ირაკლი კობახიძე – გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი. მისივე თქმით, სახელმწიფო ენის ბილინგვური მეთოდით სწავლება 36 საბავშვო ბაღსა და 184 საჯარო სკოლაში […]

ირაკლი კობახიძე – თბილისის ახალი სტადიონის იქნება ბრიტანული სტილის, უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც სპორტული წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის ახალი სტადიონის ბრიტანული სტილის იქნება, სტადიონი მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის მაქსიმალურ ემოციურ კავშირს უზრუნველყოფს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი სტადიონის პროექტს გამოუჩნდა კრიტიკოსები და მისთვის გასაკვირია, რომ ეს ადამიანები თავს სპორტის გულშემატკივრობაზე დებენ. „როგორც მოგეხსენებათ ჩვენ დავაანონსეთ კიდევ […]

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, წვლილი შეიტანოს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაში, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები

საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად გვესახება – ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. „საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი […]

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და წელს გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოსა ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდა, სავაჭრო ბრუნვამ 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა, ასევე, საქართველოს შარშან 48 ათასზე […]

ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია. „პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის რანგში განვახორციელე სწორედ ბრიუსელში, სადაც დავესწარი ასოცირების საბჭოს სხდომას. „რა […]

ბულგარეთის პრეზიდენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უთანხმოების გამო ნატოს სამიტს არ დაესწრება

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი არ უხელმძღვანელებს ქვეყნის დელეგაციას და არ მიიღებს მონაწილეობას ნატოს სამიტზე ივლისში, განაცხადა მისმა პრესსამსახურმა 27 ივნისს. პრესსამსახურის თანახმად, რადევის უარის მიზეზი უკრაინის ომთან დაკავშირებით ბულგარეთის პოზიციის გარშემო უთანხმოებაა. რადევი “არ იღებს მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებული ჩარჩო პოზიციების ზოგიერთ დებულებას, რომელიც ეხება უკრაინის ომთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა კისრულობს“ – […]

ვოლოდინი: ბასტრიკინმა რუსი ხალხი შეურაცხყო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის ირონიულ სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის კრიტიკა მოჰყვა. “დეპუტატებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ირჩევენ, მან ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.” – თქვა ვოლოდინმა ბასტრიკინის სიტყვებთან დაკავშირებით. აქამდე ბასტრიკინმა, საემიგრაციო პოლიტიკის კრიტიკის დროს, რუსეთის სახელმწიფო დუმას “სახელმწიფო დურა” უწოდა. дура რუსულად სულელს ნიშნავს. “ძალიან მსურს ვიცოდე, როდის მიიღებს კარგ კანონებს ჩვენი […]

უკრაინა: დონეცკის ოლქში განადგურებულია მოიერიშე თვითმფრინავი СУ-25

უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლებმა დონეცკის ოლქში რუსული მოიერიშე თვითმფრინავი СУ-25 ჩამოაგდეს. გვარდიამ მტრის თვითმფრინავი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს იგლას გამოყენებით გაანადგურა. თვითმფრინავი 23 ივნისს ჩამოაგდეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა СУ-25-ის განადგურება 28 ივნისს დაადასტურა. დონეცკის მიმართულებით უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ წინ წაიწია.

ვოლოდინი: ბასტრიკინმა რუსი ხალხი შეურაცხყო

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის ირონიულ სიტყვებს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის კრიტიკა მოჰყვა. “დეპუტატებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ირჩევენ, მან ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.” – თქვა ვოლოდინმა ბასტრიკინის სიტყვებთან დაკავშირებით. აქამდე ბასტრიკინმა, საემიგრაციო პოლიტიკის კრიტიკის დროს, რუსეთის სახელმწიფო დუმას “სახელმწიფო დურა” უწოდა. дура რუსულად სულელს ნიშნავს. “ძალიან მსურს ვიცოდე, როდის მიიღებს კარგ კანონებს ჩვენი […]

“თავდაცვის ძალებს გადაეცა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა: თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება გაუმჯობესების პროექტებს “დელტა-ვებეს“ მიერ დამზადდა და თავდაცვის ძალებს გადაეცა სადაზვერვო და საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია. თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაიწყო და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ეს […]