ICC-საქართველო უნგრეთის და სლოვაკეთის საელჩოებთან ურთიერთობას წყვეტს – ფადი ასლი

ICC-საქართველო უნგრეთის და სლოვაკეთის საელჩოებთან ურთიერთობას წყვეტს – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. “საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში შეწყვეტს ურთიერთობას უნგრეთის და სლოვაკეთის საელჩოებთან საქართველოში და თავს შეიკავებს ნებისმიერი უნგრული ან სლოვაკური ბიზნესის დახმარებისგან. ICC-საქართველო არ ითანამშრომლებს არცერთ ქვეყანასთან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ინტერესებს და ხელს შეუწყობს ქართველი […]
“ნაკუწელა” საახალწლო შეკვეთების მიღებას წყვეტს – რა გეგმები აქვს ბიზნესს?

20 დეკემბრიდან “ნაკუწელა” წყვეტს საახალწლო შეკვეთების მიღებას. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ სულამანიძემ BM.GE-სთან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ბავშვის ტანსაცმელს იბარებს და მისგან თოჯინებსა და პლედებს აწარმოებს. პროდუქცია ბაზარზე ონლაინ იყიდება. სულამანიძის თქმით, ბიზნესი ოპერირების გაგრძელებას აპირებს, თუმცა ახლა, ქვეყანაში განვითარებულმა მდგომარეობამ გაფართოებას და ახალი პროდუქტების შექმნას ხელი შეუშალა. „გაგრძელებას ვაპირებთ ბუნებრივია, თუმცა ამ ეტაპზე, […]
აშშ-ის სანქციების შეფასება და ევროკავშირის შემდგომი ნაბიჯები

⭕️ ინტერვიუ დელიბორ როჰაჩთან, “ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის” უფროს მკვლევართან. ⭕️ როგორ წარიმართება სენატში ტრამპის კაბინეტის წევრობის კანდიდატთა დამტკიცება? ⭕️ სირიის გაქცეული ავტორიტარი ლიდერი – მოსკოვის ინტერესების მარცხი და ახალი შესაძლებლობები და რისკები ქვეყანასა და რეგიონში.
პარლამენტთან აქცია განახლდა – პროტესტის მე-19 დღეს კვლავ გადაკეტილია რუსთაველის გამზირი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საავტომობილო გზა აქციის მონაწილეებმა უკვე გადაკეტეს. ცოტა ხნის წინ აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მწერლები, რედაქტორები, გამომცემლები, წიგნის დიზაინერები, ბუკინისტები და პირები, რომელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი. მათი მოთხოვნაა, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. „აღარ დარჩა ისეთი ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებს, რა ჯოჯოხეთს გვიმზადებს […]
ბაშარ ალ-ასადმა პირველი განცხადება გაავრცელა მოსკოვში გაქცევის შემდეგ

სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის ტელეგრამის არხმა რუსეთში მისი გაქცევის შემდეგ პირველი განცხადება გამოაქვეყნა ინგლისურ და არაბულ ენებზე. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ასადი დამასკში 8 დეკემბრის დილამდე დარჩა და მას მერე, რაც ისლამისტები ქალაქში უფრო ღრმად შევიდნენ, ის რუსეთის ავიაბაზა ხმეიმიმზე გადავიდა. 8 დეკემბერს საღამოს ის იქიდან მოსკოვში გაფრინდა. სირიის ყოფილმა პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში […]
ბრიტანულ პაბებში Guinness–ის დეფიციტია

გაერთიანებული სამეფოს პაბებში ლუდი Guinness–ის მარაგი (ბრენდი ეკუთვნის Diageo-ს) იწურება, წერს The Times. თუ გასულ წლებში ბრიტანული დაწესებულებები უკვე დადგნენ იმ ფაქტის წინაშე რომ ამ ბრენდის ლუდზე მზარდი მოთხოვნის ფონზე მისი დეფიციტი იყო, ახლა ზოგიერთ დაწესებულებას Guinness–ი მთლიანად ამოეწურა, წერს გაზეთი. როგორც გამოცემას ლონდონის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ბარის მფლობელმა ფილ ინზანიმ განუცხადა, დაწესებულებაში მას მხოლოდ […]
დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო

რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტრადიციულად დეკემბერის პირველ ნახევარში თბილისში ირთვება საახალწლო განათებები, მთავარი ნაძვის ხე და ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება. „ამჯერადაც, დღეს საღამოს ჩაირთვება ილუმინაციები და ღონისძიების გარეშე აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის […]
კაია კალასი – ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს

ვინც უკრაინაში ომის გაგრძელებას შესაძლებელს ხდის, საფასური უნდა გადაიხადოს , – ამის შესახებ ევროკავშორის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს ჩვენ სანქციების მე-15 პაკეტი მივიღეთ, მათ შორის ჩრდილოვანი ფლოტის, ასევე ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირებისა და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მოსკოვისთვის დრონებს ამზადებენ. ჩვენი მცდელობები იმისთვის, რომ ომის წარმოებისთვის […]
EU-ის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს – RFE/RL

EU-ის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას იწყებს – RFE/RL რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირის საბჭომ ევროკომისიას ოფიციალური წინადადების მომზადება დაავალა ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების შესახებ. მათივე ცნობით, ევროკავშირის საბჭოში ამას მხარი დაუჭირა კვალიფიციურმა უმრავლესობამ, ევროკომისიამ კი უკვე დაიწყო საკითხზე მუშაობა და შესაბამის დოკუმენტს უახლოეს დღეებში მოამზადებს. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრა […]
ლამინ იამალი დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს

“ლეგანესთან” მატჩისას “ბარსელონას” შემტევმა ლამინ იამალმა მარჯვენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო. კატალონიური კლუბი “ტვიტერით” იტყობინება, რომ იამალს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და 3-4 კვირა უქმობა მოუწევს. ამ სეზონში 17 წლის ლამინმა ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 150 მილიონი […]