“სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, აქაურობა არის იავარქმნილი“ – ალავერდელი მიტროპოლიტი

მეორე დღეა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიას წმენდენ. ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტის დავით მახარაძის თქმით, 25 ივნისს მომხდარმა სტიქიამ ალაზნის ველზე მდებარე მე-11 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ალავერდის მონასტერი მნიშვნელოვნად დააზიანა. ქარბორბალა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. „დარტყმა იყო ძალიან ძლიერი… არცერთი სახურავი არ არის გადარჩენილი. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ, აქაურობა არის იავარქმნილი“ – თქვა მიტროპოლიტი […]

NYT: აჯანყებიდან 1 წლის შემდეგ, კრემლი აფრიკაში ვაგნერის ძალებზე კონტროლს ამტკიცებს

The New York Times-ი სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო 1 წელში, ჩავარდნილი აჯანყების შემდეგ, კრემლმა აფრიკაში კსკ ვაგნერის გავლენებზე კონტროლის გამტკიცება დაიწყო და ჯგუფის ძალები საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ დაჯგუფებებში გადაანაწილა. როგორც გამოცემა წერს, ვაგნერის აფრიკის განშტოებაზე კონტროლი მოიპოვა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და ის გააერთიანა აფრიკულ კორპუსში, რომელშიც სხვადასხვა მსგავსი დაჯგუფებებია თავმოყრილი. როგორც NYT-ი დასავლელ […]

სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს – ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მარკ რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის, მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის გაფართოებულ ალიანსს. „ვულოცავ მარკ რუტეს ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. […]

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა. ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევა 48 ქვეყანაში ჩატარდა. NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით. NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვადი ასპექტებზე: · მოქმედი კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ. · შექმნილი ერთეულები – არსებული ორგანიზაციები, განყოფილებებიდაა.შ. · თანამშრომლობის […]

პროექტის „ფილმი – ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობით პროექტის „ფილმი – ცნობილი აფხაზების უცნობი სახეები“ მეორე ნაწილის განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საელჩოში სამუშაო შეხვედრები გამართა საქართველოს სრულუფლებიან დესპან ეკატერინე კოკაიასთან. შეხვედრები ასევე გაიმართა ლეგენდარულ […]

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე მოკლული გოგოს მშობლებმა მისცეს ჩვენება – მოსამართლემ ბრალდებულის ადვოკატი 100 ლარით დააჯარიმა

21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის სასამართლო პროცესზე მოკლული გოგოს მშობლებმა მისცეს ჩვენება. ქეთევან ჯავახიშვილის დედამ, ნინო ჯავახიშვილმა პროცესზე ჯერ კიდევ ესპანეთში ყოფნისას, მისი შვილის სახეზე არსებულ დაზიანებაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ, ბრალდებულმა მიაყენა. „თვალი ჰქონდა გასივებული. სიჩქარეში დავარტყი ფანჯრის საკეტსო, მითხრა. ქეთის მეგობრისთვის უთქვამს, მშობლებს ვერ გავუმხილე და ეს ტრავმა ოთარ ცინდელიანმა მომაყენა, დედამისი რომ […]

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალავერდში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ

25 ივნისს, ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზიანა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე, გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ მეუფე დავითთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, გიორგი მაქარაშვილთან, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ვაჟა ნასყიდაშვილთან ერთად მონასტრის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგებს […]

ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით

ყოფილი ნაცი არ არსებობს, ყველა ერთი პოლიტიკური ნაგავია. ამიტომ, მათ დაშლა-არმოშლა არ შველით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ოპოზიციას რეიტინგი არ აქვს, რადგან რეიტინგი დაშლა-გაერთიანებას კი არ მოაქვს, არამედ მოაქვს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა მოსწონდე და ეს ხალხი არ მოსწონთ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლები არიან. „ისინი რას […]

საქართველოს 27 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

27 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები და […]

რძეში კანცეროგენის გამოვლენის შემთხვევები გაიზარდა – ბიზნესისთვის ახალი რეგულაცია ამოქმედდება

მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ცხოველის საკვების მწარმოებლებისთვის ამოქმედდება რეგულაცია, რომლის მიზანიც მომხმარებლების საშიში ტოქსინისგან დაცვაა. საუბარია აფლატოქსინზე, რომელიც, სპეციალისტების განმარტებით, ადამიანის თითქმის ყველა ორგანოს აზიანებს, ორგანიზმში კი რძისა და რძის პროდუქტების საშუალებით ხვდება. რძეში კი თავის მხრივ, ცხოველის მიერ მოხმარებული დაბინძურებული საკვებიდან გადადის. რეგულაციის მიხედვით, 2024 წლის 1 ივლისიდან აფლატოქსინით დაბინძურებული ცხოველის საკვების გამოყენება იკრძალება. […]