ილია დარჩიაშვილი – აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ჩვენთვის არამხოლოდ კარგი მეგობარი, არამედ სანდო სტრატეგიული პარტნიორია. საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო ურთიერთობების ორმხრივ დღის […]
საქართველოს სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

27 ივნისს, სტრასბურგში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა განიხილეს. ისაუბრეს მედიის თავისუფლების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სოციალური დაცვის უფლებით სარგებლობისა და თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე. „ასევე, განიხილეს უფლებადამცველთა და […]
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ – მინდა მოგილოცოთ ქართველ ხალხს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა. როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ისტორიული მიღწევა იყო. „პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის საქართველოში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან […]
ქეთევან თურაზაშვილმა სტრასბურგში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დებატებში მიიღო მონაწილეობა

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ქეთევან თურაზაშვილმა სტრასბურგში საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დებატებში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „მოქალაქეების“ პრესსამსახური ავრცელებს. დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება ოპოზიციონერი დეპუტატების დევნის ფაქტებსა და აქტივისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე, მათ შორის პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის ცემის ფაქტზე გაამახვილა. როგორც დეპუტატი აღნიშნა, ხელისუფლება არათუ გმობს, არამედ ახალისებს ძალადობას ყველას მიმართ, ვინც მათ […]
ლევან დავითაშვილი – ქართული ფეხბურთი არამარტო იბრუნებს თავის დიდებას, არამედ კიდევ უფრო დიდებული მომავლის შესაქმნელად ემზადება, რომელიც, არაერთ ლეგენდად დარჩება მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას

პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს ისტორიულ გამარჯვებას ულოცავს. მისივე თქმით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია. „ვერანაირი ემოცია ვერ გამოხატავს სრულყოფილად იმ სიხარულს, იმ სიამაყეს, იმ განცდებს, რაც გუშინ საქართველომ მიიღო – ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია და მთელმა მსოფლიომ ნახა ქართველი ფეხბურთელების […]
“საქართველოს ყველა მეჩეთში დალოცეთ ადელ შედლი, ჩვენი ტუნისელი ძმა” – რამაზ გიგაური

ასტროლოგი, რამაზ გიგაური: მოგმართავთ ყველა ქართველ მღვდელს: თქვენს ლოცვებში მოიხსენიეთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები და მისი მწვრთნელი – ვილი სანიოლი (ქრისტიანი კაცია). და. რაც მთავარია, საქართველოს ყველა მეჩეთში დალოცეთ სანიოლის თანაშემწე – ადელ შედლი (ჩვენი ტუნისელი ძმა).
(ვიდეო) – “უკვე ორი მახინჯიკი ვიდეო მაქვს” – ვიკა ბუკია

ჟურნალისტი, ვიკა ბუკია: ორჯერ დაემთხვა თამაში ეთერს: 26 მარტს და 26 ივნისს. უკვე ორი მახინჯიკი ვიდეო მაქვს:) 1 წუთი იყო ეთერის დაწყებამდე, უზარმაზარი ტექსტი მქონდა, დავჯექი, სუფლიორს შევხედე და დავინახე აშკარად ყველა აიზიდა სკამიდან, ოპერატორებმა კამერები დატოვეს, ავიხედე ფრთხილად ზემოთ, შაბათის ოთახისკენ და დავინახე სკამიდან ამხტარი მარიამ გაფრინდაშვილი და მთელი ტელევიზიის ყიჟინა და ჯადოსნური სიტყვა […]
“ნაძლავებს დავდევ ქუჩა–ქუჩა და რამ დამადებინა ეს პირობა…” – ანა დოლიძე

პოლიტიკოსი, ანა დოლიძე, რომელმაც პირობა დადო, რომ საქართველოს ნაკრების პორტუგალიასთან მოგების შემდეგ, ლევან მურუსიძეს საჯაროდ ჩაეხუტებოდა, სოციალურ ქსელში, წერს: ღმერთო დიდებულო, აზარტულ თამაშებს და ნიძლავებს ვებრძვი, დავდევ ქუჩა ქუჩა და რამ დამადებინა ეს საჯარო პირობა, მაგრამ პირობა პირობაა, გამარჯვება დადებულია და თავანი უნდა ჩაბარდეს.
ტურიზმის ადმინისტრაცია ცნობილ ავსტრიელ იუთუბერს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიის რესპუბლიკიდან ცნობილ იუთუბერს მასპინძლობს. იუთუბერი – ლუკას განგენმიულერი გადამღები ჯგუფის ორ წევრთან ერთად მოინახულებს თბილისს, მცხეთას, ზუგდიდსა და მარტვილს, რის შედეგადაც მომზადდება ვიდეო მასალა ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ. ლუკას განგენმიულერი იუთუბიზე 400 000-მდე გამომწერი ჰყავს. „სულ რამდენიმე საათია საქართველოში ვარ და და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ასეთი ადგილი სხვაგან არ […]
ჩაკვეტაძე: ამაყი ვარ, როცა ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ, თქვენ ეს დაიმსახურეთ

ჩემს ქვეყანასა და ჩემს ხალხს ხალხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ამდენ ბედნიერ ადამიანს ვხედავ, თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისტორიის წერას ვაგრძელებთ! ჩვენ აქ ვართ და შევხვდებით მერვედფინალში.