ხელფასები, ბინები, პენსიები – „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნოდ დაფინანსებულ პროგრამებზე საუბრობს

„სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს ანგარიშს წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. ანგარიშში ჩამოთვლილია ის პროგრამები, რომლებიც მმართველმა პარტიამ, სავარაუდოდ, წინასაარჩევნოდ, მოსახლეობის მისამხრობად განახორციელა. ანგარიშში წერია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებამ გაზარდა ხელფასები, დაფინანსებები. ეს ცვლილებები საეჭვოდ ემთხვევა არჩევნების მოახლოებას და არათანაბარ პირობებში აყენებს პარტიებს. · თებერვალში მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, მაისიდან ყოფილი ძალოვნების პენსია 560 ლარიდან 1000 ლარამდე, ხოლო მარჩენლის გარდაცვალების გამო […]

პაატა ზაქარეიშვილი – „ქართულ ოცნებაში“ ფარისევლობენ, რომ მიდიან ევროპაში, თუმცა ევროპა არ ელოდება მათ – მთელი ევროპა გვეუბნება, რომ მათ კარში ვერ შევალთ, რადგან რუსული კანონით საქართველომ ევროპა მტრად აღიარა

ცალსახაა, რომ დასავლური კანონები მკაფიოდ მუშაობენ მტრულად განწყობილ სახელმწიფოებზე, ჩვენი კანონი კი მუშაობს ამერიკისა და ევროკავშირის წინააღმდეგ, ამ დროს ჩინეთი შემოვუშვით ჩვენ ქვეყანაში და შავ ზღვასა და კავკასიის რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარება შევცვალეთ , – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. ზაქარეიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ფარისევლობს, როცა თავს პროევროპულად აცხადებს და ამით ცდილობს, […]

ქობულეთში დაჭრეს პოლიციელი, რომელიც ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე იყო გამოძახებული

ქობულეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე გამოძახებული პოლიციელი დანით დაჭრეს. ფაქტი ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა ბათუმელებმა გაავრცელა. მათი ცნობით, პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ქალთან ყოფილი ქმარი მივიდა. ტაბულას ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, სახლში გაწერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა […]

ევროპის კონტინენტმა საკუთარ წიაღში მოსპო ცნება „ევროპული ფასეულობები“, რომელიც ფსევდოლიბერალური „ევროკავშირის ფასეულობებით“ ჩაანაცვლა

ევროპის კონტინენტმა საკუთარ წიაღში მოსპო ცნება „ევროპული ფასეულობები“, რომელიც ფსევდოლიბერალური „ევროკავშირის ფასეულობებით“ ჩაანაცვლა „რაღაც უცნაური პროცესები ვითარდება დღეს ევროკავშირში. მათივე შეფასებების მქონე ინდიკაციების თანახმად, უკრაინა და მოლდოვა ერთმანეთს ეჯიბრებიან ისეთი რეიტინგებით, რომელთა მიხედვით კორუფციის, პენიტენციური და სასამართლო სისტემების, სიტყვისა და აზრის გამოხატულების თავისუფლებების პოზიციებში ისინი მსოფლიო ფსკერს ამაგრებენ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ […]

საერთაშორისო მასშტაბით ძალიან დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებთან უწევს საქართველოს გამკლავება, მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კვლავ მუშაობა იმისთვის, რომ განწყობები იყოს ობიექტური და პოზიტიური

საერთაშორისო მასშტაბით ძალიან დიდ დეზინფორმაციულ კამპანიებთან უწევს საქართველოს გამკლავება, მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან კვლავ მუშაობა იმისთვის, რომ განწყობები იყოს ობიექტური და პოზიტიური ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში უნგრეთთან, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასთან თანამშრომლობა და იმ ურთიერთობების პოზიტიურად გამოყენება რომელიც ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ […]

რა მოხდა 18 ივნისს? – „ზედაზენის“ დაუვიწყარი სიურპრიზი ფეხბურთის ქომაგებს

18 ივნისი საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით შევიდა – ამ დღეს ევრო 2024-ზე თურქეთთან საქართველოს ნაკრების სადებიუტო შეხვედრა გაიმართა. კომპანია „ზედაზენმა“ გადაწყვიტა, ამ ისტორიულ დღეს სიურპრიზი მოეწყო ფეხბურთის იმ ქომაგებისთვის, ვინც რიგი მიზეზების გამო მატჩის ხილვას ვერ მოახერხებდა. ასე მიაკვლია მან გიორგისა და დავითს – დაცვის ბიჭებს, რომლებსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო, თამაშის ყურების იმედი გადაწურული […]

ღაზაში ამბობენ, რომ ისრაელის საჰაერო იერიშებს 20-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

“ჰამასის” მიერ კონროლირებადი, ღაზის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სამშაბათს გათენებისას საჰაერო იერიში განაახლეს, რასაც 24 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის დასავლეთის ქვეყნების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერის, ისმაილ ჰანიეს და. ისრაელი აგრძელებს სახმელეთო იერიშსაც. ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ქალაქ რაფას დასავლეთით ისრაელის ტანკები ღამით წინ მიიწევდა და მათ რამდენიმე სახლზე […]

ისრაელის სასამართლომ ულტრა-ორთოდოქსებს ჯარში გაწვევა დაავალა

ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ისრაელის უზენაესმა სასამართლომ მთავრობას უბრძანა, უზრუნველჰყოს ულტრა-ორთოდოქსური ებრაელების ჯარში გაწვევა ზოგადი საფუძვლით, სამხედრო სამსახურის შესახებ 1986 წლის კანონის უახლესი ვერსიის შესაბამისად. სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ არ არსებობს საფუძველი განვასხვავოთ რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები (იეშივები) სხვა ისრაელელებისგან, რომლებიც გაწვევას ექვემდებარებიან. გარდა ამისა, შეჩერდება იმ საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება, სადაც სწავლობენ ისინი, ვისაც არ მიუღიათ სამხედრო […]

კახეთში ძლიერი ქარიშხალი იყო, დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი

კახეთში, ალავერდის საკათედრო ტაძართან ძლიერი ქარიშხალი იყო. როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში მონაზონი მარიამი აღწერს, “ძალიან უცნაურმა ტორნადომ” დააზიანა ტაძრის გუმბათი, მიმდებარე შენობები, ავტომანქანები. “ინფორმაცია მაქვს რომ იყო ძალიან დიდი ზიანი, იყო ძალიან უცნაური ტორნადო, რომელმაც დააზიანა ტაძარი, მოთხარა ბაღი, ხეები, ამობრუნებულია მანქანები და სახურავი აღარ აქვს ალავერდს – დაზიანებულია გუმბათი, საეპისკოსო სასახლეები, ყველაფერი დაზიანებულია. უძლიერესი […]

ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისე უკრაინაში დაიღუპა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან რუსეთის მხარეს მოხალისედ მებრძოლი, რუსტამ ტაბუევი, უკრაინის ომში დაიღუპა. ინფორმაციას ჟურნალისტი არზუ მამედოვა ავრცელებს. ტაბუევს, რომელიც 36 წლის იყო, 2 შვილი დარჩა. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. რუსეთის მხარეს უკრაინასთან ომში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ათასზე მეტი მცხოვრები იბრძვის. ღია წყაროებზე დაყრდნობით არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე 40-მდე მათგანია დაღუპული.