ნიკა გვარამია – 8 ივლისამდე უნდა მივიღოთ სწორ კონფიგურაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომლითაც ამომრჩევლის წინაშე წარვდგებით

”ერთიანობის ქარტია” არის განაცხადი, რომ ჩვენ არცერთი ფორმით არ დავეხმარებით ბიძინა ივანიშვილს მთავრობის შექმნაში, – ამის შესახებ პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ერთობის დეკლარაციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დეკლარაციაზე ხელმომწერებმა 8 ივლისამდე უნდა მიიღონ სწორ კონფიგურაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომლითაც ამომრჩევლის წინაშე წარდგებიან. ”ერთიანობის ქარტია” არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტი და ქართული პროდასავლური ოპოზიციის წარმატება. ამ […]
საავტომობილო გზების დეპარტამენტი – 26-27 ივნისს ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 91-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება

26-27 ივნისს, ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 91-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 26 ივნისის 23:00 საათიდან 27 ივნისის 07:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
სამოქალაქო მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა

სამოქალაქო მოძრაობა „ჯენზი ევროპისთვის” ოფიციალურად დაფუძნდა. ორგანიზატორების თქმით, ახალგაზრდული მოძრაობა ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპული მომავლის და მისწრაფებების დაცვაზე. “ჯენზი თებერვალში დაფუძნდა და ახალგაზრდები გააერთიანა, რაც არაფორმალურ განათლებას ემსახურება. არაფორმალური განათლება ჩვენ გვაძლევს იმას, რომ თითოეული ახალგაზრდა ცივილიზებული და პროფესიული საზოგადოების ღირსეული წევრი გახდეს. “ჯენზი” დღეს ოფიციალურად დაფუძნდა. ეს ორგანიზაცია ორიენტირებული იქნება საქართველოს ევროპულ მომავალზე და […]
ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვულოცავ მოლდოვასა და უკრაინას გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, ეს ძალიან კარგი ამბავია უკრაინის, მოლდოვისა და მთელი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „უკრაინელმა და მოლდოველმა ხალხებმა აჩვენეს ურყევი ერთგულება და მონდომება, იყვნენ ევროპული პროექტის ნაწილი. ომისა და არეულობის დროსაც კი, მათ დაიწყეს მასშტაბური რეფორმები. მათ იციან, რომ ეს გზა იქნება მკაცრი […]
მოქმედ პოლიტიკოსებზე რა სკანდალურ ფაქტებს ყვება დავით ჭიჭინაძე?! – „ეს ყველა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს!“

ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი, დავით ჭიჭინაძე. –ბატონო დათო, პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“ ოპოზიციის ნაწილმა მოწერა ხელი და აგერ „ერთიანობის დეკლარაციაც“ გააფორმეს. რამდენად სიცოცხლის უნარიანია ეს დეკლარაციები და რამდენად გამართლებულია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად საარჩევნოდ რაიმე გაერთიანების შექმნა მაშინ, როდესაც 12 წელია „ქართული ოცნება“ ყველა არჩევნებს იგებს ხალხის „ნაცმოძრაობაზე“ დაფუძნებული შიშით?ამ გაერთიანებაში „ნაცები“ ჩაიკარგებიან, არ […]
ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა – დაზიანებულია ავტომობილებიც

ძლიერი ქარის შედეგად ალავერდის მონასტრის სახურავი დაზიანდა. უამინდობის გამო ინფრასტრუქტურას მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზეც მიადგა ზიანი. თვითმხილველების თქმით, ძლიერი ქარი და ე.წ. ქარბორბალა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა. დაზიანებულია მიმდებარედ გაჩერებული ავტომობილებიც. “საშინელი ხმა იყო. როგორც ვიცით, დამიზნებულია მონასტრის ინფრასტრუქტურა”, – აცხადებენ ადგილობრივები. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული.
ქობულეთში პოლიციელი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველები ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოიძახეს

ქობულეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი დაჭრეს. იგი კლინიკაში იყო გადაყვანილი, “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ცივი იარაღით დაჭრილ სამართალდამცავს სამედიცინო დახმარება გაეწია და კლინიკიდან მალევე გაწერეს. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა დღის პირველ ნახევარში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის ფაქტზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ, სადაც ინციდენტი მოხდა. კაცი, რომელმაც პოლიციელი დანით დაჭრა, სამართალდამცავებმა ადგილზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 353-ე მუხლით […]
სებ-ის თანამშრომლებმა ყირგიზ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს რუბრიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის რისკების ცენტრალიზებული მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ტექნიკური დახმარების ფარგლებში, ყირგიზ კოლეგებს საოპერაციო რისკების, ინციდენტების, ბიზნესის უწყვეტობის მართვისა და შიდა პროცესებისა და პროცედურების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. როგორც სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი, ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის მმართველმა კუბანიჩბეკ ბოკონტაიევმა ხაზი გაუსვა ქართული მხარის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას. მან ასევე მადლობა […]
ქარბორბალა კახეთში: განადგურებულია ინფრასტრუქტურა, დაზიანდა ალავერდის მონასტრის გუმბათი

ქარმა ალავერდის მონასტრის გუმბათი დააზიანა. უამინდობის შედეგად განადგურებულია მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა. წერს „ამბები.ჯი“ და ფოტოებს აქვეყნებს. თვითმხილველების თქმით თქმით ქარბორბალა ალავერდის ტაძრის მიმდებარედ რამდენიმე წუთი გრძელდებოდა რის შედეგადაც დაზიანდა ტაძრის გუმბათი და სხვა ინფრასტრუქტურა, ასევე გამვლელის ავტომანქანები. “საშინელი ხმა იყო. აივნიდან ვუყურებდი, როგორ ტრიალებდა რაღაც მონასტრის თავზე. რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, საშინელება იყო ეს ყველაფერი. […]
კრემლი ინდოეთის პრემიერ მინისტრის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ იუწყება

კრემლმა სამშაბათს განაცხადა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ემზადება რუსეთში ვიზიტისთვის, რაც იქნება პირველი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა უთხრა მედიას, ვიზიტის ზუსტ თარიღებს ის ჯერ ვერ ასახელებს, რადგან მხარეებმა ისინი შეთანხმებით უნდა გამოაცხადონ. საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, რომელიც დიპლომატიურ წყაროს ეყრდნობა, მოდის ვიზიტი შესაძლოა ივლისში მოხდეს. ინდური […]