უკრაინა: გავანადგურეთ 23 დრონი და 5 რაკეტა

27 ივნისის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 6-დან 5 რუსული რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშუკი ავრცელებს. გარდა ამისა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 23 უპილოტო საფრენი აპარატი. საბრძოლო მოქმედებების შედეგად განადგურებულია: · 4 ფრთოსანი კალიბრის ტიპის რაკეტა · 1 მართვადი საავიაციო ბომბი X-59/X-69 · 23 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად […]

გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს – ‘POLITICO”

New York Times/Siena College-ის გამოკითხვის თანახმად, დებატების წინ ტრამპს ბაიდენთან შედარებით ოთხპროცენტიანი უპირატესობა აქვს, – ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. New York Times/Siena College-ის გამოკითხვა 20-25 ივნისს ჩატარდა. გამოიკითხა 1226 რეგისტრირებული ამომრჩეველი. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპმა ამომრჩევლების ხმათა 48 პროცენტი დააგროვა, ხოლო ბაიდენმა – 44 პროცენტი. გამოკითხულთა 77 პროცენტმა განაცხადა, რომ აპირებდა დებატების ყურებას, ხოლო 19-მა პროცენტმა […]

2 ივლისიდან 15 აგვისტომდე გელათის სამონასტრო კომპლექსი დაიკეტება

გელათის სამონასტრო კომპლექსი გადახურვის სამუშაოების გამო, მომლოცველებისა და ვიზიტორებისთვის 2 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, დროებით დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. “გაცნობებთ, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოები გადადის ფართომასშტაბიან და ძალზედ საპასუხისმგებლო სამუშაოების ფაზაში. გელათის სამონასტრო კომპლექსის სანახავად მიმსვლელ ვიზიტორთა სიცოცხლის უსაფრთხოების დაცვისათვის და გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით, […]

დღეს საქართველო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს დამოუკიდებლობის აღდგენიდან – ნინო წილოსანი

ისტორიული გამარჯვება ჩვენია. საქართველო 2:0 პორტუგალია. დღევანდელი ქართული ფეხბურთი არის ჩვენი ქვეყნის პროგრესის და განვითარების ზუსტი ანარეკლი, – ამის შესახებ პოსტი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. „დღეს საქართველო ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს დამოუკიდებლობის აღდგენიდან .. კვარა.. მამარდა.. მიქაუტაძე .. ყველა, ყველა დანარჩენებმა სასწაულები ჩაატარეთ. მადლობა თქვენ. ვილი სანიოლი, შენ საქართველოს ნაწილი ხარ […]

საფრანგეთის სასამართლომ მხარი დაუჭირა საერთაშორისო დანაშაულის ბრალდებით ბაშარ ალ-ასადის დაკავების ორდერის გაცემას

პარიზის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა დაპატიმრების ორდერს სირიის ლიდერის, ბაშარ ალ-ასადის მიმართ 2013 წლის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, კერძოდ, ქიმიურ თავდასხმებში თანამონაწილეობის ბრალდებით. პარიზის სასამართლომ დაადგინა, რომ ასადის დაპატიმრება შესაძლებელია 2013 წლის აგვისტოში სირიაში ქიმიური იარაღით განხორციელებული თავდასხმისთვის, რომლის დროსაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ასადის გარდა, საფრანგეთმა გასცა დაპატიმრების ორდერი მისი ძმის, სირიის არმიის დივიზიის […]

დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები – ირაკლი ზარქუა

ვენეციის კომისიის ჩანაწერი, ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვისა და ქვეყნისთვის, ეს არ გამოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისივე თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ფასი არ აქვს და არც გათვალისწინებული იქნება. „დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ. ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები. მინდა ვენეციის კომისიის ექსპერტებს მივმართო, […]

წარმოუდგენელია, სიტყვებით ვერ აღვნიშნავ – ლევან კობიაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაზე

ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ , რომ მოვესწარით ამ დღეს, – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა პორტუგალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ განაცხადა. „წარმოუდგენელია, სიტყვებით ვერ აღვნიშნავ უნდა ნახოთ რა ხდებოდა გასახდელში. ძალიან ბედნიერები და ამაყები ვართ, რომ მოვესწარით ამ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე ვართ. ამაყები ვართ. ისტორია გრძელდება. გილოცავთ ყველას“,- განაცხადა კობიაშვილმა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა […]

ბოლივიაში გადატრიალებაში ბრალდებული გენერალი დააკავეს

დააკავეს ბოლივიის არმიის ყოფილი მეთაური, გენერალი ხუან ხოსე სუნიგა. ის ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომელიც ლა-პასში სამთავრობო კომპლექსის დაკავებას ცდილობდა. მას ტერორიზმსა და შეიარაღებულ ამბოხში ადანაშაულებენ. დაკავების შესახებ ინფორმაციას Bolivia TV ავრცელებს. ტელეარხმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ გამოჰყავთ გენერალი პოლიციელებს გენშტაბის შენობიდან და სვამენ ავტომობილში. მანამდე სუნიგამ ჟურნალისტებს მოვლენების თავისი ვერსია უამბო. მისი სიტყვებით, 23 […]

ირაკლი ზარქუა – ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს კიდევ ერთხელ ვუხსნით, არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება – ჯობია, მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ

ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს კიდევ ერთხელ ვუხსნით, არ ღირს ამ მებრძოლი ერის გადაკიდება – ჯობია, მოლაპარაკებების მაგიდაზე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რაც დასავლეთის ინტერესებშია, არ არის საქართველოს ინტერესებში. „ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს ყველას კიდევ ერთხელ ვუხსნით, რომ არ ღირს ამ მებრძოლი ერის […]

ონლაინ აზარტული თამაშების კანონის იდეაა, ქართულმა ბაზარმა დაიბრუნოს ის უცხოელი მომხმარებელი, რომელიც მაღალი გადასახადის გამო დაკარგა – გიორგი მამულაიშვილი

ონლაინ აზარტული თამაშების კანონის იდეაა, ქართულმა ბაზარმა დაიბრუნოს ის უცხოელი მომხმარებელი, რომელიც მაღალი გადასახადის გამო დაკარგა – გიორგი მამულაიშვილი ამ კანონის იდეა ის არის, რომ ქართულმა ბაზარმა დაიბრუნოს ის უცხოელი მომხმარებელი, რომელიც მაღალი გადასახადის გამო დაკარგა, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის” ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „ლატარიების, […]