ნაპოლის მწვრთნელის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება

იტალიური საფეხბურთო კლუბის, ნაპოლის ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდიდან წასვლის საკითხს მან ვეტო დაადო. “კვარაცხელია და დი ლორენცო ჩემთვის საკვანძო მოთამაშეები არიან. ეჭვი არ არსებობს იმაზე, რომ კვარა აუცილებლად დარჩება ჩვენთან და ითამაშებს ნაპოლისთვის, ეს აშკარად ცხადია. დი ლორენცოს, კვარაცხელიასა, ზამბო ანგისასა და ლობოტკას გუნდიდან წასვლას აბსოლუტური ვეტო დავადე”. – თქვა ანტონიო […]
ევროკავშირში ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

· ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რის საფუძველზეც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან პირები, რომელთაც კოვიდპანდემიისას იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე წაქაძის განცხადებით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც კოვიდპანდემიისას, (2021 წლის 23 ივნისიდან 2023 წლის 4 ივლისის ჩათვლით) იზოლაციის, კარანტინის ან პირბადის ტარების წესი დაარღვიეს. […]
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი 71 ხმით დაუჭირა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს. საკითხი სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. „წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია, მოაწესრიგოს სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, რათა ხელი შეუწყოს სანებართვო პირობების დაზუსტებას, კერძოდ, ეფექტურ მონიტორინგს, გამჭვირვალობასა და აღრიცხვიანობას”, – […]
უხვმა ნალექმა ქუთაისი დატბორა

უხვმა ნალექმა ქუთაისში პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზის სავალი ნაწილები. პირველი არხის ინფორმაციით, კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ოღასკურა, რის შედეგადაც დაიტბორა ბუხაიძის ქუჩა, ასევე მიმდებარე ქუჩები და ქუთაისის იუსტიციის სახლამდე მისასვლელი გზა. პრობლემებია ქალაქის ცენტრალურ გზებზეც. გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. ამასთან, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ქალაქის ნაწილი.
ქუთაისში მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა – დატბორილია ქუჩები და კორპუსების სარფადები, დაზიანებულია ავტომობილები

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ოღასკურა კალაპოტიდან გადმოვიდა. წყალმა სრულად დატბორა ბუხაიძის ქუჩა. ადგილობრივების თქმით, მოვარდნილი ნალექის შედეგად, სრულიად დაზიანდა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები, დაიტბორა კორპუსების სარდაფები, ასევე, წყალმა დააზიანა საცხოვრებელი სახლების და მაღაზიების პირველი სართულები. ამ დროისთვის, მოსახლეობის ნაწილს არ მოწოდება ელექტროენერგია. წვიმამ პრობლემები შექმნა სხვა ქუჩებზეც. სტიქიის ზონებში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები.
პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 71 ხმით მხარი დაუჭირა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი კირცხალიას განმარტებით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალი, გამკაცრებული რეგულაციები 2024 წლის 31 ივლისის ნაცვლად, მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. გაუქმდება თამბაქოს ნაწარმის ღერზე შესაბამისი […]
პარლამენტმა „სოციალური მუშაობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი „სოციალური მუშაობის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომელიც სხდომაზე, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, რატი იონათამიშვილმა წარადგინა. პროექტით წესრიგდება სოციალური მუშაკის დამატებით სოციალურ გარანტიებთან და სოციალური მუშაობის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები. „სახელმწიფო ადამიანის უფლებებს იცავს სერვისების მეშვეობით. ძლიერი ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ […]
საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა

საქართველომ კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ინდექსში მსოფლიოში 22-ე, ევროპაში კი მე-16 პოზიცია დაიკავა. ნაციონალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის (NCSI) კვლევა 48 ქვეყანაში ჩატარდა. NCSI-ის ინდიკატორები შემუშავებულია კიბერუსაფრთხოების ეროვნული ჩარჩოს მიხედვით. NCSI ყურადღებას ამახვილებს ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ კიბერუსაფრთხოების გაზომვადი ასპექტებზე: მოქმედი კანონმდებლობა – სამართლებრივი აქტები, დებულებები, ბრძანებები და ა.შ. შექმნილი ერთეულები – არსებული ორგანიზაციები, განყოფილებები და ა.შ. თანამშრომლობის ფორმატები […]
ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს – მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა
ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ და ისე მოაწერენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, მათ ეს პროცესი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს – მათი ძალადობრივი მეთოდები იგივეა ცარიელ ფურცელს ახლიდან მოაწერენ ხელს, გააფერადებენ, თუ შალვას ფანჩატურში შეიკრიბებიან, ეს პროცესი მათ ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შესძენს, „ნაცმოძრაობის“ ზნე უცვლელია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიასთან […]