მაისში უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით შემცირდა – გოგიტა თოდრაძე

საქსტატის მონაცემებით, მაისში საქართველოში 6 284 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წლიურად 5.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის სუბსიდირებული ყველა ავიაბილეთი გაიყიდა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველო-ესპანეთის მატჩზე დასასწრებად ქართველი გულშემატკივრისთვის დანიშნულ ჩარტერულ რეისებზე ყველა ბილეთი გაყიდულია. ინფორმაცია ბილეთების სუბსიდირების გაგრძელების შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. ფრენები თბილისი – კიოლნი – თბილისის მიმართულებით განხორციელდება და ერთი გზის ღირებულება 195 ევრო იყო. სუბსიდირებულ რეისებს ორი ავიაკომპანია, „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ჯორჯიან ვინგსი“ შეასრულებენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჩარტერები შესრულდება 29 და […]

კობახიძე ნაკრებზე: სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას

3 ურთულესი მეტოქე გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე. ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე. გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა. სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს.

ბასტრიკინი: მინდა ვიცოდე, როდის მიიღებს კარგ კანონებს ჩვენი სახელმწიფო “დურა”

რუსეთის საგამოძიეობო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა რუსეთის სახელმწიფო დუმა გააკრიტიკა და პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე გამოსვლის დროს სიტყვებით ითამაშა. მან სახელმწიფო დუმას “სახელმწიფო დურა” უწოდა. дура რუსულად სულელს ნიშნავს. “ძალიან მსურს ვიცოდე, როდის მიიღებს კარგ კანონებს ჩვენი სახელმწიფო დურა.” – თქვა ბასტრიკინმა. ბასტრიკინის კრიტიკა საიმიგრაციო პოლიტიკას უკავშირდება. მისი მტკიცებით, პარლამენტს მიგრაციასთან დაკავშირებით კარგი კანონების მიღება […]

Spotify-მ პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები დაბლოკა

Spotify-მ პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები დაბლოკა. მათ შორის არიან შამანი (იაროსლავ დრონოვი), ჩიჩერინა, პოლინა გაგარინა, გრიგორი ლეპსი, ოლეგ გაზმანოვი და ჯგუფი “Любэ”. Spotify-ის მიერ დაბლოკილი ყველა ჩამოთვლილი არტისტი ევროკავშირის სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი. მსოფლიოში უმსხვილესმა Streaming-ის კომპანიამ რუსეთში ფუნქციონირება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეწყვიტა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვყავდა ურთულესი მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე – სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს

ჩვენ გვყავდა ურთულესი მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ და დადგნენ ორ ფეხზე. სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ 2030 წლამდე საქართველო გამთლიანდება და აფხაზეთთან […]

პრემიერი – ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება, 3 000-მდე კურსდამთავრებულს მისცემს როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალებას

განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და პირველი სექტემბრიდან 3 000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება. „ახალგაზრდობის მიმართულებითაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გუშინ დასრულდა „სტუდფესტი“, ბანაკები ანაკლიაში, შაორზე არის ძალიან […]

ირაკლი კობახიძე – ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება

გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა-კეთილმოწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს ავტოპარკი 655 ერთეული ავტოტრანსპორტით განახლდა. „მნიშვნელოვნად გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობები – დაემატა 2 თანამედროვე, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი, რომლებიც აღჭურვილია […]

ირაკლი კობახიძე – იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ, თუმცა შსს-მ უზრუნველყო სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, ამისთვის მადლობა ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, იმ პროცესებისთვის, რომლებიც სამინისტრომ ღირსეულად გამოიარა გასული 2-3 თვის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში არეულობა შემოეტანათ, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით იმოქმედა. „როგორც მოგეხსენებათ, იყო […]

ირაკლი კობახიძე – შენდება 11 იუსტიციის სახლი, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი

წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა და ამით ყველა მნიშვნელოვან პუნქტში დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი. „წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად. ცალკე გამოვყოფ იუსტიციის სახლებს, ბოლოს სამტრედიაში გავხსენით ახალი იუსტიციის სახლი. მიმდინარეობს 11 […]