პრეზიდენტი ფიცს პარლამენტში დადებს – კანონი დაჩქარებული წესით, I მოსმენით მიიღეს

პარლამენტმა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონია ტარდება პარლამენტის სასახლეში, ხოლო ცერემონიას ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. ამასთანავე, ცერემონიის ორგანიზებისა და გამართვის ხარჯები დაფინანსდება პარლამენტის ბიუჯეტიდან. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, […]

ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი დებატები გაიმართა

აშშ-ში შედგა პირველი დებატები დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებს ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის ტელეკოპანია CNN-ის მიერ ორგანიებულ დებატებში კანდიდატებს შესთვაზეს პასუხების გაეცათ ამერიკელებისთვის ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე: მაღალი ინფლაცია, აბორტის უფლება, უკანონო მიგრაცია, უკრაინისადმი დახმარება, ოჯახისა და ბავშვების მხარდაჭერა, აფროამერიკელების პრობლემები, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა, არჩევნების შედეგების პატივისმევა და სხვა. ორივე კანდიდატმა აარიდა თავი […]

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს შეხვდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანს მეთიუ მორისს და კონგრესის თანამშრომლობის განყოფილების უფროსს მარიტე მორასს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების შესაძლებლობებზე და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით აპარატის მიერ გაწეულ იმ საქმიანობაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც, სახალხო დამცველის აპარატს წლების […]

Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგი ‘B’ სტაბილურამდე გაზარდა

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings-მა ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ გრძელვადიანი პროგნოზი (IDR) გააუმჯობესა და ‘B’ სტაბილურად შეაფასა. გასულ წელს კრისტალის გრძელვადიანი პროგნოზის შეფასება ‘B-‘ იყო. Fitch Ratings-მა კრისტალის საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება სხვადასხვა პარამეტრებით განსაზღვრა. ანგარიშში აღნიშნულია კომპანიის მომგებიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, აქტივების ხარისხის ეფექტური მართვა, დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია, კაპიტალისა და ვალდებულებების მაღალ დონეზე მართვა […]

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული ტექნოლოგიების განვითარებით ცდილობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევას ეკომეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებით ცდილობს, საქმიანობის პროცესში კი ეკომეგობრულობის პრინციპების გატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რაც სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი მსგავსი მიდგომებით არა მხოლოდ იზიარებს ტოიოტას გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და […]

„შეეხე მოგონებას“ – როგორია 18-ლარიანი ინვესტიციით დაწყებული ბიზნესის სამომავლო გეგმები

ბრენდი „ლილთე“ 2020 წელს პანდემიის გამოჩნდა და მომხმარებელს მოგონებებით, ემოციური მესიჯებით და მათთვის მნიშვნელოვანი ჩანახატებით შექმნილ შარფებს, ჩანთებს, საწოლის და მაგიდის გადასაფარებლებს და სხვა ნივთებს სთავაზობს. თუ როგორია ბრენდის მიმართ დაინტერესება და რა სამომავლო გეგმები თემზე „კომერსანტთან“ ბრენდის დამფუძნებელმა ანანო ეზიეშვილმა ისაუბრა. მისი თქმით პირველი ნამუშევარი დედისთვის გააკეთა და მის მიერ 4 წლის ასაკში დახატული […]

“როგორც არ უნდა დასრულდეს ტურნირი, საქართველოს ნაკრები იქნება მთავარი აღმოჩენა” – თემურ ქეცბაია

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი და კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალური ქსელის საშუალებით ევრო 2024-ზე “ჯვაროსნების” ასპარეზობას გამოეხმაურა. “მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც არ უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, […]

“ქართული საფოსტო ინდუსტრია კოლაფსის წინაშეა” – კომპანიები TEMU-ს ეფექტზე საუბრობენ

საქართველოს საფოსტო მომსახურების ბაზარი კოლაფსის ზღვარზეა. ქართული გადამზიდავი კომპანიები ჩინეთიდან TEMU-ს პლატფორმაზე წარმოქმნილ მოთხოვნას ვერ უმკლავდებიან. ამანათების დაგვიანებაზე საუბრობენ როგორც მომხმარებლები, ისე თავად ბიზნესის წარმომადგენლები. On way-ის დამფუძნებელი თამარ გოგოლაშვილი ამბობს, რომ TEMU-ს ამანათების ხარჯზე კომპანიაში ამანათების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, თუმცა, მისი თქმით, ისინი ემსახურებიან მხოლოდ იმ რაოდენობის ამანათებს, რისი რესურსიც კომპანიას ამ ეტაპზე აქვს. […]

როგორ წარიმართა სარეაბილიტაციო სამუშაოები წიწამურში? – GWP-ის გენერალური დირექტორი

კომპანია GWP-ის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი აცხადებს, რომ მომავალში არსებობს საფრთხე, რომ წიწამურში შეიძლება მეწყრული და სხვა პროცესები განვითარდეს, თუმცა ამ ეტაპზე მიწა, რომელიც მილსადენს უშლიდა ხელს, მოცილებულია.

10 წელში VZP კომპანიების მიერ საქართველოს ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები 4 000%-ით გაიზარდა – ასოციაცია

საქართველოში ვირტუალური ზონის კომპანიების რაოდენობა იზრდება და ძლიერდება მათი ეკონომიკური გავლენაც. დარგობრივი ასოციაციის ინფორმაციით, 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია ამ სტატუსის მქონე 1275 კომპანია. ვირტუალური ზონის პირის” სტატუსი შეუძლიათ მიიღონ კომპანიებმა, რომლებიც საქართველოდან უცხოელი მომხმარებლებისთვის ახორციელებენ გარკვეული ტიპის IT სერვისებს. სტატუსის მიღების შემდეგ ეს კომპანიები „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ კანონის თანახმად სარგებლობენ საგადასახადო […]