რუსეთი კვლავ ჟენევის დისკუსიების ადგილის ცვლილების სურვილზე საუბრობს

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი კვლავ ამბობს, რომ ამ ფორმატის მოლაპარაკებების ლოკაციის ცვლილება სურთ. “გავაგრძელებთ ამ თემაზე აქტიურ მუშაობას, რათა კონენსუსს მივაღწიოთ. ჯერჯერობით არ სახელდება გადატანის შესაძლო ადგილები, რადგან ახლა მიმდინარეობს მუშაობა, უშუალო დიალოგი დისკუსიის მონაწილეებთან. ასეთი ახალი ადგილი უნდა იყოს პოლიტიკურად კომფორტული ყველა მონაწილისთვის. ამისთვის საჭიროა […]
პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა. დამტკიცებული პროექტის მიხედვით, მმართველობითი სტრუქტურის დანიშვნის ძირითადი უფლებამოსილება პარლამენტიდან პრემიერმინისტრზე გადადის. ცვლილებების თანახმად, სააგენტოში ორი მმართველი საბჭოს – საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების – ნაცვლად გაჩნდება ერთი ორგანო – მმართველობითი საბჭო. სწორედ ეს საბჭო იქნება პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვაზე. ამჟამინდელი […]
„DRG საჭიროებს სისტემატურ რევიზიას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც“ – თამარ გაბუნია

DRG აუცილებლად საჭიროებს სისტემატურ რევიზიას არა მხოლოდ საქართველოში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროში სპეციალური ჯგუფი მუშაობს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად, რომელიც ამ საკითხზე მსჯელობს. „მიმდინარეობს ტექნიკური მუშაობა, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ვფიქრობთ, რომ ორივე ნაწილი [კომბინირებული ოპერაციები და რეანიმაცია] ტექნიკურად დამუშავებულია, მადლობა ამისთვის ჰოსპიტლების ასოციაციას და მათ […]
ისტორიის წერას ვაგრძელებთ! ჩვენ აქ ვართ და შევხვდებით მერვედფინალში – გიორგი ჩაკვეტაძე

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე პორტუგალიის ნაკრების დამარცხებას ქართველ გულშემატკივარს სოციალური ქსელით ულოცავს. ,,ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას. საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ამდენ ბედნიერ ადამიანს, თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისტორიის წერას ვაგრძელებთ! ჩვენ აქ ვართ და შევხვდებით მერვედფინალში”,- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
„სერგეი შამბა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება“ – მედია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, შესაძლოა, სერგეი შამბა გახდეს. ინფორმაციას “რესპუბლიკა” ავრცელებს. ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა. სერგეი შამბა ამ დრომდე აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს რამდენიმე წელი ინალ არძინბა იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა და საცხოვრებლად მოსკოვში დაბრუნდა. შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ […]
რუსეთმა 10 000 მიგრანტი, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო, ომში გაგზავნა

რუსეთმა მიგრანტები, რომლებმაც ახლო წარსულში მიიღეს მოქალაქეობა, უკრაინაში, ფრონტის ხაზზე გაგზავნა. ამის შესახებ პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტირკინმა ილაპარაკა: “ჩვენ გამოვიჭირეთ თითქმის 30 000 არალეგალური მიგრანტი, რომელთაც მოქალაქეობა აქვთ და სამხედრო აღრიცხვაზე დადგომა არ სურთ. დაახლოებით 10 000 მათგანი უკვე სპეციალურ სამხედრო ოპერაციის ზონაში გავგზავნეთ”. ბასტირკინმა ასევე რუსეთში საემიგრაციო პოლიტიკის შესახებაც ილაპარაკა: […]
“გაიგებთ ჩემი ავადობის მიზეზს” – პარლამენტში ლადო კახაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატის, ლადო კახაძის წიგნის – “ანამნეზის ამნეზია და ამნეზიის ანამნეზი“ პრეზენტაცია გაიმართა. პარლამენტის ცნობით, “კრებულში თავმოყრილი ლექსები და მოსაზრებები, ავტორის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს მოიცავს”. “თქვენ წინაშეა ჩემი ცხოვრების ვირტუალური ანამნეზი – “ანამნეზის ვიტე“ ანუ წიგნი. თუ დაკვირვებით გაეცნობით, გაიგებთ ჩემი ავადობის მიზეზს. ავადობის, რომლის განკურნება მხოლოდ დროისთვის მიმინდია“, – განაცხადა ავტორმა პრეზენტაციაზე. […]
გაეროსთან დაკავშირებული ჯგუფის ანგარიშით, ღაზაში შიმშილობა არ არის, თუმცა რისკები რჩება

გაეროსთან დაკავშირებული კვების უსაფრთხოების ფაზების ინტეგრირებული კლასიფიკაციის (IPC) ორგანიზაციის ახალი ანგარიშით, ამ დროისთვის ღაზის სექტორში შიმშილობა არ არსებობს. 18 მარტს გავრცელებულ ანგარიშში IPC წერდა, რომ ღაზის სექტორში შიმშილი გარდაუვალია და ორგანიზაცია ვარაუდობდა, რომ შიმშილის საფრთხე ღაზის მოსახლეობას მომდევნო ორ თვეში დაატყდებოდა თავს. ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ IPC-ის დაშვებები იმაზე, თუ რა რაოდენობის სურსათი შევიდოდა ღაზის […]
ჯეიჰუნ ბაირამოვი – აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობა ძალიან მრავალმხრივია და ინტენსიურად ხორციელდება. როგორც მან თავის ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა იყო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები. „დღეს ჩვენ სტრატეგიული თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ როგორც […]
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – საარჩევნო ცვლილებები მმართველ უმრავლესობას ცესკოს ყველა გადაწყვეტილების გაკონტროლების პოტენციურ შესაძლებლობას აძლევს

ასამბლეა ხაზს უსვამს შეშფოთებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად, საქართველოში არჩევნების სამართლებრივ ჩარჩოში ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც ცვლის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და უპარტიო წევრების არჩევის წესს და რომელმაც გააუქმა ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს მიიღეს. „ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას, თავად შეარჩიოს […]