ერთი ნებართვით ონლაინ-კაზინოებს მეორე ვებგვერდის შექმნაც შეეძლებათ უცხოელებისთვის – კანონპროექტი

პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრების ინიციატივით დაჩქარებული წესით განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესს შეეხება. მმართველი გუნდის ინიციირებული ცვლილებები ონლაინ კაზინოებით, ონლაინ სლოტ-კლუბებით და სათამაშო აპარატებით თამაშობების ორგანიზებას შეეხება. კერძოდ, აქამდე მოქმედი კანონით დასაშვები იყო ამგვარი თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ნებართვით, ონლაინკაზინოს მოწყობის […]

რუსეთში ყირიმის მიმართულებით ტურების გაყიდვები დღეში 20%-ით შემცირდა

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ATOR-ის განაცხადებით, ყირიმის მიმართულებით ტურების გაყიდვები, უსაფრთხოების საკითხის გამწვავების გამო, დღეში 20%-ით შემცირდა. კომპანია Atelika-მ, რომლის სასტუმროები მდებარეობს ალუშტაში, სუდაკსა და ფეოდოსიაში, განაცხადა, რომ ტურების გაუქმება 24 ივნისიდან დაიწყო და 25 ივნისს პიკს მიაღწევს. საერთო ჯამში, ტუროპერატორები ტურების გაუქმებას უსაფრთხოების საკითხებს უკავშირებენ და იმედოვნებენ, რომ მომავალ დღეებში ეს მაჩვენებელი 3-5% იქნება.

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები ვიღაცისთვის დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ

ვიღაცისთვის სანქციები დღეს დაწესდება, ვიღაცისთვის ხვალ, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ს მიერ დაწესებული სავიზი სანქციები შეეხო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე „ხარებას“ და მის ოჯახს. ამასთან, ჭიაბერაშვილის თქმით აშშ-ში კანონის უზენაესობა და ადამიანის […]

რატი იონათამიშვილი – მამუკა მდინარაძემ მძიმე დარტყმები მიაყენა „ნაცმოძრაობის“ კლასტერს, რასაც მაშინვე მოყვა რეაქცია, მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბავით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა

თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც ჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი სახელი დაარქვა; მათი ტელევიზიები და ჟურნალისტები სიცრუეში ამხილა, თანაც კონკრეტული უმყარესი არგუმენტებით. მოკლედ, რამდენიმე შედეგიანი პიარული დრიბლინგი ქონდა ორ დღეში! , – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო […]

„ჯივიპი“ – წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს. როგორც ჯივიპის განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის აბონენტებს წყლის მიწოდება 24 ივნისს სრულად აღუდგა. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ იმ აბონენტებს, რომელთაც წყლის მიწოდება აღნიშნული ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, 24 ივნისიდან წყალმომარაგება სრულად აღუდგა. 16 ივნისს, თბილისის წყალმომარაგების […]

„ვადის გარდა არაფერი შეცვლილა, კომპანია ბახმაროში 350 ნომრიან სასტუმროს ააშენებს“ – „ორბი ჯგუფი“

კომპანია „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ბახმაროს პროექტთან მიმართებით BMG-თან განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მთავრობამ, “ორბის” ბახმაროს პროექტში ცვლილებების ნებართვა მხოლოდ ვადებთან მიმართებით გასცა. კერძოდ, პროექტი რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილის პროტესტის მიზეზად იქცა, 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, ახალი განკარგულების მიხედვით კი, მრავალ ფუნქციური კომპლექსის ფუნქციონირების ვადად 2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. მიზეზად კოვიდ პანდემიის […]

აშშ-მ დიტო სამხარაძეს სანქცია დაუწესა – ნეტგაზეთი

გამოცემა ნეტგაზეთის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართული ოცნების დეპუტატსა და პოლიტსაბჭოს წევრს, დიტო სამხარაძეს სავიზო სანქცია დაუწესა. ასევე, მთავარი არხის ცნობით, აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაშია ქართული ოცნების დეპუტატი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი. TV პირველის ინფორმაციით კი კიდევ ერთი პირი, ვისაც აშშ-ს სანქციები შეეხო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარებაა”. ტელეკომპანიის […]

კუპრაძე: ბრიუსელში ხელმოწერილი დოკუმენტი არ გულისხმობს ერთიან სიას

დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოეწერა ბრიუსელში, არ გულისხმობს ერთიანი სიის მხარდაჭერას, არ გულისხმობს კოალიციას და გაერთიანებას წინასაარჩევნოდ. ეს დოკუმენტი გულისხმობს იმას, რომ პროდასავლურმა ოპოზიცურმა პარტიებმა უნდა დაიცვან საარჩევნო ხმები საარჩევნო უბნებზე ერთობლივად, უნდა იყვნენ ძალადობის შემთხვევაში სოლიდარული და თავდაუსხმელობის შესახებ, უსაგნო კრიტიკაზე უნდა ვთქვათ უარი.

რუსეთში 80-ზე მეტი ევროპული მედიის მაუწყებლობა აიკრძალა

ევროკავშირის მხრიდან რამდენიმე რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლობის აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტ ევროპულ მედიაზე წვდომას შეზღუდავს. „სამი რუსული გაზეთის, РИА Новости-ს, Известия-ს და Российская газета-ს “ნებისმიერი სამაუწყებლო საქმიანობის” აკრძალვაზე ევროკავშირის საბჭოს 17 მაისს მიღებული გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ძალაში დღეს, 25 ივნისს შევა, მიიღება შემხვედრი ზომები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაერთი მედიასაშუალების […]

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას იწყებს

დღეს, 25 ივნისს, ევროკავშირი იწყებს ფორმალურ მოლაპარაკებას, ბლოკში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების თაობაზე. ლუქსემბურგში დაგეგმილი ცერემონია სიმბოლურია და მოლაპარაკების დაწყების წინ შეხვედრებს ითვალისწინებს. თუმცა, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ამ ორი ქვეყნისთვის საკმაოდ რთული და გრძელი იქნება. ბრიუსელი აცხადებს, რომ უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ უკრაინის და მოლდოვის კანონმდებლობა და მიმდინარე რეფორმები ბლოკის სტანდარტებთან შესაბამისობაშია. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის […]