ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალურ მდივნად მარკ რუტეს დანიშვნას მხარი დაუჭირა

ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ NATO-ს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ის იენს სტოლტენბერგს შეცვლის. რუტე ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურად 1-ლი ოქტომბრიდან გახდება, როცა იენს სტოლტენბერგის ვადა ამოიწურება. იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იკავებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით პროექტი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ამომრჩევლები […]

კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა ონლაინ კაზინოებში უცხოელი მოთამაშეების მოსაზიდად – ირაკლი კირცხალია

კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა ონლაინ კაზინოებში უცხოელი მოთამაშეების მოსაზიდად, – ამის შესახებ „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, საქართველოს მოქალაქეებისთვის მაქსიმალური შეზღუდვებია და ამ მხრივ არაფერი იცვლება. „პირველ რიგში, დავიწყებ კანონის სულისკვეთებაზე საუბრით. კანონის სულისკვეთებაა, რომ შეიქმნას მიმზიდველი საკანონმდებლო ბაზა ონლაინ კაზინოებში […]

მარკ რუტე – ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია – ალიანსი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება

ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, – ამის შესახებ ნატო-ს მომავალი გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს. მისი თქმით, ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება. „ნატოს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედია და ასეც დარჩება. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც უმნიშვნელოდ არ მივიჩნევ. მადლობა ყველა მოკავშირეს ნდობის გამოცხადებისთვის. მოუთმენლად ველი ოქტომბერს, […]

მამუკა მდინარაძე – ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით – ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით

ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით – ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით. შესაბამისად, ისინი ვერ ბედავენ დებატებში მონაწილეობის მიღებას, იმიტომ, რომ თავიანთი რეალური განწყობა რომ გაამჟღავნონ და თქვან, რომ არ მოსწონთ [ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები], ქართველი ხალხი დასჯის, რომ […]

გიორგი ვაშაძე – ვულოცავ ჩვენს მეგობარს მარკ რუტეს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას

მარკ რუტეს არჩევა, უფრო მეტად გააღრმავებს საქართველო-ნატოს ურთიერთობას, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძე სოციალურ ქსელში ნიდერლანდების ყოფილ პრემიერს და VVD-ს ლიდერს, ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს. „ვულოცავ ჩვენს მეგობარს, ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრს და VVD-ს ლიდერს, მარკ რუტეს, ნატო-ს გენერალურ მდივნად არჩევას! დარწმუნებული ვარ, მისი არჩევა, უფრო მეტად გააღრმავებს საქართველო-ნატოს ურთიერთობას!” […]

“კიდევ ორი წლით დაგტოვებთ, ოღონდ ბუდუ არ გააკარო”– კალაძე-კობიაშვილმა უთხრესო” – რას წერს კოტე კემულარია

პარტიის “ტრიბუნა” წევრი, კოტე კემულარია, ფეხბურთის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ მისი გადასაწყვეტია ვის ათამაშებს და ვის არა და მხოლოდ ბრიყვები აკრიტიკებენ და წერს: საქართველოში ძალიან უყვართ ფეხბურთი, განიცდიან შეცდომებს, რომელთა გამოც მათი საყვარელი გუნდი ვერ აღწევს შედეგს. მათ აქვთ სრული უფლება გააკრიტიკონ მწვრთნელი, მათი აზრით არასწორი მოქმედების გამო. […]

,, ღმერთოოო, დღეს კვარა გაღიმებული და რონალდო გამწარებული მანახე” – ,,მამულიჩა”

პროდიუსერი კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,ღმერთოოოი დღეს კვარა გაღიმებული და რონალდო გამწარებული მანახე 😂😂😂”

დავით ნარმანიამ საერთაშორისო კონფერენციაზე ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკის ეკონომიკის საერთაშორისო ასოციაციის (IAEE) 45-ე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც წარადგინა პრეზენტაცია თემაზე – „გეოპოლიტიკური რისკები და ენერგეტიკული უსაფრთხოება – საქართველოს პერსპექტივა“. „არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოება. აღნიშნული მოიცავს ენერგომომარაგების უწყვეტობასა და ხარისხს […]

“გვაქვს შესაძლებლობა, 1.5 კმ-იანი ბულვარი შევმატოთ ქალაქს” – “არსენალი რეზიდენსის” გეგმა

დეველოპერული კომპანია “არსენალი რეზიდენსი” ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრიდან 650 მეტრში ახალ, მულტიფუნქციურ პროექტს ავითარებს – დაბალი განაშენიანების მქონე მულტიფუნქციური უბანი 4 საცხოვრებელი ბლოკისგან იქნება დაკომპლექტებული და, საცხოვრებელ ბინებთან ერთად, საოფისე და კომერციულ სივრცეებს, სპა და ფიტნეს ცენტრებს, აუზსა და, რაც მთავარია, 170 მ-ის სიგრძის ბულვარს გააერთიანებს. როგორც “არსენალი რეზიდენსის” დირექტორი, ლევან ქარუმიძე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი […]