პასუხი სპორტის გონებადაბინდულ კომენტატორს, რომელმაც ოცნება გააკრიტიკა – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა: „როგორც მოგეხსენებათ ჩვენ დავაანონსეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მეგაპროექტი, ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა თბილისში, რომელიც განკუთვნილი იქნება ფეხბურთისა და რაგბისთვის. იქნება გათვლილი 70 ათას მაყურებელზე, რაც მოგვცემს საერთაშორისო მასშტაბის უმნიშვნელოვანესი მატჩების მასპინძლობის საშუალებას. დღეს დინამო სტადიონზე ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგალითისათვის: ჩვენ ამ სტადიონზე გვექნება ჩემპიონთა […]
მხოლოდ წალენჯიხაში დასავლეთი 65 მილიონის ღირებულების პროექტებს აფინანსებს – რა ელის ქვეყანას თუ დაფინანსებები შეჩერდება?

რუსული კანონით გამოწვეულ საფრთხეებზე და დასავლეთის დაფინანსებებზე, წალენჯიხის მერმა, გიორგი ხარჩილავამ ისაბრა და თქვა, რომ მხოლოდ წალენჯიხაში დასავლეთის დაფინანსებული პროექტების ღირებულება 65 მილიონი ლარია. “ევროპის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ბორელმა განაცხადა,რომ აქტიურად განიხილება საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი. ეს არ გახლავთ კერძო სანქციები, ეს შეეხება ყველა მიმდინარე პროექტს და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ქართული ოცნება ჯიუტად დუმდა, თუ […]
საქართველო მონაწილეობას მიიღებს 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტშ

საქართველო მონაწილეობას მიიღებს 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საიუბილეო სამიტში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართულ დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. „მინისტრი მონაწილეობას მიიღებს, 10 ივლისს პარტნიორი ქვეყნების ფორმატში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში. ილია დარჩიაშვილი ასევე დაესწრება სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. […]
„დასაქმების კუთხით რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს” – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის I კვარტალში უმუშევრობა, წლიურ ჭრილში, 4 პროცენტული პუნქტით, 14%-მდე შემცირდა და 90-იანი წლების შემდეგ ისტორიულ რეკორდს მიაღწია. ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში, პრემიერის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. „ამ საკითხთან დაკავშირებითაც ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენ სპეკულაციები. მაგალითისათვის ავიღოთ უმუშევრობის მაჩვენებელი – რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ […]
ელექტროენერგიის ბირჟის ეტაპობრივი გახსნის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა – რა განიხილეს?

6-ჯერ გადავადების შემდეგ, ელექტროენერგიის ბირჟა ეტაპობრივად 1-ელი ივლისიდან გაიხსნება. პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, ეტაპობრივი გახსნის მოდელის შერჩევა იმ გარემოებებითაც იყო ნაკარნახევი, რომ არ დაზიანებულიყო ეკონომიკა და არ მომხდარიყო ენერგეტიკული სექტორის მნიშვნელოვანი რყევები, რაც საბოლოოდ ყველა სექტორზე ნეგატიურად აისახებოდა. ამის შესახებ მან სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, ელექტროენერგიის საბითუმო […]
საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება. მათივე ინფორმაციით, გასამგზავრებელი ბილეთების შეძენა ქომაგებს tkt.ge-ზე 28 ივნისის 13:00 საათიდან შეეძლებათ. „EURO 2024 ზე, საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ, მერვედფინალურ მატჩზე გასამგზავრებელი ბილეთების გაყიდვა დაიწყო. ეროვნული ნაკრების ქომაგებს ბილეთების შეძენა tkt.ge-ს პლატფორმაზე უკვე 13:00 საათიდან შეუძლიათ. 1 გზის ღირებულება, წინა სუბსიდირებული რეისების […]
წინასაარჩევნოდ მთავრობა ჯანდაცვის სისტემის განვითარების ახალ, 4-წლიან გეგმას წარადგენს

ოქტომბერში, არჩევნების წინ, მთავრობა ჯანდაცვის სისტემის განვითარების ახალ, 4-წლიან გეგმას წარადგენს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. „სამომავლოდ დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები. სისტემას ჰყავს ახალი მინისტრი და მას მინდა მადლობა გადავუხადო ენთუზიაზმით მუშაობისთვის. ჩვენ ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ წარვადგენთ ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც მიზნად დაისახავს ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რაც არის ერთ-ერთი უმთავრესი […]
ირაკლი კობახიძე – არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის

არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემაში სამომავლოდ მნიშნველოვანი რეფორმებია დაგეგმილი. კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი, ოქტომბერში, წინასაარჩევნოდ წარადგენს ახალ 4-წლიან გეგმას, რომელიც მიზნად ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ისახავს. „მადლობა […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა, რომ თითოეული თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, ეკონომიკური ზრდა იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც

დიასპორის საქართველოსთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან. „გუშინ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს […]
პრემიერი – საქართველო ეფექტიან პოლიტიკას აწარმოებდა იმისათვის, რომ ქვეყნის ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად

საქართველო ეფექტიან პოლიტიკას აწარმოებდა იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში სამმხრივი მისია იყო ჩამოსული, კერძოდ, აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები, რომელთაც ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება. „ჩვენს ევროპელ […]