„მე მაინც პირველი ვერსიისკენ ვიხრები“ – რას წერს მამუკა მდინარაძეზე რატი იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში! ამას მაშინვე მოყვა შესაბამისი რეაქცია და დღეს […]
კალაძეს და მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა – „ფლანგვის დეტექტორი“

„ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, კახი კალაძეს და მამუკა მდინარაძეს FB-მა სარეკლამო პოსტები გაუუქმა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020-დან 2024 წლამდე კახი კალაძესა და მამუკა მდინარაძეს Facebook-ზე პოსტების დასპონსორებაში ჯამში $74 ათასი აქვთ გადახდილი: „ მმართველი პარტიის წევრები მნიშვნელოვან თანხას ხარჯავენ Facebook-ზე პოსტების დარეკლამებაში.
30 ივნისს სოცმედიის ფესტივალი CONTENT გაიმართება

პირველად საქართველოში, ის ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში ერთმანეთისგან განსხვავებულ, საინტერესო კონტენტს ქმნიან, ერთად შეიკრიბებიან. 30 ივნისს Factory Tbilisi-ში ფესტივალი CONTENT გაიმართება, სადაც მთელი დღის განმავლობაში სტუმრები მოუსმენენ სპიკერებსა და დისკუსიებს, დაესწრებიან ვორქშოპებსა და ინტერვიუებს. ფესტივალის გარე სივრცეში კი გასართობი აქტივობები და სხვადასხვა მასტერკლასის გამართვა იგეგმება. როგორც პროექტის ორგანიზატორი და პროექტის ავტორი, იუთუბერი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, […]
მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთი დიდი სიხარული მოვუტანოთ – ბუდუ ზივზივაძე

ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობასა და პორტუგალიასთან გასამართი შეხვედრის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა. „პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი გულშემატკივარს, რომელიც ჩამოვიდა და მხარს გვიჭერს გერმანიაში. საოცარი გარემო იყო ორივე მატჩზე, რაც დადებითად აისახა ჩვენს თამაშზე. მივულოცავ მათ პირველ ისტორიულ ქულას, რომელიც ჩეხეთთან შეხვედრაში მოვიპოვეთ. ორი განსხვავებული თამაში გვქონდა. ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო და გარკვეულ […]
მათ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არჩევნებზე გარე ძალების იმედით გადიან – ზაალ ანჯაფარიძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებაზე

კიდევ კარგი, თავად აღიარა, რომ ბრიუსელში შეიკრიბნენ პარტიები შეთქმულებივით, ევროპელი კურატორობის ზედამხედველობით ორი დღე იმუშავეს და ერთობის დეკლარაციაც გამოაცხვეს. ბარემ “ბრიუსელის დეკლარაცია” გეწოდებინათ! ისე უკან დაპლომბილი ვაგონით და ფულით ხომ არ გამოუშვეს ევროპელებმა? – ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ბადრი ჯაფარიძის განცხადებას, რომლის თანახმად “„ლელო“ იღებს ვალდებულებას, რომ არჩევნებამდე მაქსიმალურად გააკეთოს ყველაფერი იმისათვის რომ „ქართული […]
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, თხილნარისა და ჭარნალის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა სასოფლო გზებისა და ფერდსამაგრი კედლების მოწყობის მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა. სოფელი თხილნარი ( ომბოლო) – გოჩა ველიაძის საცხოვრებელი სახლიდან მურად პეტრიძის საცხოვრებელ სახლამდე, მიმდინარე შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციისა და გარე განათების მოწყობა. სოფელ თხილნარის მეურნეობა […]
რატი იონათამიშვილი – მამუკა მდინარაძემ მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის“ კლასტერს, რასაც მაშინვე მოყვა რეაქცია, მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბავით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა

თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში! , – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო […]
სამწუხაროა, რომ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა – სახალხო დამცველი

სამწუხაროა, რომ ასეთ ცარიელ დარბაზში მიწევს ანგარიშის წარმოდგენა – უცნაურია, როგორ შეიძლება არ აინტერესებდეთ პარლამენტის წევრებს ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ანგარიშშია ასახული , – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკუთარი ყოველწლიური მოხსენების დასკვნით სიტყვაში განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სხვადასხვა უწყებამ, ისე პარლამენტმა, სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რადგან „ეს ქვეყანას […]
როთი: ანტიევროპული მთავრობა საქართველოსთან დაგვიანებულ მოლაპარაკებებს ბლოკავს

უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ იწყება. სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას ბლოკავს. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთთან დაშვებულ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ: საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა. გაფართოება არა ცარიელი დაპირება, არამედ მიღწევადი მიზანი უნდა იყოს. თუ მონტენეგრო სწრაფად რეფორმირებას გააგრძელებს, ეს შეიძლება 2028 წლისთვის მიიღწიოს. გვჭირდება […]
ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები ვიღაცისთვის დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ იქიდან

ვიღაცისთვის სანქციები დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ დაწესებული სავიზი სანქციები შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს. ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით აშშ-ში კანონის უზენაესობა და ადამიანის […]