პუტინის პირობები მიუღებელია – ტრამპი ამტკიცებს, რომ პუტინი მისი შიშით უკრაინაში ვერ შეიჭრებოდა

ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.
საუბარი არაერთ საკითხთან ერთად შეეხო უკრაინაში რუსეთის ომსაც.
ბაიდენის თქმით, ვლადიმირ პუტინი არის “ომის დამნაშავე”, რომელსაც სურს აღადგინოს “ძველი საბჭოთა იმპერიის” ნაწილი.
მისი თქმით, ტრამპმა პუტინს უთხრა, გააკეთე “რაც გინდა”, რაც ტრამპმა უარყო. კითხვაზე, მისაღებია თუ არა პუტინის პირობები ომის დასრულებაზე, ტრამპი პასუხობს – “არა, ისინი მიუღებელია”. მისივე მტკიცებით, პუტინმა გადაწყვიტა შეჭრა, რადგან დაინახა, რამდენად არაკომპეტენტური იყო ბაიდენის გუნდი ავღანეთიდან გამოსვლით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ტუღუში – საქართველო პრორუსულად განწყობილი არასდროს ყოფილა, ასეთი რამ არ მახსოვს, ეს ნონსენსია, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა არის ის ჯოჯოხეთი, სადაც „ოცნება“ მიგვაქანებს – დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში ისე ვერ იგებენ, როგორც უნდოდათ