თეონა აქუბარდია პრემიერს – კონსტიტუციით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო, ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს ელჩების დემარშის გამო

ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული საშინაო და საგარეო კურსის რუსეთისკენ შეტრიალების გამო, დღეს თქვენ აქ ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოდიხართ არა მხოლოდ დეპუტატების დემარშის, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს ელჩების დემარშის გამო,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც პარლამენტში წლიური ანგარიშის წარსადგენად მივიდა. როგორც აქუბარდიამ განმარტა, პრემიერისთვის რამდენიმე კითხვის დასმის შემდეგ, ის კვლავ შეუერთდება თავისი კოლეგების […]

თეონა აქუბარდია – პრემიერის ტყუილების და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მოსასმენად არამხოლოდ ოპოზიცია, ევროკავშირის ელჩებიც არ არიან – ევროკავშირისთვის კობახიძე და ივანიშვილი „პერსონა ნონ გრატა“ გახდნენ

პრემიერის ტყუილების და ანტიდასავლური დეზინფორმაციის მოსასმენად აქ არამხოლოდ ოპოზიცია არ გახლავთ, არამედ ევროკავშირის ელჩები, რაც კიდევ ერთი ნიშანია, რომ კონკრეტულად ირაკლი კობახიძე და მისი მთავარი პატრონი, ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად მიუღებელი და „პერსონა ნონ გრატა“ გახდნენ ევროკავშირისთვის, -ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენას საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის მხოლოდ ერთი – […]

ირაკლი კობახიძე -კანონი, რომელიც თქვენ, პარლამენტის წევრებმა მიიღეთ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურებოდა და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის

კანონი, რომელიც თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა მიიღეთ, სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურებოდა და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ კვლავაც შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა და გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. „საბოლოოდ, მიუხედავად, ამ […]

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები

2020 წელს, მმართველმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მიიღო პარლამენტში 90 მანდატი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას არ მიეცა დამშვიდების საშუალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ მოვლენებს დაუთმო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე განვითარდა. პრემიერის თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში, ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა ქვეყანა ხელოვნურად შექმნილ ტურბულენტობაში აცხოვრეს, […]

“უკრაინა და მოლდოვა ჩვენ ბევრად ჩამოგვრჩა” – “მოხდა ასეთი რამ…” – როგორ “შედგა” საქართველოს პარლამენტი – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა: “საბოლოოდ, მიუხედავად, ამ რთული მოვლენებისა, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 2022 წელს, 2023 და 2024 წელს, მოხდა ასეთი რამ – საქართველოს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ 2021 წელს. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად ძალიან ძლიერი ზეწოლისა […]

“2012 წელს გერმანიის მოქალაქე ცხოვრობდა ოთხნახევარჯერ უკეთესად… დღეს სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. “2012 წელს გერმანიაში მოქალაქე ცხოვრობდა ოთხნახევარჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოს მოქალაქე. სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, 2029 წლისთვის მხოლოდ ორმაგამდე შემცირდება სხვაობა გერმანიასა და საქართველოს შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის თვალსაზრისით. ამ ტენდენციის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი. დემოგრაფიაზეც დადებითად აისახება ეს ეკონომიკური ზრდა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მაგალითად გერმანიაში სამჯერ უკეთესად […]

სიღარიბე განულდება – პრემიერის წინასაარჩევნო დაპირება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში საარჩევნო პროგრამაზეც ისაუბრა და თქვა: “სიღარიბის დაძლევა, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა არის სიღარიბის საბოლო ჯამში განულება ქვეყანაში. მინდა წინასწარ დავაანონსო, რომ ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება, ასევე ჯანდაცვა. შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს ამ მიმართულებით.”

ტრადიციული მეგობრობა აზიის ქვეყნებთან და აქტიური ურთიერთობები ინდოეთთან – პრემიერი

ს:აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა: “ბაქოში, ერევანში, ანკარაში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მომავალშიც მაქსიმალური ძალისხმევა იქნება გაწეული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ის ტრადიციული მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ამ სამ ქვეყანასთან გვაკავშირებს. წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა ერთი […]

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დასავლეთ სანაპიროზე 5 საგუშაგო კანონიერად ცნო

ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე ხუთი საგუშაგო კანონიერად ცნო. უსაფრთხოების კაბინეტის ამ გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაცია ისრაელის ფინანსთა მინისტრმა ბაცალელ სმოტრიჩმა გაავრცელა. ასევე, უსაფრთხოების კაბინეტმა პალესტინის მთავრობის წევრები დაასანქცირა. პალესტინის ოფიციალურ პირებს ჩამოერთმევათ ვიზები და შეიზღუდება მათი გადაადგილება ისრაელის ტერიტორიაზე. სმოტრიჩის თქმით, გადაწყვეტილება პალესტინელი ოფიციალური პირების და ბანკების შეზღუდვის შესახებ იმის გამო მიიღეს, რომ პალესტინური […]

საქართველოში წმინდა საყდრის ახალ დესპანად ანტე იოზიჩი დაინიშნა

საქართველოში ვატიკანის ახალ ელჩად ცისის ტიტულარული არქიეპისკოპოსი, ანტე იოზიჩი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანო კომუნიკეს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება დღეს, 28 ივნისს გამოცხადდა. „(რედ. – ანტე იოზიჩი) წმიდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს და მსახურობდა წმიდა საყდრის სადესპანოებში ინდოეთსა და რუსეთის ფედერაციაში, აგრეთვე და ჰონგ-კონგის სასწავლო მისიაში. 2019 წლის […]