წალენჯიხელებო, მადლობა, მეამაყებით! – კიდევ ერთი დახმარება რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლთა ოჯახებს

წალენჯიხის სოლიდარობისა და მშვიდობის ფონდი, რომელიც წალენჯიხის მერის, გიორგი ხარჩილავას ინიციატივით დაფუძნდა, უკრაინიდან დევნილ ოჯახს დაეხმარა. ტარიელ ფიფია, რომელიც მეორედაა უკვე რუსეთის დამპყრობელი ომების გამო დევნილი, ჰყვება რომ აფხაზეთში გაიზარდა, 1992 წელს ტყვედ აიყვანეს რუსმა ჯარისკაცებმა, 28 დღე დაჰყო ტყვეობაში, დაკარგა მამისეული სახლი. ჰყვება, რომ იმ პერიოდში უკრაინა ძალიან დაეხმარა და დაუდგა გვერდით ახლა, ამჯერად […]

სახლები და ეზოები დაიტბორა მარტვილის სოფლებში

რადიო თავისუფლებას მარტვილის მერიაში განუცხადეს, რომ ძლიერი წვიმის გამო სოფლებში ღელეები გადმოვიდა კალაპოტიდან და სოფლების ნაწილში დაიტბორა გზები, ეზოები, ასევე სახლების პირველი სართულები. მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროის მონაცებით, საუბარია დაახლოებით 6 სოფელზე. მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.

ყველა სამინისტროს მაჩვენებელი 98-99%-ია – ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, გასული წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში, თუმცა მშპ-ს რეალურმა ზრდამ 7,5% შეადგინა და 80,246.1 მლნ ლარით განისაზღვრა. ეკონომიკური ზრდის პარალელურად, შემცირებულია ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი, რომელმაც საბოლოოდ 2,5% შეადგინა. „ქვეყნის ეკონომიკაზე […]

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა ხვალამდე გადაიდო. მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ოპოზიციას აძლევენ ერთ დღეს, რათა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ხვალ გაიმართება კენჭისყრა და ოპოზიცია ვერ გაექცევა საკუთარი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობას. „კი ბატონო, ასე წავიდეთ. ჩვენ ხვალ […]

გაეროს უშიშროების საბჭო გმობს დაღესტანში მომხდარ თავდასხმებს

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო რუსეთის დაღესტნის რეგიონში ეკლესიებზე და სინაგოგაზე 23 ივნისის სისხლიანი თავდასხმა. 26 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წაიკითხავთ, რომ “უშიშროების საბჭოს წევრებმა უმკაცრესად დაგმეს ამაზრზენი და მხდალი ტერორისტები, – ნათქვამია განცხადებაში. 23 ივნისს დაღესტანში, მაჰაჩყალასა და დერბენტში მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, სინაგოგებსა და საგზაო პოლიციის პოსტზე ორმაგ თავდასხმებს 21 ადამიანი შეეწირა. დაღუპულთა […]

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: მშვიდობით ევროკავშირში თუ მშვიდობით ევროკავშირო?!

როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინასთან და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს, იგივე მინისტრები, იმავე სხდომაზე, ერთ დროს, ასოცირებული ტრიოს ლიდერი საქართველოს ხელისუფლების სანქცირებაზე შეთანხმდნენ. მეტიც, უმაღლესმა კომისარმა პირდაპირ გამოაცხადა: საქართველოს ევროკავშირისგან ოცნების ხელისუფლება აშორებს! ამასობაში, საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის დროშებით გაფორმებულ მაგიდებთან მიმსხდარი ოცნების ლიდერები კვლავ თავგამოდებით გვარწმუნებენ, რომ ნამდვილი ევროპელები თავად არიან […]

,,ნიკა მელია ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: ,,გუშინ ტვ პირველის ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც სამწუხაროდ ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს. სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, “ეფესბეს” აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში ქართული […]

რუსეთში სერიული მკვლელი ციხიდან გაუშვეს და უკრაინაში საომრად გაგზავნეს

რუსეთში სერიული მკვლელი, იური გრიცენკო, მეტსახელად “ზელენოგრად ჩიკატილო” ციხიდან გაათავისუფლეს და უკრაინაში საომრად გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Настоящее Время ავრცელებს. 62 წლის სერიული მკვლელი ამ ზაფხულს უნდა გაეთავისუფლებინათ. ის ციხეში 22 წლის მანძილზე 6 ქალის მკვლელობისა და 10-ის დაჭრისთვის იხდიდა სასჯელს. არსებული ინფორმაციით, მან ომში წასვლა ფულის სანაცვლოდ თავად ითხოვა.

აშშ ფხენიანს აფრთხილებს, რომ თუ უკრაინაში ჯარს გაგზავნიან, საზარბაზნე ხორცის ბედი ელით

პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატ რაიდერმა ჩრდილოეთ კორეა გააფრთხილა, რომ თუ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ რუსეთი საზარბაზნე ხორცად გამოიყენებს. “მე რომ ვყოფილიყავი ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პერსონალის მენეჯმენტის ხელმძღვანელი, ეჭვქვეშ დავაყენებდი უკრაინაში მიმდინარე უკანონო ომში ჩემი ძალების საზარბაზნე ხორცად გაგზავნას.” – თქვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა. რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ჩრდილოეთ კორეას […]

ჩერგოლეიშვილი ზახაროვაზე: ქართული ოცნების რეჟიმი ისედაც რუსეთის საქმეს აკეთებს

დიპლომატიური ურთიერთობები შეიძლება გვქონდეს უცხო მთავრობასთან და რეალურად, ქართული ოცნების რეჟიმი რუსეთის ჰიბრიდული ომის იარაღია და დიპლომატიური ურთიერთობებით თუ მის გარეშე მაინც სულ რუსეთის საქმეს აკეთებს. ამდენად, ზახაროვა რას იტყვის თავისი ამოცანებისთვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს ისედაც, დიპლომატიური ურთიერთობებით და მის გარეშეც რუსული ჰიბრიდული ომის იარაღია. ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი რუსეთის […]