ევროპული საბჭო ოცნებას: განმარტეთ განზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის EU-სკენ გზას

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საბჭო საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. ევროპული საბჭოს აზრით, რუსული კანონი კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებული ნაბიჯების უკანდახევაა. ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განმარტოს საკუთარი განზრახვები, შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედებების კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას და რომელიც დე ფაქტო აჩერებს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების […]

დონალდ ტრამპი – უკრაინა ომს ვერ მოიგებს

ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო, ის არ დაიწყებოდა, ჩემი პრეზიდენტობის დროს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მეტოქესთან, პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა. “რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, ჩვენ რომ ნამდვილი პრეზიდენტი გვყავდეს, პრეზიდენტი, რომელსაც პუტინი პატივს სცემს, ის არასოდეს შეიჭრებოდა უკრაინაში. ახლა ბევრი ადამიანი […]

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განმარტონ ზრახვები რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას – ევროკავშირის ლიდერები

ევროპული საბჭო საქართველოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს, კერძოდ „აგენტების კანონის“ დამტკიცება შეფასებულია უკუსვლად კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით, ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. „ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ მიმდინარე კურსის შეცვლით განპირობებული თავიანთი ზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას და დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების […]

ევრო 2024-ზე საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის მატჩის ბილეთების გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე – https://www.uefa.com/euro2024/ticketing/ იქნება შესაძლებელი. ფედერაცია შესაბამის წესებსაც აქვეყნებს: პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ […]

FT – აშშ და ისრაელი უკრაინასთან Patriot-ის სისტემების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

შეერთებული შტატები, ისრაელი და უკრაინა კიევისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის 8-მდე სისტემის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – ამის შესახებ Financial Times-ი მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეთანხმება საბოლოოდ ჯერ არ გაფორმებულა, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ითვალისწინებს ისრაელის Patriot-ების გაგზავნას ჯერ შეერთებულ შტატებში, იქიდან კი უკრაინაში. მოლაპარაკებები სამი ქვეყნის მინისტრებისა და სხვა მაღალჩინოსნების დონეზე […]

პარლამენტში დღეს უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ იმოქმედებს – შენობაში დაიშვებიან მხოლოდ ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები

საქართველოს პარლამენტი დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. დღეს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების “ყვითელი დონე” იმოქმედებს, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჯგუფები საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილზე მუშაობის საშუალება სხვა მედიების წარმომადგენლებს არ ექნებათ. “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, […]

პრემიერი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს დღეს მიმართავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარლამენტის წინაშე მოხსენებით დღეს, 28 ივნისს, საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე წარდგება. პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. პრემიერ-მინისტრ კობახიძის თქმით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს. „ ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის აბონენტებს შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ცხვარიჭამია, წიწამური, სოფელი გლდანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. სარეაბილიტაციო […]

ევროკავშირის ლიდერები -მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეცვალოს მოქმედების კურსი, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას

ევროპული საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, წარმოადგენს კანდიდატის სტატუსის შესახებ კომისიის რეკომენდაციაში გათვალისწინებულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უკუსვლას, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. „ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ თავიანთი განზრახვები მოქმედების მიმდინარე კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ […]

სლოვაკეთში მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

სლოვაკეთში, რკინიგზის გადასასვლელზე მატარებლისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად, მინიმუმ, 6 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ ნოვე-ზამკის მახლობლად, დედაქალაქ ბრატისლავადან დაახლოებით 80 კილომეტრში, მოხდა. „ვშიშობ, რომ ამ ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს“, – განაცხადა სამაშველო სამსახურის პრესსპიკერმა, პეტრა კლიმესოვამ მედიასთან საუბარში. შეჯახების დროს მატარებელში 200 ადამიანი იმყოფებოდა, ავტობუსში კი […]