თსუ-ს სტუდენტებმა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით იასპარეზეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მორიგ ჯერზე წარმატებით იასპარეზა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 47-ე საერთაშორისო რაუნდებში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს. მათივე ცნობით, თსუ საერთაშორისო კონკურსზე წარადგინეს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა: მარიამ ონიანმა, ანანო ნაჭყებიამ, დემეტრე დიასამიძემ და ელენე-ეკატერინე დვალიძემ. გუნდის მწვრთნელი იყო საერთაშორისო სამართლის პროგრამის მაგისტრატურის სტუდენტი – ალექსანდრე […]
ირაკლი კობახიძე – 2012 წლიდან დღემდე 4-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ადამიანებზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია

ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მოსახლეობის 95%-ს მოიცავს. „4-ჯერ გაიზარდა 2012 წლიდან დღემდე ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი. 2012 წელი იყო 450 მლნ ლარი და 2023 წელი იყო 1,8 მლრდ ლარი. მომავალში […]
ინდოეთში აეროპორტის სახურავის საყრდენის ჩამოშლას, სულ მცირე, 1 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის დედაქალაქ დელიში ძლიერი წვიმების შედეგად აეროპორტის სახურავის საყრდენი ჩამოიშალა, რასაც, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. როგორც გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, აეროპორტის პირველ ტერმინალთან სახურავის ერთ-ერთი საყრდენი ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგომ რამდენიმე ავტომობილს დაეცა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 05:00 საათზე მოხდა, დაზიანებული ტერმინალიდან კი ყველა ფრენა დროებით შეჩერდა. ინდოეთის ფედერალური ავიაციის სამინისტროს ცნობით, […]
პუტინის პირობები მიუღებელია – ტრამპი ამტკიცებს, რომ პუტინი მისი შიშით უკრაინაში ვერ შეიჭრებოდა

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა. საუბარი არაერთ საკითხთან ერთად შეეხო უკრაინაში რუსეთის ომსაც. ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი არის “ომის დამნაშავე”, რომელსაც სურს აღადგინოს “ძველი საბჭოთა იმპერიის” ნაწილი. მისი თქმით, ტრამპმა პუტინს უთხრა, გააკეთე “რაც გინდა”, რაც ტრამპმა უარყო. კითხვაზე, მისაღებია თუ არა პუტინის პირობები ომის დასრულებაზე, ტრამპი […]
5 რამ, რაც ოცნებამ გააკეთა, სანამ ქვეყანა ზეიმობდა – მეზვრიშვილი

გუშინ, სანამ მთელი საქართველო გამარჯვებას ზეიმობდა, „ოცნებამ“ არჩევნების მანიპულაციისკენ მიმართული ოთხი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე აირჩია. 1. დაძლია ვეტო საარჩევნო კოდექსზე – შედეგად ერთპარტიული ცესკო ერთპარტიულ გადაწყვეტილებებს მიიღებს; 3. პირველი მოსმენით მიიღო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონი; 5. უზენაეს სასამართლოში სამი მოსამართლე აირჩია უვადოდ. სანამ ქვეყანა ზეიმობდა, „ოცნება“ ძალაუფლების განმტკიცებაზე ზრუნავდა.
მეთიუ მილერის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია
ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია ილია დარჩიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ამერიკის ხმას“ უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა. არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი […]
„ივლისიდან საშუალოდ 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები“ – ირაკლი კობახიძე

ზუსტად ისევე, როგორც ეკონომიკაზე ითქმის, განათლებაზეც შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც ძლიერია განათლების სისტემა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო, აქედან გამომდინარე, მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა, ესენია: პატრიოტიზმი, ეროვნული […]
„მაისში კლება პრაქტიკულად არცერთ სექტორში არ დაფიქსირებულა“ – გოგიტა თოდრაძე

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2024 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება პრაქტიკულად არცერთ სექტორში არ დაფიქსირდა. ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, რომ მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, 5 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 9.3%-ია. მან სექტორების მიხედვით ზრდის მიზეზები განმარტა. რაც შეეხება მიზეზებს, ინფორმაციისა და […]
მოქალაქეები ერთ მილიონ ლარამდე აღებულ სესხზე უარის თქმას შეძლებენ – ეროვნული ბანკი

მოქალაქეები ერთ მილიონ ლარამდე აღებულ სესხზე უარის თქმას შეძლებენ – აღნიშნულს გულისხმობს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლითაც „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში“ ცვლილებები შევიდა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ახალ ბრძანებაში, რომელიც მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, საუბარია, ფინანსურ ორგანიზაციებსა და მომხმარებლებს შორის ურთერთობების დარეგულირებაზე. მათ შორის, საფინანსო პროფუქტზე გაფორმებულ […]
მეთიუ მილერის ინფორმაციით, ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია

ვაშინგტონმა ნატო-ს სამიტზე დასასწრებად საქართველოდან საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვია ილია დარჩიაშვილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერ, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ამერიკის ხმას“ უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის სახელზე გაიგზავნა. არიან თუ არა, სამიტზე დასასწრებად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი […]