“მე იმ კაცის დედა ვატირე, ვინც ბუდუ თავისი სამოქალაქო პოზიციის გამო არ ათამაშა!”; “ბუდუ გვინდაა! გვჭირდება! გვიყვარს!” – რას წერს ხალხი კალაძეს

თბილისის მერის, ყოფილი ფეხბურთელის, კახა კალაძის გვერდზე, სოციალურ ქსელში, ათასობით ადამიანი, სწორედ მისგან ითხოვს პასუხს, რატომ არ ათამაშეს ბუდუ ზივზივაძე ევროპის ჩემპიონატის მეორე თამაშზე და რატომ ათამაშეს პირველ თამაშზე მხოლოდ რამდენიმე წუთით, ასევე, ითხოვენ, ზივზივაძე ათამაშონ პორტუგალიასთან მატჩში. მართალია, კახა კალაძე, მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ვინც ფეხბურთი ვერ ერკვევა, სიბინძურეს უვრცელებს და აბრალებს, მაგრამ […]
პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს 27 ივნისს უყრის

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. კენჭისყრის გადადების ინიციატივით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიმართა, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ კენჭისყრის გადადებით ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ სად დგანან, რადგან მმართველი უმრავლესობის აზრით, ოპოზიციის სხდომაზე არ დასწრება ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ. ამასთან, […]
“გასაგებია ანრის ბედი…” – ბესელია

იურიდიული კომიტეტის ,,თავმჯდომარეს “ რომ სანქციას დაუწესებენ რუსული კანონის გამო, გასაგებია ანრის ბედი…
დავით გაბედავა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 17-წლამდელთა ნაკრების წევრი დავით გაბედავა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ჭაბუკმა რეპეშაჟის ფინალში რუმინელი იონუტ მერეუტა დაამარცხა აშკარა უპირატესობით – 10:2. ოქრო-ვერცხლის შანსი გაბედავამ ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, ნეიტრალური გუნდის სახელით მოჭიდავე რუს ილია კანდალინთან (0:2) წაგებით. იქამდე კი სამი […]
სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი – მთიანი ყარაბაღი რუსეთმა დაიპყრო, რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა

რუსეთმა მთიანი ყარაბაღი დაიპყრო, რუსეთის ნებართვის გარეშე ომი არ იქნებოდა. ამის შესახებ სომხეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. “როდესაც სომხეთის მთლიანად იყო რუსეთზე დამოკიდებული, ნუ თუ ომი არ გვქონდა? გვქონდა. მოდით დავაფიქსიროთ, რომ ამ არსებული ვითარების გამო ჩვენ ომში აღმოვჩნდით, ამ ცვლილებებით სტაბილურობის მოტანას ვცდილობდით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ცვლილებები სტაბილურობამდე […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი FESTO DADACTIC SE-ის გლობალური განათლების მიმართულებათა აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე FESTO DADACTIC SE-ის გლობალური განათლების მიმართულებათა აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს და აფრიკაში რეგიონული მმართველობის ხელმძღვანელს, ნადერ იმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (პრეზიდენტი) პროფესორი ლავრენტი გუდავაძე, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეა მურვანიძე, […]
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა

ეროვნული ვალუტა დოლართან 1.36 თეთრით გამყარდა, ევროსთან — 3.01 თეთრით. შესაბამისად, 27 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, დოლარის ღირებულება 2.8221 ლარი იქნება, ევროსი — 3.0151 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი ყველა უცხოურ ვალუტასთან გამყარდა, გარდა სომხური დრამისა და ყაზახური ტენგესი.
რუსეთი მზადაა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ სვლისთვის – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე თქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ სვლისთვის მზადაა და მხარს უჭერს “თბილისის ყველა ინიციატივას ამ მიმართულებით”. ინფორმაციას რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია RIA Novosti ავრცელებს. “ჩვენ გვჯერა, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] ემთხვევა ორივე ხალხის ინტერესებს… ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება. […]
დანია ევროპაში პირველად სოფლის მეურნეობის ემისიებს დაბეგრავს

დანიის მთავრობამ სოფლის მეურნეობაში ნახშირორჟანგის გამოყოფაზე გადასახადის დაწესება საბოლოოდ დაამტკიცა, რაც ევროპაში პირველი შემთვევაა. ინფორმაციას Politico ავრცელებს. დანიაში მავნე ემისიების გამო სასოფლო-სამეურნეო გადასახადის შესახებ შეთანხმება ფერმერულ და გარემოსდაცვით ჯგუფებთან ხუთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღწეული. ამ შეთანხმებით, 2030 წლიდან ფერმერებს ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის ექვივალენტურ მეტრულ ტონაზე 120 დანიური კრონის (16 ევროს) გადახდა მოუწევთ, ხოლო 2035 წლიდან ეს […]
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2024-2025 სასწავლო წლისათვის მისაღებ მოსწავლეთა რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეების რეგისტრაცია ორ ლოკაციაზე შეუძლიათ – ქუთაისში, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში და თბილისში, თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“. ლიცეუმში ჩაბარების მსურველ მოსწავლეების რეგისტრაცია 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მოსწავლე ერთ-ერთ მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან […]