ქუთაისში მდინარე ოღასკურა ადიდდა, დატბორილია ქუჩები

ბუხაიძის, აბაშიძის და ავტომშენებლის ქუჩებზე მდინარის წყალი კერძო ობიექტებში, მაღაზიებში, კორპუსების სარდაფებსა და სახლების ეზოებში შევიდა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მდინარის კალაპოტს ინტენსიური წმენდა სჭირდება, რაც ძლიერი წვიმის დროს მათ ზიანს შეამცირებდა. ქუთაიში, რამდენიმე საათიანმა წვიმამ დატბორა წერეთლის ქუჩაც, სადაც წყალი გზაზე დაგუბდა და ავტომანქანების გადაადგილება შეზღუდა.

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 71 ხმით მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განმარტებით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები 2024 წლის 31 ივლისის ნაცვლად, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. გაუქმდება თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი […]

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება – მარია ზახაროვა

რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივას მიესალმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ურთიერთობების ნორმალიზება ორივე ერის ინტერესებს შეესაბამება და რუსეთი მზად არის, ამ გზით იაროს. „ჩვენ ჯერ კიდევ ვთვლით, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] შეესაბამება ჩვენი ორი ერის ინტერესებს… მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივებს, რომლებიც ეხმარება რუსულ-ქართულ ნორმალიზებას. […]

რუსეთის მოქალაქეებმა უკვე 2,5 ათასზე მეტი საჩივარი დაწერეს ომის საწინააღმდეგო განცხადებების გამო

როგორც გამოცემა “ვაჟნიე ისტორიიმ” ღია მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვალა, უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, რუსეთის მოქალაქეებმა 2623 საჩივარი შეიტანეს სამართალდამცავ უწყებებში თავიანთი თანამოქალაქეების ომის საწინააღმდეგო განცხადებების შესახებ. დასმენების რაოდენობის მიხედვით, მეორე და მესამე ადგილებზე არის ე.წ. ლგბტ პროპაგანდა (487 საჩივარი) და რუსოფობია (250). საჩივრების 70% დაწერილია ანონიმური ტელეგრამ-არხის, “მრაკობორეცის” წევრების მიერ. “მრაკობორეცს” 5500-ზე მეტი გამომწერი ჰყავს და […]

მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ ახალი, მძიმე სიმპტომების მქონე შტამი ვრცელდება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ აფრიკაში Mpox-ის (ე.წ. მაიმუნის ყვავილი) შემთხვევები იზრდება. ექსპერტ როზამუნდ ლუისის განცხადებით, რამდენადაც შემთხვევები ისევ იზრდება, ეს ვირუსი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან დღემდე, მსოფლიოში „მაიმუნის ყვავილის“ 3100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ლუისის განცხადებით, მხოლოდ მაისში ჯანმომ 26 ქვეყნიდან მიიღო ინფორმაცია 600 დადასტურებული შემთხვევის შესახებ. ეს ტენდენცია განსაკუთრებით […]

პარლამენტი ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს კენჭს 27 ივნისს უყრის – ხვალისთვის გადაიდო “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე კენჭისყრაც

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის პირველი მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. კენჭისყრის გადადების ინიციატივით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ მიმართა, რომელმაც სხდომაზე განაცხადა, რომ კენჭისყრის გადადებით ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ სად დგანან, რადგან მმართველი უმრავლესობის აზრით, ოპოზიციის სხდომაზე არ დასწრება ნიშნავს, რომ ლგბტ პროპაგანდის მხარეს იჭერენ. ამასთან, […]

ისტორიული ფოტო – რონალდო და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები 2013 წელს

სოციალურ ქსელში ვრცელდება 2013 წელს კრიშტიანო რონალდოს თბილისში სტუმრობის ფოტოები. ლეგენლადური ფეხბურთელი დინამოს აკადემიის გახსნისას, პატარა ფეხბურთელებთან ერთადაა გადაღებული. უკვე ამოცნობილები არიან – კვარაცხელია, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი… ინგა გრიგოლია წერს: ,,ჩვენი ვარსკვლავები ბაღნობაში და კრიშტიანუ ❤️❤️❤️❤️ ასე ყველა ოცნება აგხდენოდეთ,ბიჭებო❤️❤️❤️❤️✌️✌️✌️✌️🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪წინ გამარჯვებისკენ!”

სტიქია ქუთაისში – დატბორილია ქუჩები

ქუთაისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ქალაქში ბოლო რამდენიმე საათია, გადაუღებლად წვიმს, რის შედეგადაც მდინარე ოღასკურა ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და საავტომობილო გზას და კორპუსის ეზოები დატბორა. სტიქიის შედეგად ასევე, დაიტბორა რამდენიმე სახლის პირველი სართული. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს. ქალაქში რამდენიმე საათია გადაუღებლად წვიმს. წვიმამ მსგავსი პრობლემები შექმნა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.

მიხეილ სააკაშვილი – მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს

მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის თქმით, მისი გუნდი კი ქართველი ხალხია, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს! „გუშინ ტვ პირველის ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის […]

ქუთაისში მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა – დატბორილია ქუჩები და კორპუსების სარდაფები, დაზიანებულია ავტომობილები

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა. წყალმა სრულად დატბორა ბუხაიძის ქუჩა. ადგილობრივების თქმით, მოვარდნილი ნალექის შედეგად, სრულიად დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები. ამ დროისთვის, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. წვიმამ პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. სტიქიის ზონებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მერიის ააიპ სპეციალური […]