ხატია დეკანოიძე – საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნულ მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას „ქართული ოცნება“

საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნულ მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას „ქართული ოცნება“ – საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ჯგუფის – „ევროოპტიმისტები“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. მისივე თქმით, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა. „საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად და ეს […]
საქართველოს უნივერსიტეტი საჯარო სკოლების ფიზიკის ლაბორატორიებს ტექნიკურ ინვენტარს გადასცემს

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერების და ტექნოლოგიების სკოლამ STEM განათლების მხარდაჭერის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. ინიციატივა მიზნად ისახავს, ფიზიკის გაკვეთილებზე პრაქტიკული მუშაობა მოსწავლეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი და საინტერესო გახადოს. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლები ფიზიკის ლაბორატორიებს პრაქტიკული სამუშაოებისთვის საჭირო ინვენტარს საჩუქრად მიიღებენ. პირველ ეტაპზე ინვენტარი უკვე გადაეცა ორ სკოლას: ქ. თბილისის #20 საჯარო სკოლას და გორის რაიონის, […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის გუნდი ქვიშის ფრენბურთში ზაფხულის უნივერსიადის გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი, სტუდენტების – პეტრე ლობჟანიძისა და ზურაბ მუკბანიანის შემადგენლობით, ქვიშის ფრენბურთში „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის გამარჯვებული და ოქროს თასის მფლობელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათი ცნობით, „ზაფხულის უნივერსიადა 2024“-ის ფარგლებში, ქვიშის ფრენბურთის ტურნირში, რომელიც ქობულეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტ ვაჟთა და გოგონათა გუნდები მონაწილეობდნენ. ფრენბურთის სახეობაში საუნივერსიტეტო […]
„თეატრალური იმერეთი – 2024“-ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს გადაეცა

საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი – 2024“ -ის გრანპრი ხონის სახალხო თეატრს საუკეთესო სპექტაკლისთვის -„აზნაურები“ გადაეცა, რომლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა. იმერეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროფესიული ჟიურის გადაწყვეტილებით, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ. „ფესტივალის ფარგლებში ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში იმერეთის 20-მდე პროფესიული, სამოქალაქო და სახალხო თეატრი მონაწილეობდა, გარდა ამისა სტუმრის სტატუსით ჩაერთო მოლდოვისა […]
„სასამართლოს გუშაგი“ – 3 მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს
სამი მოსამართლის დაუმსახურებლად არჩევა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, შესაძლოა, ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს, – აღნიშნულის შესახებ განცხადებას „სასამართლოს გუშაგი“ ავრცელებს, რითაც უზენაეს სასამართლოში გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის მოსამართლეებად არჩევას ეხმაურება. როგორც „სასამართლოს გუშაგი“ აღნიშნავს, პარლამენტმა 27 ივნისს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად გიზო უბილავა – 80 ხმით; ბადრი შონია- 78 […]
BOG-ის IT დირექტორმა ტაშკენტში AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო (რ)

საქართველოს ბანკი, როგორც მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში ჩართვასა და გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს. ახლახან, საქართველოს ბანკის IT დირექტორმა, ვაჟა მანტუამ, ტაშკენტში AWS ის (Amazon Web Services) აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს საქართველოს ბანკის მიღწევები მთავარი სცენიდან გაუზიარა. AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაზე, სახელწოდებით “ლიდერობის ახალი ეპოქა – აღმოაჩინე, წარმოიდგინე და მიაღწიე […]
2020 წლის შემდეგ ბაიდენი და ტრამპი პირველ დებატებს გამართავენ – რა ვიცით დებატებზე

27 ივნისს ამერიკის დროით 21:00-ზე დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატები, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი დებატებს გამართავენ. ეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიის პირველი საპრეზიდენტო დებატებია. ბოლო მსგავსი ღონისძიება ორ პოლიტიკოსს შორის 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა. ბოლო სიტყვა დებატების დროს ტრამპის იქნება, ბაიდენს კი მისცეს უფლება, აერჩია, თუ რომელ მხარეს დაჯდებოდა. თითოეულის […]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს მხარი დაუჭირეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამივე კანდიდატს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს. გიზო უბილავას, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურებს განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. გიზო უბილავას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა და უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება. ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, ისინი უფლებამოსილების შესრულებას 18 ოქტომბრიდან […]
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია – ვშიშობთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უარყოფითად იმოქმედებს არჩევნების ჩატარებაზე და მისი შედეგის მიმართ დაინტერესებული მხარეების და საზოგადოების ნდობაზე

ასამბლეა შეშფოთებულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ საკამათო მიღება არ არის იზოლირებული მოვლენა, არამედ მთელი რიგი მოვლენების კულმინაციას წარმოადგენს, რომლებიც აშკარად მიუთითებს ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მიიღეს. „ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მკაფიოდ აღასრულოს საკუთარი ვალდებულება ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციისა და შემდგომი […]
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა – არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მეზობელი მოკლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მეზობელმა მამაკაცმა მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. რა გახდა მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებებია. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.