ 33-მა ქვეყანამ დაიკავა ადგილი. „საქართველო მნიშვნელოვან ყურადღებას […]

მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა – ვილი სანიოლი

ბუდუ ზივზივაძე გუნდის ნაწილია – მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკისგან, ვინ თამაშობს და ვინ არა, ეს სრულად ჩემი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 6-7 თვის წინ ბევრი ადამიანი აყენებდა შეურაცხყოფას, როდესაც გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა და ბუდუ ზივზივაძე ათამაშა. „თქვენ იცით, რომ ზივზივაძე […]

„ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ – საუკეთესო ადგილი კორპორაციული ღონისძიებებისთვის

ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი საუკეთესო ადგილია კორპორაციული ღონისძიებებისთვის, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა მზიან ამინდში ზღვაზე დასვენებას ბევრისთვის ალტერნატივა აქვს. მენეჯმენტის სპეციალისტები ამბობენ, რომ კორპორაციული ღონისძიებები აუცილებელია თანამშრომლების მოტივაციისა და გუნდური სულის ასამაღლებლად. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა დიდი კომპანიებისთვის, სადაც ბევრი თანამშრომელი მუშაობს, რომელთან ერთმანეთთან ხშირი კომუნიკაცია არც აქვთ, მაგრამ სხვადასხვა დეპარტამენტის შეკრული მუშაობა კომპანიის […]

სანიოლმა ბრიყვები უწოდა მათ, ვინც მისი თქმით, ბუდუს გამო უარგუმენტოდ ლანძღავს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი, ვილი სანიოლი გამოეხმაურა კრიტიკას იმის გამო, რომ ბუდუ ზივზივაძემ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით ითამაშა. დისკუსიას იმის შესახებ, რომ ამის მიზეზი შესაძლოა ზივზივაძის საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციები იყოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, სანიოლი უარყოფს. მისი თქმით, ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში და ვინ იჯდება სათადარიგო სკამზე, მხოლოდ ის წყვეტს საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე. “ის […]

ნინო ლომჯარია – საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში ექცევა – ველოდები, რომ სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები კიდევ უფრო გაძლიერდება

არაორდინალურ, წარმოუდგინელ ვითარებაში ვართ. ეს არის რეალობა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო. ველოდები, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს ხელისუფლებაზე სანქციები თუ სხვა ტიპის ზეწოლის ფორმები, რაც უფრო დრო გავა , – ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, პლატფორმის – “საქართველოს ევროპული ორბიტა” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ […]