რუსეთი ემხრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას — ზახაროვა

რუსეთი ემხრობა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა Вестника Кавказа-ს კითხვის საპასუხოდ, რა პოზიცია აქვს რუსეთს პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ინიციატივას წარმომადგენლებმა რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ და დასთანხმდება თუ არა რუსეთი, თუ საქართველო ასეთი ინიციატივით გამოვა. „შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი რუსეთი არ ყოფილა. ეს მოხდა […]
ირანული წარმოშობის შვედეთის მოქალაქემ ირანის ციხეში შიმშილობა დაიწყო, რადგან გასაცვლელი პატიმრების სიაში არ შეიყვანეს

ირანელმა მკვლევარმა, შვედეთის მოქალაქემ, რომელიც ირანში, თეირანის საპატიმროში იმყოფება, შიმშილობა დაიწყო პროტესტის ნიშნად, რომ ის არ ჩართეს შეთანხმებაში პატიმრების გაცვლის შესახებ ირანსა და შვედეთს შორის. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს აცნობა აჰმადრეზა ჯალალის ცოლმა, მიდა მეჰრანიამ. შვედეთმა ამას წინათ გაათავისუფლა ირანის საპატიმროს ყოფილი თანამშრომელი, ჰამად ნური, რომელიც გაცვალეს შვედეთის მოქალაქეებზე, იოჰან ფლოდერუსსა და საიდ […]
შიმშილის გლობალური დაკვირვების სამსახურის თვლის, რომ ღაზაში შიმშილის საფრთხე კვლავ მაღალია

შიმშილის გლობალური დაკვირვების მონაცემებით, ღაზაში კვლავაც მაღალია შიმშილის საფრთხე, რადგან ომი გრძელდება და დახმარებასთან წვდომა შეზღუდულია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებამ შეამცირა მოსალოდნელი უკიდურესი შიმშილის გავრცელება ჩრდილოეთ რაიონებში. სასურსათო უსაფრთხოების ფაზების კომპლექსური კლასიფიკაციის (IPC) განახლებული მონაცემების თანახმად, ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე 495 ათასზე მეტი ადამიანი, სასურსათო დაუცველობის ყველაზე მძიმე, ან “კატასტროფული” მდგომარეობის წინაშეა. ეს უფრო ნაკლებია, […]
მამუკა მდინარაძე – ვენეციის კომისიის დასკვნამ გარკვეულწილად გაშიფრა გეგმა, რასთან გვაქვს საქმე – ოპოზიციის სხდომაზე არ დასწრება ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, მივცეთ ერთი დღე, ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ, საით არიან

ის, რომ ქართული ოპოზიცია დღეს საერთოდ არ ესწრება სხდომას, ჩვენი შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, ხვალისთვის გადაიდოს კენჭისყრა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რათა ოპოზიციას კიდევ ერთი შანსი მისცენ, თავისი პოზიცია დააფიქსიროს. „დღეს […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელი ბაჯიხევი იყო. წინასწარი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.
სალომე ზურაბიშვილი – ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას – ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევა მიულოცა და დასძინა, რომ ამ კრიტიკულ მომენტში მისი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. „ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას! წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. […]
ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – დატბორილია ქუჩები

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქის ქუჩები. სტიქიის შედეგად ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართული. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს. ქალაქში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს. წვიმამ მსგავსი პრობლემები შექმნა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
საქართველოდან 2023 წელს $5,3 მლნ-ის ჩიფსების ექსპორტი განხორციელდა – Tridge-ის რეიტინგი

საქართველო ჩიფსების საექსპორტო ღირებულებით ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეულშია და მეოთხე ადგილს იკავებს. ამის შესახებ გლობალურ ანალიტიკურ სავაჭრო ცენტრ Tridge-ის რეიტინგში წერია, რომელიც მხოლოდ ამ დროისთვის გასაჯაროებულ მონაცემებს ეყრდნობა და მასში წამყვანი ექსპორტიორების 2023 წლის მაჩვენებლები არ შედის. ამდენად, საქართველოდან 2023 წელს 5,3 მლნ დოლარის ღირებულების ჩიფსების ექსპორტი განხორციელდა, რაც გლობალურ ექსპორტში 0,25%-იან წილს შეადგენს. […]
პარლამენტმა ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდავი კანონპროექტების კენჭისყრა 27 ივნისისთვის გადადო

ლგბტ პირთა უფლებების შემზღუდავი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 26 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს. საკითხის პარლამენტში განხილვამდე, 16 აპრილიდან 16 მაისამდე, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე შექმნილმა საყოველთაო-სახალხო განხილვების საორგანიზაციო კომისიამ საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გამართა. კომისიის მუშაობის შესახებ პარლამენტის წინაშე დასკვნა წარადგინა პარლამენტისა და ამ კომისიის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც მიიჩნია, რომ პროექტმა ყველა პროცედურა გაიარა […]
ნავთობის ფასი გაიზარდა

2024 წლის 25 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 86.01 (+0.77) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.78 (+0.24) დოლარი/ბარელზე.